აქტუალური
ლოიდ ოსტინი: გვინდა, იმდენად დასუსტებული რუსეთი ვიხილოთ, რომ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. გვსურს, იმდენად დასუსტებული რუსეთი ვიხილოთ, რომ მას არ შეეძლოს გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინ განაცხადა.

გვინდა, ვიხილოთ უკრაინა, რომელიც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანაა და შეუძლია თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა. გვინდა, იმდენად დასუსტებული რუსეთი ვიხილოთ, რომ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა“, - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, რუსეთმა უკვე დაკარგა დიდი სამხედრო შესაძლებლობები.

ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ მათ არ ჰქონდეთ ამის ძალიან სწრაფად აღდგენის შესაძლებლობა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.