რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთი, ევროპა და აშშ დაუყოვნებლივ გასაფრთხილებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს!

   2022 წლის 14 მარტს „პრეზიდენტი“ ზურაბიშვილი წლიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო პარლამენტის წინაშე, მაგრამ სალომე 50 წუთის განმავლობაში აკეთებდა სკანდალურ, არაკომპეტენტურ და პროვოკაციულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რითაც საბოლოოდ დაადასტურა - საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს! ამის შესახებ რუსეთს, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, რათა მოქალაქე ზურაბიშვილი ოფიციალურ დონეზე არ მიიღონ, ვინაიდან მისი ქმედებები დიდი ხანია გაცდა საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებს და მას უახლოეს ხანში იმპიჩმენტი ემუქრება.

ანდა, სჭირდება კი პრეზიდენტი საქართველოს მომავალში იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამმა პრეზიდენტმა ქვეყანას მხოლოდ პრობლემები შეუქმნა?! სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20% ჩამოაჭრა, მარგველაშვილმა პარლამენტის მუშაობის პარალიზება მოახდინა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყველა გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადებით, ზურაბიშვილი, მარგველაშვილის მსგავსად, ოპოზიციის პრეზიდენტი გახდა, და როგორც სააკაშვილს, სურს რუსეთს გადასცეს საქართველოს ტერიტორიის დარჩენილი 80%. მაშ, რატომ ვხარჯოთ ხალხის მილიონები სახელმწიფოსთვის მავნე საპრეზიდენტო ინსტიტუტის შენახვაზე ავლაბრისა და ორბელიანების სასახლეებში?!

ემიგრანტმა ზურაბიშვილმა ვერც ისაუბრებდა ჩატარებულ სამუშაოზე, რადგან იგი, მისი წინამორბედების - პრეზიდენტების მარგველაშვილისა და სააკაშვილის მსგავსად, მხოლოდ ძირგამომთხრელი საქმიანობით იყო დაკავებული! ზემოჩამოთვლილი საქართველოს სამი პრეზიდენტი ქართველი ხალხისგან განზე („ცოტა ზემოთ“ - ს.ზურაბიშვილი) იდგნენ, ამიტომაც ვერა და ვერ დაიგეს, რომ უბრალო ქართველები მხარს უჭერენ რუსეთს არა იმიტომ, რომ ყველა პუტინზეა შეყვარებული, არამედ იმიტომ, რომ რუსეთზე უკანასკნელ იმედს ამყარებენ, აღიდგინონ პატივი და ღირსება, ბოლო 30 წლის განმავლობაში მოღალატეების, კოლაბორაციონისტებისა და ხალხის მტრების მიერ დამცირებული - სწორედ სააკაშვილის, მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის მსგავსთაგან! ამ სამთაგან არცერთი ქართველ ხალხს არ აურჩევია, ისინი დაინიშნენ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით. სწორედ ამ შეცდომის აღიარების გამო უდიდესმა ქართველმა მეცენატმა, მმართველი პარტიის დამაარსებელმა და პრემიერ-მინისტრმა ქართული პოლიტიკა ნებაყოფლობით დატოვა.

   ზურაბიშვილი, რომლის რეიტინგიც საქართველოში 0-პროცენტზე დაბალია, შეპყრობილია მხოლოდ ერთი მწველი სურვილით - შური იძიოს საქართველოზე მისი წინაპრების - ქართველი მენშევიკების გაძევების გამო, რომლებიც 1921 წელს პარიზში გაიქცნენ და ხელს გააყოლეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოქროს მარაგი. ზურაბიშვილის წარმოდგენით, შურისძიება იქნება საქართველოში რუსეთის არმიის მესამე შემოსვლის პროვოცირება - როგორც მე-11-ე არმიის 1921 წ. და 56-ე არმისს 2008 წ,, რომელიც, ზურაბიშვილის ვარაუდით, განახორციელებს რეპრესიებს ქართველი ხალხისა დაქართული ოცნებისხელისუფლების მიმართ, მას რომ სძულთ ეგზისტენციალურ დონეზე, როგორც უცხო, აპრიორი მტრული გარემო!

