პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ვინ უსმენდა ევტუშენკოვსა და ივანიშვილს და ვინ გაავრცელა მათი საუბრები ქსელში?

 ჟურნალისტებს ერთი და იგივე რომ არ გავუმეორო, ორი სიტყვით გავაკეთებ კომენტარს ბოლო ორი დღის ორ „სენსაციაზე“.

   პირველი სენსაცია“: ინტერნეტში, Cyber Kmara-ს YouTube არხზე (ვარდების რევოლუციის“ ავანგარდის, მოძრაობა „კმარა“-ს ანალოგი კიბერ-სივრცეში), გამოჩნდა მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი მილიარდერი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრების აუდიოჩანაწერი, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინაში რუსეთის მიერ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ. საუბარში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს განიხილოს მისი ბიზნეს-იდეა საქართველოში რუსული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით (აშკარად საქართველოსთვის უფრო შეღავათიან ფასში, ვიდრე ახლაა) და დაეხმაროს მის განხორციელებაში, თუ ივანიშვილი ამაში მონაწილეობაზე დათანხმდება. ივანიშვილი ამ ოპერაციით დაინტერესებას არ გამოხატავს, მაგრამ როგორც კაცი და აღზრდილი ადამიანი ყურმილს არ უკიდებს ძველ ნაცნობს რუსეთიდან, არ ატყუებს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებაში არავის იცნობს და ამიტომ იმის თხოვნა, რომ ევტუშენკოვის წარმომადგენლები მიიღონ და მოუსმინონ, არ შეუძლია.

   არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ტელეკომპანიის (ნაცისტური პროპაგანდის ორგანო „გლავ(კ)ანალი“ ) გეიდირექტორი გვარამია, რომელიც დღემდე განიცდის ბოიფრენდი გაბუნიას ღალატს (და პირიქით), არ მოერიდა ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბრის „გაბერვას“ „კრემლის შეთქმულებამდე“, ხოლო ტელეეთერიდან შინ დაბრუნებულს არ მოერიდება რუსული ხორბლით დამზადებული პურის თქვლეფის, ისევე როგორც მთელ ქართულ ოპოზიციას. თუმცა, როგორც ამბობენ, გვარამია პურს არ ჭამს - ფიგურას უფრთხილდება... მაგრამ განა რუსული ხორბალი სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქტია და ამიტომ თითქოსდა არღვევს სანქციებს?! მაშ, ქართველებმაც არ ჭამონ პური და გვარამიას საყვარელი საქმიანობით დაკავდნენ?!

   აქ მთავარი სხვა რამეა: ვინ უსმენდა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს, ხოლო შემდეგ გაავრცელა ეს აუდიოჩანაწერი ქსელში? უკანონომოსმენა“, ასევე მისი მასალების საჯაროდ გავრცელება არის ადამიანის უფლებების, კერძოდ, სატელეფონის საუბრების საიდუმლოს უფლების უხეში დარღვევა, რაც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით! რატომ აქამდე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და არ დაწყებულა გამოძიება? რატომ არ ეძებენ გამავრცელებელს, სერვერს, „ჰაკიმ-ფაშას“, რატომ არ მომართავენ YouTube-ის ადმინისტრაციასა და FBI-ს, როგორც უწინ?! ქართველმა საზოგადოებამ დღემდე ვერ შეიტყო - ვინც გაავრცელა ინტერნეტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთელი ბაზა - 9 წლის განმავლობაში ყველა აუდიო და ვიდეო თვალთვალის მასალები თანამშრომელთა კომენტარებითურთ, რომლის მიხედვითაც ბევრი საეკლესიო იერარქი, ასევე პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვა „არტისტები“ არიან ჰომოსექსუალები, ქურდები და ჯაშუშები! მაშ, გამოდის, საქართველოს სუს-ში უწინდებურად „ჩამშვები“ ზის?! მოსმენების ე. წ. „გასაღები“ შსს-ს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც აქვთ, რომელშიც, ისევე როგორც სუს-ში, ბაზების გასაჯაროებასთან დაკავშირებული ამასწინანდელი სკანდალის შემდეგ, ხელმძღვანელობა შეცვალეს, „მოსმენის“ სანქცირება შეუძლია სასამართლოს, მოთხოვნა - პროკურატურასა და აშშ-ს საელჩოს - მაშ, გამოდის, ყველაფერი ისევ „მიიჩქმალა“?! გინდაც ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა საქართველოს "ჩრდილოვან მმართველს" - ექსპრემიერ და "ყოვლისშემძლე" მილიარდერ ივანიშვილს „უღალატეს“ და მიზანმიმართულად, კანონიერ საფუძველზე უსმენდნენ, მოსმენის მასალების გავრცელება მაინც კანონსაწინააღმდეგოა!

