რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: როცა ქართველთა შთამომავლებს დააინტერესებთ - როგორ გაიყიდა საქართველო, დაე ეს სტრიქონები წაიკითხონ...

     როდესაც სსრკ- ლიკვიდაციისა და აფხაზეთის ომის შემდეგ ასჯერ ავხსენი გაზეთებსა და ტელევიზიაში, თუ რატომ შეძლებს საქართველო, სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გამოცხადებით, თავისი ნეიტრალური საგარეო პოლიტიკური კურსი გაცვლას რუსეთთან - აფხაზეთზე, ქართველმაპოლიტოლოგებმაზურგსუკან მეტსახელადამხანაგი ნეიტრალიტეტიშემარქვეს და ჩემი მონაწილეობით ტელედებატებზე მოსვლას თავს არიდებდნენ, რისთვისაც მათპროქტოპოლიტოლოგებივუწოდე - ანუ მოვლენების უკანა რიცხვით, post factum ინტერპრეტატორები მოქმედი ხელისუფლების საამებლად (იხ. საქინფორმის YouTube-ის არხზე, საქინფორმზე, რუბრიკაში „რედაქტორისაგან“, და ა.შ.). დღეს ამ პარტიული სკოლის ყოფილ ლექტორებს ნამდვილ პროქტოლოგებთან რიგში თუ შეხვდებით, არადა, შევარდნაძის დროს და სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებშიც ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდნენ და მთავრობის ადმინისტრაციის დერეფნებშიც ცხვირაწეული დაიარებოდნენ, ასრულებდნენ რა უხვად ანაზღაურებად პოლიტიკურ დაკვეთას...

• მაშინ საქართველო არ გახდა ნეიტრალური და დაკარგა ეს კოზირი რუსეთთან, მაგრამ მალე მაინც გახდება ნეიტრალური ქვეყანა, როგორც უკრაინა, მაგრამ უკვე - იძულებით, ამიტომ ამით ვეღარაფერს მოიგებს.

   როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ხმა მიეცა რუსეთის WTO-ში გაწევრებისთვის, მე გავაფრთხილე, რომ აფხაზები და ოსები არ დაუშვებდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამავალი ტვირთის - გინდაც ქართული, გინდაც შვეიცარიულის - მონიტორინგს, მით უმეტეს - ქართველ მესაზღვრეებს არ მიუშვებდნენ ფსოუსა და როკის გვირაბთან და ამ კოზირს უბრალოდ დავკარგავდი. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მაშინ თავი ბრიყვებად მოიკატუნეს, რადგან ამისთვის დიდძალ ფულად გაიყიდნენ!

• საქართველომ დაკარგა ეს კოზირი რუსეთთან ასე ფუჭად, თუმცა შეეძლო მისი გამოყენება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველომ ხმა მისცა რუსეთის გაწევრიანებას WTO-ში რაიმეს სანაცვლოდ მიღების გარეშე, და აპრიორი ფიქტიური შეთანხმება ტვირთისა და საქონლის მონიტორინგის შესახებ მოგვიანებით მაკულატურაში ჩაბარდა.

   როცა განვაცხადე, რომ საქართველომ შეიძლება ვერ მოასწროს რუსეთისთვის საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე უარის თქმის გაცვლა მისთვის აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაში, ყურიც არ მომაპყრეს და ისე მიყურებდნენ, როგორც გიჟს.

• საქართველომ ვერ მოასწრო - 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, რომელიც ნატოში არ მიიღეს, ისევე როგორც საქართველო. საქართველო, უკრაინის კვალდაკვალ, ხელს მოაწერს არაბლოკურ სტატუსს, მაგრამ ამას იძულებით გაკეთებ და არა საკუთარი ინიციატივით, ამიტომ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთ ამისთვის არ დაგვიბრუნებენ.

   როცა განვაცხადე, რომ საქართველომ უნდა იფიქროს, როგორ არ დაკარგოს აჭარა, რადგან ყარსის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს გარანტი იყო, ვადა გავიდა და დღეს რუსეთი არ დაიცავს ქვეყანას, რომელთანაც დიპურთიერთობები არ აქვს და რომელიც მისი მტრების - აშშ-სა და ნატო- ბანაკშია, მე თურქოფობია დამწამეს, ხოლო თურქეთის ელჩმა "გულწრფელად გაიცინა" - აქაოდა, ხელშეკრულება რძე არ გეგონოთ, ვადა გაუვიდესო (?!). მე განვაცხადე: ერთადერთი, რაც საქართველოს დაიცავს თურქული ექსპანსიისგან რუსეთთან მტრობის ფონზე, არის მისი შესვლა ОДКБ-ში, შესაბამისად, ЕАЭС-ში, რაც გამოიწვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ფორმულით "საქართველო + რუსეთი = საქართველო + აფხაზეთი + სამხრეთ ოსეთი". მე ასევე განვაცხადე, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისია არის აჭარის თურქეთისთვის გადაცემა, ისევე როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისია იყო სამხრეთ ოსეთის („გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანება გერმანიის მაგალითით“) და აფხაზეთირუსეთისთვის გადაცემა. ამის გამო "პრორუსად" მომნათლეს.

• გასულ კვირას რუსმა სენატორმა ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ აჭარა გახდება დამოუკიდებელი რესპუბლიკა, როგორც უწინ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მიუერთდება თურქეთ, თუკი საქართველო ანტირუსულ სანქციებს შეუერთდება, რასაც CNN-ის ტელეეთერში იკვეხნიდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

   მეასედ ვიმეორებ - როგორც კი აჭარა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, თურქეთთან შეერთების გარეშეც, მის მაგალითს უმალ მიბაძავენ სამცხე-ჯავახეთი, რომელიც სომხეთისკენ მიისწრაფვის, და ქვემო ქართლი, რომელიც აზერბაიჯანისკენ ილტვის, და ასევე სამეგრელო, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული აფხაზეთთან.

   ოდესმე, თუ ქართველთა შთამომავლებს დააინტერესებთ - როგორ გაყიდეს სამშობლო - საქართველო, დაე ეს სტრიქონები წაიკითხონ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 4 აპრილი
საქართველო, თბილისი