პუბლიკაციები
„გუანტანამოს ციხე“ – სახელად „საქართველო“ და მისი დირექტორი - მიხეილ სააკაშვილი

ak2126 მაისზე კიდევ ბევრი არაერთხელ ითქმება და დაიწერება. არ მინდა, განვმეორდე და ვთქვა, რომ ეს სადამსჯელო ოპერაცია და სისასტიკე იყო. დრო მოვა, ორგანიზატორის პასუხისმგებლობის, საკუთარი პერსონისადმი არაადეკვატური ამბიციის საკითხიც დადგება. ბურჯანაძის თემის შეხებითაც, არ მინდა, ის უმთავრესი გადაიფაროს, რის დაფარვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობს ხელისუფლება. ფაქტი კი ერთია, რომ თუ რუსეთმა ფსონი ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსზე გააკეთა, მას, მიუხედავად ამდენი ხნის ისტორიული ურთიერთობისა, ქართველის ხასიათი საერთოდ არ სცოდნია. ამერიკა კი, რომელიც თავს „ყველაფრის მცოდნედ“ მიიჩნევს, აცხადებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა; ვერ გაუგია, რომ რაც უნდა ჩაწიხლოს, ცემოს, გააღატაკოს ქართველი, პროტესტისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას ის ქართველში ვერ ჩაკლავს – უფრო მეტ პროტესტს მიიღებს. ერთი ქართველი ბავშვიც რომ დარჩეს, იმას ექნება პასუხის გაცემის სურვილი. ეს ქართული გენია და ამას ამერიკა ვერასდროს გაიგებს... მაილსიდან მოყოლებული, როდესაც 2003 წლის წლის არჩევნებისას „ბურჯანაძე-დემოკრატების“ საარჩევნო ხმებისთვის ელჩი პირადად უბან-უბან დარბოდა. ყველასათვის ცნობილია, რომ პარლამენტშიც, „ბურჯანაძე-დემოკრატების“ შესვლის საკითხი მაილსმა სულ „კბილებით გაიტანა“. ყველამ იცის ისიც, რომ ნაციონალების მოყვანაში ამერიკასთან ერთად რუსეთსაც „ლომის წილი მიუძღვის“.

შემდეგ უკვე, ამერიკის ელჩ ტეფტით გაგრძელებული, ამერიკა ელჩის პირით არ მოერიდა იმის განცხადებასაც, რომ „უკვირს“ (ანუ უკმაყოფილოა) საქართველოში მართლმადიდებლობის უპირატესი როლი.

25 მაისს ახლა უკვე ამერიკის ახალმა ელჩმა ბასმაც დაადასტურა ქართველი ხალხისადმი სიძულვილი. მისი და არავისი სხვისი ბრალია ხელისუფლების სპეცრაზმის არაადამიანური სისასტიკე, ქუჩაში ხელფეხშეკრული მოხუცების, ქალებისა და ბავშვების ხოცვაც კი.

აშშ-ის ელჩმა, ფაქტობრივად, „მწვანე შუქი“ აუნთო და მიტინგის დარბევის პირდაპირი მითითება მისცა ხელისუფლებას; ამერიკამ სააკაშვილის ხელისუფლებას ტოტალური დაპატიმრებების სანქციაც მისცა. ანალოგიური იყო 2007 წლის დარბევის წინაც. დღეს ელჩის მომხდარის შემდგომი განცხადებები და შეფასებები აღარაფერს ნიშნავს. მოსახდენი მოხდა! ადამიანები სპეცრაზმის სიმხეცის გამო დაიხოცნენ.

„უფლებადაცვითი ორგანიზაციების“ არაოფიციალური ინფორმაციით, ოცამდე გადაცვლილია და ყოველდღიურად ათობით ადამიანს აპატიმრებენ. ელჩების ასეთ პოლიტიკას ამერიკა „ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობას“ ეძახის? „კუკლუქსკლანის სამშობლოსა“ და ჯერ კიდევ ქმედით გუანტანამოს ციხის პატრონ ქვეყანას ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა არც გაუკვირდება და გამოჩნდა, რომ მისაღებიც არის. ჩვენ, ქართველებს, რომელთაც ერთი გოჯი მიწა არ წაგვირთმევია ვინმესთვის, ჩვენთან შემოსული მტრის გარდა, არცერთი ერის წარმომადგენელი სასიკვდილოდ არ გაგვიმიმეტებია, არავის ტრადიციული რელიგია არ შეგვირაცხყვია და აგვიკრძალავს. ან ერთის – რუსეთის, ან მეორის – ამერიკის კეთილგანწყობის როგორ დავიჯეროთ? როცა ერთი ჩვენს კუთვნილ მიწაწყალს გვართმევს, მეორე კი ჩვენს ზნეობრივ, სულიერ და გენეტიკურ საფუძვლებს გვირყევს? ან ერთ სახელმწიფოს რა დაუშავა პატარა საქართველომ, ან – მეორეს?