ან იქნებ ჩანაწერი გააკეთეს აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) ან ინგლისულმა დაზვერვამ MI 6-მა, შემდეგ კი აუდიოფაილები ქართულ ოპოზიციას ან სუს-ს მიუგდეს?! აშშ-მა ხომ ანტირუსული სანქციების შესრულების მაკონტროლებელი კომიტეტი შექმნა, ხოლო დიდი ბრიტანეთი უსმენს მის მიერ სანქციების სიაში შეყვანილ ევტუშენკოვს! ამიტომაც დუმს საქართველოს სახელმწიფო უშიშროება - აბა, თავის კურატორებს - ყოვლისშემძლე ანგლოსექსების სპეცსამსახურებს ხომ არ დაადანაშაულებს?!

   მეორე სენსაცია“: წითელ-წყაროს მკვიდრმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაცით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა, რომელმაც სახელი გაითქვა საქართველოს კრიტიკით, რომელიც, თითქოსდა, „ვერ ბედავს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, განაცხადა, რომ ლუკაშენკო დასავლეთთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

   „სანთელი არ მჭერია“, მაგრამ ვინც ერთხელ უღალატა, ის კვლავაც უღალატებს. რუსეთის პრეზიდენტი რომ არა, ბელორუსისა და თურქეთის პრეზიდენტები კადაფის ბედს გაიზიარებდნენ. პუტინმა პირადად იხსნა ლუკაშენკო და ერდოღანი პუტჩისტების ხელიდან და მათთან ერთად - ბელარუსი და თურქეთი, რომლებიც პუტჩების შედეგად დღეს ლიბიისა და ერაყის მსგავსად დასავლეთის "უკანა ეზო" იქნებოდნენ. მანამდე ლუკაშენკო აშანტაჟებდა რუსეთს - ეკეკლუცებოდა ევროკავშირს, კიევსა და სააკაშილს, ხოლო ერდოღანმა ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი, რომელიც სირიაში მიფრინავდა, რუსი მფრინავი დაიღუპა.

დღეს ორი ორპირი ლიდერი, ალბათ, თვლის, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტზე აგებს, და კვლავაც ღალატობენ პუტინს, რათამადლობაგადაუხადონ თავიანთი მაშინდელი ფიზიკური და პოლიტიკური გადარჩენისთვის. ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს - ლუკაშენკომ სხვისი ხელით შექმნა რუსეთის არმიის ლოგისტიკური პრობლემები, რათა რუსეთმა შეწყვიტოს ბელორუსის ტერიტორიის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციისთვის, ხოლო ერდოღანმა რუსულ თვითმფრინავებს, რომლებიც სირიაში მიფრინავენ, თურქეთის საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ბატკოს ტრაქტორი ანგლოსექსებში აერია და მცდარად ფიქრობს, რომ პუტინი სტალინის ტოლი და სწორი არ არის, ამიტომ "დალესის მოლაპარაკებები გენერალ ვოლფთან" ამჯერად წარმატებით დასრულდება. ღმერთო, იხსენი რუსეთი ასეთი მოკავშირეებისგან, მტრებს კი ის თავადაც გაუმკლავდება!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 27 აპრილი
საქართველო, თბილისი