   დავუბრუნდეთ გუშინდელ სკანდალს პარლამენტში: ზურაბიშვილს არ დავიწყებია, რომ მისმა ერთმა განცხადებამ „რუსეთი - საქართველოს ნომერ პირველი მტერია“, 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მეორე დღეს გამოიწვია პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა საქართველოსთან, რომელიც დღემდე არ აღდგენილა. ამიტომ დღეს, როცა პრემიერი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძის წყალობით, საქართველოს არ შეურთდა ანტირუსულ სანქციებს და უარი განაცხადა სამხედროების გაგზავნაზე კიევის რეჟიმის დასახმარებლად, ზურაბიშვილმა გადაწყვიტა კვლავაც მოეხდინა მოსკოვის პროვოცირება, რომელმაც წინა კვირას საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიიდან ამოიღო. და აი რა მოიმოქმედა მან:

გუშინ საქართველოს პარლამენტი პირველად არ წამოუდგა ფეხზე და აპლოდისმენტებით არ შეეგება საქართველოს პრეზიდენტს, რადგან 69 წლის ზურაბიშვილი გამომწვევად შევიდა პარლამენტში და პრეზიდიუმამდე ვიღაც ახალგაზრდა კაცთან ერთად მივიდა. ეს გახლდათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში, ვინაიდან უკრაინის ელჩი დოლგოვი უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიწვია და საქართველოს მთავრობას ამორალური და ცრუ უწოდა. და ეს - მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ შარშან თავად გამოიწვია საქართველოს ელჩი უკრაინიდან, რადგან ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა და თავის მოადგილედ დანიშნა რეფორმების დარგში - იმის ნაცვლად, რომ მოეხდინა მისი ექსტრადირება საქართველოში საქართველოს გენპროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, როგორც დამნაშავის, რომელიც ბრალდებულია მრავალ განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულში.

ტრიბუნაზე ასულმა ზურაბიშვილმა ფეხზე წამოაყენა მთელი პარლამენტი, აიძულა დეპუტატები, „რუსების სიმხეცის“ ამსახველი ფეიკი კადრების ფონზე, ფეხზე მდგარიყვნენ მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ უკრაინის ჰიმნი ჟღერდა - მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 4 წუთით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა უკვე წამოაყენა ფეხზე მთელი დარბაზი „რუსი აგრესორების ხელით დაღუპული უკრაინელი გმირების“ ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მისაგებად! თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო, რომ ყველა დეპუტატს უკრაინის დროშის ფერებიანი ნიღაბი ეკეთა, ხოლო მთელი წინა ტრიბუნა უკრაინის დროშით შეამკეს!

თავისი გამოსვლა ზურაბიშვილმა დაიწყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის დამუნათებით, რომლებიც „უნდა გაერთიანდნენ, რათა მოამზადონ საქართველოს რუსეთთან ომისათვის, მხარში ამოუდგნენ უკრაინელ ძმებს ნაცვლად ურთიერთ საყვედურებისა“. ზურაბიშვილისთვის, როგორც ჩანს, არ კმარა, რომ ქართველი ხალხი განიცდის გაჭირვებასა და ჩაგვრას, მაგრამ უკრაინას ასობით ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის - პროდუქტს, მედიკამენტებსა და ტანსაცმელს! რომ ათასობით ქართველმა, მათ შორის - დეპუტატებმა, ჩააბარეს სისხლი უკრაინელებისათვის, თუმცა საქართველო დონორის სისხლის მწვავე დეფიციტს განიცდის! რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინელებს გადაუხადა სასტუმროებში ცხოვრების საფასური, უზრუნველყო უფასო მედიკამენტების ვაუჩერებით, უფასო საბანკო მომსახურებით და სამგზავრო ბარათებით ტრანსპორტის ყველა სახეობაზე, ასევე, გადაურიცხა მილიონები უკრაინას, თუმცა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ცარიელია!

