აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: კრამატორსკში რუსეთის მოწყობილი სისასტიკე, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა არის ადამიანის უფლებათა დარღვევა

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერის" საშუალებით გამოეხმაურა ქალაქ კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვას.

კრამატორსკში რუსეთის მოწყობილი სისასტიკე, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა არის ადამიანის უფლებათა დარღვევა.

ამგვარი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაული არის ჩადენილი. დიდება უკრაინას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსული ძალების მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.