პოლიტიკა
მათეუშ მორავიეცკი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ღირებულებები, რომლებსაც ორივე ერი ვაფასებთ, იყოს მხარდამჭერი უკრაინელებისადმი

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. მინდა აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის ღირებულებები, რომლებსაც ორივე ერი ვაფასებთ, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისადმი, – ამის შესახებ ბათუმში მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მათეუშ მორავიეცკიმ გაიხსენა 2008 წელს ლეხ კაჩინსკის სიტყვები – დღეს არის საქართველო, ხვალ იქნება უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს პოლონეთის დროც.

მათეუშ მორავიეცკის განმარტებით, ზოგისთვის მაშინ სასაცილოც იყო ეს სიტყვები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლეხ კაჩინსკის ნათქვამი იყო წინასწარმეტყველება.

ბატონო პრემიერო, ძვირფასო მეგობრებო. დღეს მაქვს დიდი პატივი, პირველად ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც არის ძალიან კეთილგანწყობილი პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, აგრეთვე ეკონომიკურ და ყველანაირ დარგში. მაგრამ დღევანდელი ჩემი ვიზიტი არის განსაკუთრებულ პირობებში და მინდა, ეს აღვნიშნო. ეს არის ის ჩრდილი, რომელიც არ უწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობის განვითარებას. ეს არის უპრეცედენტო, არავითარი მიზეზების გამო, პროვოცირების გარეშე აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობარია.

ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც თქვა 2008 წლის 12 აგვისტოს. ეს სიტყვები, სამწუხაროდ, გამართლდა. მან ბრძანა, რომ დღეს არის საქართველო, ხვალ იქნება უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის დროც. გვახსოვს ის დრო, რომ ზოგისთვის სასაცილოც იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ. თითქოს გაგებული იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არც ერთი ქვეყანა არ მიუდგა ამ სიტყვებს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველება და ჩვენს გულებში არის ახლა ეს სიტუაცია. ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი სრულდება ნაწილობრივ. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც არის გამოწვეული რუსეთის უკრაინაზე მილიტარული შეტაკებით. ამიტომ რამდენიმე დღის წინ, იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელებს, მთლიანად უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამარტო თავიანთი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაც და პოლონეთისთვისაც. ამიტომ, მინდა აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ, ორივე ერი ვაფასებთ, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისადმი“, – განაცხადა მათეუშ მორავიეცკიმ.