ჩვენ, ქართველებს, ალბათ, ერთი გზა გვრჩება და ეს ილია ჭავჭავაძის გზაა, რაც „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ გულისხმობს და თავის თავში, გარკვეულწილად, საქართველოს ნეიტრალიტეტს მოიაზრებს. ამ თემაზე დისკუსიისა და მსჯელობის დაწყებაც, ალბათ, გამოუვალმა პოლიტიკურმა ვითარებამ წარმოშვა. გვიან არასდროს არის მსჯელობის დაწყება. დღეს მთავარი როგორმე ქვეყნის გადარჩენაა.

სრულიად აშკარად და ნათლად გამოჩნდა ის, რაზეც არაერთმა საღად მოაზროვნე ქართველმა არაერთხელ გამოთქვა აზრი – საქართველოსა და ქართველი ხალხის განადგურება მიზანმიმართულად მიმდინარეობს. არც იმაზეა საუბარი, სააკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლების ეროვნება სომეხია, ოსი, თუ ფრანგი.

ფაქტი ერთია, რომ ქართველის – არ ვიცი, რა დავარქვათ – გულუბრყვილო, თუ მიამიტი ბუნება (ქართველის მოღალატური ბუნების მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები) ჩვენით, და არაერთი წელია, გარედან მანიპულირებენ. ეს ყველაფერი კი კარგად შესწავლილი ქართული ბუნების, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებისა და ჩვენი კარგად შესწავლის შედეგად ხდება. ქართველთა და საქართველოს ყველა მარცხიც, თეოლოგიურ-ბიბლიური საფუძვლების მხრივადაც, კარგად დამთხვეული და გათვლილი რომაა, ამას ყველა ვერ მიხვდება.

2003 წლის 22 ნოემბერი სატანისტური დღე იყო. 21 მაისი კი – სავსემთვარეობა. ორივე დღეს რაიმე სახელმწიფოებრივი ქმედების განხორციელება საქართველოსთვის აუცილებლად დამღუპველ შედეგს მოიტანდა. პირველ რიგში, ქართველის, როგორც ეთნიკური ერთეულის, განადგურებას ვგულისხმობ. განსწავლულ და ქალდეველ ქურუმთა კასტური ოლიგარქიის საიდუმლო ცოდნაც ბევრისთვის მიუწვდომელია, დაფარულია და, ალბათ, საჭირო არც არის მისი ღიად სააშკარაოზე გამოტანა. ქალდეველ შუმერთა სამყაროს საიდუმლო ცოდნაზე, ქართული ასომთავრული ანბანის ღვთაებრივ წარმომავლობასა და დანიშნულებაზე ასეთი მოკლე პუბლიკაციებითა და სპეციალური განათლების გარეშე საუბარიც უსაფუძვლო და გაუგებარი იქნება. დაინტერესებული ადამიანები საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მოპოვებას, თემის საგულდაგულოდ დაბლოკვის მიუხედავად, მაინც ახერხებენ. ჩვენი – საქართველოს, მთავარი მიზანი იმ გაუსაძლისი პოლიტიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოსავლის ძიება უნდა იყოს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქართულ სახელმწიფოებრიობის, ისე თავად ქართველის, როგორც უძველესი ეთნოსის წარმომადგენლის, არსებობას. ნურავინ იტყვის იმას, რომ ნებისმიერი ძლიერი სუპერსახელმწიფო, მასთან დამეგობრების შემთხვევაში, საქართველოს სასარგებლოდ, მისთვის საჭირბოროტო პრობლემებით დაინტერესდება. ასე არასდროს მოხდება.

