აქტუალური
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

კალანდარიშვილის თქმით, როგორც ბათუმში, ასევე რუსთავსა და გარდაბანში ყველა უბანია დათვლილი.

გაგაცნობთ არჩევნების წინასწარ შედეგებს – ბათუმში დათვლილია ყველა, 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №5 მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 3 244 ხმა – 30.98%; №41 რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 7 225 ხმა – 69.01%.

რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. №34 მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ – 2 634 ხმა- 6.95%; №41 ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 34 333 ხმა, 90.61%; №59 კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 923 ხმა, 2.43%“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.