ზურაბიშვილმა ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ მან არ დაუკმაყოფილა არცერთი მოთხოვნა - ჩაეტარებინა პარლამენტის რიგგარეშე სესია და უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინის მხარდასაჭერად საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღეს, ასევე, მოეხდინა მისი ტურნეს სანქცირება ევროპაში, სადაც ის აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდის გაჩაღებას და მასთან ომის აგიტაციას! ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, ვერ ამჩნევს, რომ საქართველოს ყველა მსხვილი ტელეკომპანია - სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ოთხი ოპოზიციური და ორი ვითომდა სამთავრობო, ანტირუსული პროპაგანდის იარაღად და ფეიკების ფაბრიკად გადაიქცნენ! განა ზურაბიშვილმა არ იცის, რომ კიევის რეჟიმის მხარეს იბრძის ბევრი ქართველი დაქირავებული მებრძოლი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც და „აზოვის“ ტიპის ნაცისტურ ფორმირებებშიც, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას და სამხედრო გადატრიალების მოწყობას აპირებენ?!

ნუთუ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა ოჯახისა და ახლობლების გამოსაკვებად რუსეთში მცხოვრებ და მომუშავე ათასობით ქართველს, არ იცის, რომმოქალაქეობის შესახებსაქართველოს კანონის, კერძოდ კი 21- მუხლის - „საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, საფუძველზე, რომელიც ამბობს: საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ) კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ იმსახურებს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, ან პოლიციაში, ანდა უსაფრთხოების სამსახურში, ქართველ დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის - სააკაშვილის უკანასკნელ იმედს - ირაკლი ოქრუაშვილს, ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა და უნდა იქნენ დაკავებული საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას?! ნუთუ ზურაბიშვილმა არ იცის, რომ ცნობილი იარაღით მოვაჭრე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად კი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი ჯარისკაცი ოქრუაშვილი უკრაინაში იპარავს გადასატან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, რათა მერე საქართველოში ჩამოიტანოს იმავე რძით დატვირთული კონტეინერით, რომლითაც თბილისში სააკაშვილი ხელისუფლების დასამხობად გამოგზავნეს?!

და ყველაზე მთავარი: საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის სანქციის გარეშე, პირადი კონტაქტების საფუძველზე ახორციელებს უცხოურ ვიზიტს, ან მთელ ტურნეს ევროპაში (როგორც ეს მოიმოქმედა საფრანგეთის სახელმწიფო მოხელე სალომე ზურაბიშვილმა, როცა უცხო სახელმწიფოების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან სახელმწიფოებრივი პოლიტიკური საკითხები განიხილა), უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუაციას, რაც საკმარიზე მეტ საფუძველს წარმოადგენს იმპიჩმენტის პროცედურისთვის! და შემთხვევით როდი დაუჭირა მხარი ზურაბიშვილს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმაუსუფაშვილმა - ამჟამად ბანკირი ხაზარაძის ოპოზიციური პარტიისსახემ“, უცხოური სპეცსამსახურების ცნობილმა აგენტმა, რომლის მეუღლეც - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ახორციელებდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იმ საშუალებების შეძენას, რომლებზეც პუტინი ლაპარაკობს (ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ამერიკული რაკეტებით, რომლებიც მოსკოვამდე 5 წუთში ჩაფრინდება, თუ მათი გადაპროგრამება განხორციელდა).

P. S. ზურაბიშვილი ისევე გააცილეს, როგორც შეხვდნენ - აპლოდისმენტების გარეშე. ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, როცა საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმაზე კამათის (ფრაქციათა ლიდერების გამოსვლის) შემდეგ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 15 მარტი
საქართველო, თბილისი