აქტუალური
ვლადიმერ პუტინი უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსი ჟურნალისტების, მათ შორის ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსი ჟურნალისტების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც ამზადებდა ცნობილი რუსი ჟურნალისტების ლიკვიდაციას.

პუტინმა მომხდარს ტერორი უწოდა და განაცხადა, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები სავარაუდოდ ურჩევენ კიევს, თავდასხმები მოაწყონ რუს ჟურნალისტებზე.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ნაციონალისტური დაჯგუფების წევრები მათ შორის თავდასხმას გეგმავდნენ რუს ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვზე.

„ფეესბეში“ ამტკიცებენ, რომ დამნაშავეთა ჯგუფს უკრაინული სპეცსამსახურები მართავდნენ.