მსოფლიოში დღეს ორი პოლუსი – ორი სუპერსახელმწიფო მოიაზრება. ერთი რუსეთია, მეორე კი – ამერიკა. ბუნებრივია, რომ ერთი მეორის დაძირვას და მსოფლიოში პირველობას ცდილობს. საქართველო თავისი გეოგრაფიული ზომებისა და ისტორიული ეთნოსის, ქართველის რიცხოვნობიდან გამომდინარე, ვერც სუპერსახელმწიფო გახდება და არც ამის პრეტენზია ჰქონია ოდესმე. მიუხედავად ამისა, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე (ევრაზიის გასაყარი და კავკასიის ცენტრი), ინტერესი მის მიმართ ისტორიულად დიდი იყო. განსაკუთრებული აქტუალობა ამან დღეს –21-ე საუკუნეში, კატაკლიზმების, „ბოლო ჟამის“, „გლობალიზაციისა“ და ე.წ. ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების პერიოდში შეიძინა. ყველაფერი ისევ თეოლოგიურ და ბიბლიურ ცოდნასთან კავშირში რომაა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ბევრისთვის გაუგებარიც იქნება. ბიბლიის ელემენტარული ცოდნაც საკმარისია იმისთვის, მიხვდე, რომ ყველაფერი, რაც დღევანდელ მსოფლიოში „ახალი მსოფლიო წესრიგისა და გლობალიზაციის“ სახელით კეთდება, პირდაპირ უკავშირდება ბიბლიაში აღწერილ „მეორედ მოსვლისა და განკითხვის“ პროცესს. ათეისტების, დეითებისა და „დემოკრატიული მოდერნიზაციის“ მომხრეთათვის ეს მოსაზრება გაუგებარი და მიუღებელია. ჩვენს მიზანსაც ამ თემაზე კამათი და პოლემიკა არ წარმოადგენს. გაუთავებელი რევოლუციებისგან, პოლიტიკური ორიენტაციის ცვლისგან – ხან დასავლური, ხან აღმოსავლურ-ჩრდილოური, შიდა თუ გარე ომებისგან, ალბათ, ორივე ფრთის მომხრე მხარე დაიღალა...

რეალობა კი ასეთია: არსებობს თაობა, რომელიც გარკვეულ ტრადიციულ ფასეულობებსა და პრინციპეპზე აღიზარდა. ამავე დროს, არსებობს მეორე – ახალი აზროვნების ადამიანების კატეგორია, რომელიც სრულებით განსხვავებულ ნორმებს, პრინციპებსა და იდეოლოგიას ემხრობა. ორივე კატეგორია საქართველოს მოქალაქეები და მისი ნაწილია. ვერც ერთს „გადავყრით“ და გავანადგურებთ და ვერც მეორეს. არც ის მოსაზრება იქნება სწორი, რომ მხოლოდ ეს ახალია სწორი და ძველი უნდა უგულებელვყოთ. შეიძლება მალე დადგეს დრო და აღმოჩნდეს, რომ სწორედ ეს ძველი და ტრადიციული იყო სწორი და მართალი გზა. ამ დავასა და ბრძოლაში წლებიც გადის და ქართული სახელმწიფოებრიობაც სუსტდება.

საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად ორივე სუპერსახელმწიფო – რუსეთიცა და ამერიკაც, პირადი ინტერესების გასატარებლად საქართველოში საკუთარი „გავლენების აგენტების“ ქსელის გაძლიერებას ცდილობს. მათთვის ეს, უბრალოდ, აგენტურაა, ჩვენთვის კი უცხო ქვეყნიდან „დავერბოვკებული“ ჯაშუშები, რომლებიც საქართველოს სასიკეთოს არაფერს მოუტანენ.

