აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი „გორბის“ კვლევაზე - სასიხარულოა, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა სრულ შესაბამისობაშია და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ჩვენი მოსახლეობის დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში „გორბის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასიხარულოა, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს, რომ ჩემს მიერ და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გაზიარებულია სრულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.