აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში; იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები

 საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები.

უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა - 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.