სახელმწიფოს მართვის მოდელად კონსტიტუციური მონარქიის არჩევის საკითხშიც ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორი, აზრთა სხვადასხვაობა და უნდობლობაა როგორც პოლიტიკოსთა, ისე იმავე სუპერსახელმწიფოთა მხრიდან. საქართველოზე გავლენის მოპოვების მსურველ არცერთ ქვეყანას ხელს არ აძლევს, ქართველს მიწაწყლის, ენისა და სარწმუნოების მოყვარული პირი მართავდეს. ასეთი მმართველი – სიმბოლური მეფე, ავტომატურად გამორიცხავს უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის საქართველოს საზიანო ქმედებებს; იქნება ეს ტერიტორიების დათმობა, მშობლიური ენის დაკნინება თუ სარწმუნოების შევიწროება. კონსტიტუციური მონარქიის თემაც დღეს და ხვალ გადასაჭრელი საკითხი არ არის. მას კარგი ანალიზი, ამ საკითხში საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა და სერიოზული მიდგომა სჭირება. ჩვენ კი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კავკასიის ღერძს წარმოადგენს, კავკასიაზე გავლენის მოპოვებით ნებისმიერი სუპერსახელმწიფო, ფაქტობრივად, მსოფლიოზე კონტროლის სადავეებს იღებს ხელში, მუდმივად „ორ აქლემს შუა გაჭყლეტილი კოზაკის“ როლში გამოვდივართ. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გარკვეული იყო. გეოგრაფიული მეზობლობის გამო, კავკასიაზე გავლენას რუსეთი ფლობდა და ამ საკითხში კონკურენტი მას არ ჰყავდა. ამ გარემოებას სარწმუნოებრივი, კულტურული და ეთნიკური საფუძველიც ამყარებდა. თუმცა საქართველოს „გადაყლაპვის“ სურვილი მაშინაც არსებობდა.

სხვა ვითარება შეიქმნა დღეს, როდესაც გეოგრაფიულად, იდეოლოგიურად, რელიგიურად და მენტალურად სრულიად დაშორებული, ქვეყანა – აშშ, კავკასიის რეგიონში რუსეთის ჩანაცვლებასა და გავლენის გავრცელებას ცდილობს. საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, პოლიტიკური სტრუქტურის მოძველებასთან ერთად, ამერიკის მიერ რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ჩანაცვლებაც იყო. ყველა ნორმალური ქართველისთვის, და იმედი მაქვს, რომ ასეთები კიდევ დარჩნენ, საქართველოს მის ისტორიულ ჩარჩოებში გადარჩენა უმნიშვნელო არ უნდა იყოს. ეს კი, თავისთავად, მისი ტერიტორიული საზღვრების, ცნობიერების, კულტურულ-ეთნიკური მენტალიტეტის, ენობრივი სტატუსისა და რელიგიური თვითმყოფადობის შენარჩუნებასაც გულისხმობს.

ისტორიულმა გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ საუკუნეებია, რუსეთი, ახლა კი ამერიკაც, თავს არ დაგვანებებს. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის პლუსიცა და მინუსიც შესაძლოა, ეს არის. პოლიტიკურ ორიენტაციებზე დავამაც დღემდე კარგი არაფერი მოგვიტანა – მხოლოდ დავსუსტდით, გავწყდით და გავიხლიჩეთ როგორც ერი. „დაყავი და იბატონე“ კი მხოლოდ საქართველოს „მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“.

ქართველმა საზოგადოებამ და არა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ან ერთი ან მეორე სუპარსახელმწიფოს აგენტები შეიძლება აღმოჩნდნენ, სისტემური კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა დაიწყოს მსჯელობა საქართველოს როგორც ნეიტრალური ქვეყნის სტატუსზე. ამის საფუძველს, პირველ რიგში, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა. შვეიცარიაზე მეტად სწორედ საქართველოს აქვს იმის საფუძველი, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავისი ნეიტრალიტეტის საკითხის გატანა დააყენოს. რომელი მხარეც წავა უარზე, გასაგები გახდება, რომ მას საქართველოზე ბატონობა სურს და არა მასთან მეგობრობა. ნეიტრალიტეტით ქვეყანა 25 მაისის ფაქტებსაც აიცილებს თავიდან. რომელიმე ქვეყნიდან გადატრიალების ფაქტორიც გამოირიცხება.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, საქართველო თავისი წიაღისეულით, მადლიანი მიწით, წყლის მარაგით, კლიმატით, მშრომელი ხალხით, რომელსაც დღეს შრომის ყველანაირი პირობა მოუსპეს, რა პოტენციალს ფლობს და როგორი აყვავებული ქვეყანა შეიძლება გახდეს? არ იქნება განლაგებული არცერთი უცხო ქვეყნის ბაზა. ვიმეზობლებთ რუსეთთანაც და ვიმეგობრებთ ამერიკასთანაც და ევროპასთანაც. ჩვენთან წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გავიტანთ მსოფლიო ბაზარზე. სასმელი წყლის ულევი მარაგითაც შევძლებთ ჩვენთან არარსებული ნებისმიერი რესურსის ბარტერული გაცვლის წარმოებას. ერი გამრავლდება. ქვეყანა ფეხზე დადგება.

დღეს კი საქართველო „გუანტანამოს ციხედ“ არის ქცეული, სადაც ხელფეხშებოჭილ ქართველებს გავეშებული და სისხლსმოწყურებული მანიაკები პირდაპირ ქუჩაში ხოცავენ, დაკავებულებს კი საკნებში აწამებენ. 25 მაისს – ქართველ ხალხთან ანგარიშსწორების დღეს, მწკრივში ჩაყენებული ხელებშეკრული ადამიანების ჩატარება მოედნისკენ საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებისა და გუანტანამოს ციხის ტუსაღების ასოციაციას იწვევდა. უსიტყვო და მონური მორჩილებისა და შიშის დანერგვა, უუფლებობისა და დაუცველობის განცდის გაჩენა – ეს იყო დარბევის და არა დაშლის მთავარი მიზანი.

საერთაშორისო ნორმების მიხედვით, არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროსაც კი მომიტინგეებს გასასვლელს უტოვებენ. სხვა საკითხია, რატომ გააკეთა, თუ მართლა გააკეთა რუსეთმა გათვლა ისეთ უპასუხისმგებლო ლიდერზე, რომელიც, სააკაშვილის მსგავსად, თანამებრძოლებს ბრძოლის ველზე მიატოვებდა თავის გადასარჩენად.

ბოლო წლების გამოცდილებით, ყველაფრის ამერიკისა და მისი დირექტივების გათვალისწინებით მოქმედ ხელისუფლებას, ამერიკამ საქართველო „გუანტანამოს ციხედ“ გადააქცევინა. ამერიკელი მრჩევლების მითითებით განხორციელებული გარდაქმნებითა და „დემოკრატიული რეფორმებით“ იქამდე მივედით, რომ ადამიანებს საკუთრებას ართმევენ, ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ, უმუშევრად და უსამსახუროდ დატოვებულ მოსახლეობას ლუკმაპურის საშოვნელად სხვასთან მონად დადგომას აიძულებენ, ქართულ ოჯახს ანგრევენ, წინაპარს შეურაცხყოფენ, მეძავობისა და გარყვნილების იდეოლოგიას ნერგავენ. ახალგაზრდა ბიჭებს, თვით „სამართალდამცავ სტრუქტურებშიც“ კი, ქართველისთვის ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებენ – აუპატიურებენ! შეურაცხყოფის ეს ფორმა წესად ექცა ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს. ცნობილი 6 მაისი – დიდუბის პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის ერთ-ერთი მიზეზიც, მაშინ დაკავებულ ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების გავრცელება იყო. მამრობით სქესზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, ამ ფორმით პატიმართა დაშინების მცდელობა და იძულება სოდისა და კუდის ჩვეულ მეთოდად იქცა. ეს უკვე ერის შეურაცხყოფა და ტრაგედიაა. ასეთ ფაქტებზე საერთაშორისო სამართალი მკაცრად რეაგირებს. თუმცა საქართველოში „ყველაფერში ჩახედული და ყველაფრის მრჩეველი“ ამერიკა ამაზე არ რეაგირებს. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, სადამსჯელო ზომად ასეთი სოდომისტური მეთოდის გამოყენებაც ისევ ამერიკის მითითებით ხდება. მითუფრო გუანტანამოს ციხეშიც ამის არერთი მაგალითია აღწერილი და დაფიქსირებული.

საქართველოს მოსახლეობას უცხოეთიდან შემოტანილი გენური პროდუქტითაც სპობენ. საექსპერიმენტოდ განკუთვნილ აცრებსაც ჩვენს შვილებზე ცდიან. მამა-პაპის მიწაწყალსაც გვიყიდიან და ქართველსაც უმიწაწყლოდ ტოვებენ.

ქართველო, გინდა გადარჩენა და არსებობა შენს საქართველოში? გინდა ქართველობა?

ყველამ თუ არ ვიფიქრეთ გამოსავალზე, ვიღუპებით, ხალხნო! ჩვენი უგუნურებით ვიღუპებით!

ერთადერთი გზა, რამაც საქართველო, როგორც ქვეყანა და ქართველი, როგორც ერი, შეიძლება გადაარჩინოს, ეს ევროპისა და აზიის გასაყარზე არსებული ამ პატარა ქვეყნის ნეიტრალურად გამოცხადება იქნებოდა, რასაკვირველია, საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილი ნების შემთხვევაში.

 

ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“