რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ეს ჯერ კიდევ არ არის გამარჯვების აღლუმი, მაგრამ უკვე 1941 წლის 7 ნოემბრის მსგავსი იმედის აღლუმია

   დღეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-წლისთავია, ამჯერად სევდიანი დღესასწაული აღმოჩნდა, არა, ბატონო არნო?” - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს, რომელიც არ დაგვეთანხმა.

- ბევრისთვის, რა თქმა უნდა, სევდიანია გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც"ნაპირები არ არევია", ვხალისობ. დიახ, ჩვენი დღევანდელი სიხარული მრისხანეა, ეს არის ნაციზმზე შურისძიების სიხარული, რომელიც ბოლოსდაბოლოს დაიწყო! სასიხარულოა, რომ სამართლიანობის იმედი, რომელიც 30 წელი ჩვენს სულში ტრიალებდა, ფუჭი არ აღმოჩნდა! ამიტომ სრულებითაც არ ვწუხვარ უკრაინაში დაღუპული ნაცისტების გამო, მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ არც ერთი მათგანი, იქნება ის ეთნიკურად უკრაინელი თუ უცხოელი დაქირავებული მებრძოლი, ცოცხალი არ გადარჩეს! ხოლო მათ მიმართ, ვინც ტყვედ ჩაბარდა და წამების მონაწილე არ იყო, პრეტენზია არ მაქვს, უახლოეს წლებში ბევრი სამუშაო ექნებათ მათი ბრალეულობით დანგრეული უკრაინის აღსადგენად. დიდი სამამულო ომის შემდეგ გერმანელმა სამხედრო ტყვეებმა პატიოსანი შრომით საქართველოში სასიკეთო კვალი დატოვეს. ასევე კარგად მოეპყრობიან სამხედრო ტყვეებს უკრაინაში.

- მაგრამ განა სამწუხარო არ არის, რომ მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე უწინდებურად ვეღარ ჩავლენ სტუმრები, და რუსეთის ხელმძღვანელობასაც არ მიუწვევია სხვა ქვეყნებს? განა საწყენი არ არის, რომ რუსები ებრძვიან უკრაინელებს, რომლებთან ერთადაც ფაშისტებს ებრძოდნენ?!

- ისევ ცდებით - დიდი სამამულო ომის დროს ფაშისტების მხარეზე იბრძოდნენ იმ უკრაინელთა მამები და ბაბუები, რომელთა წინააღმდეგაც დღეს რუსული არმიის შეზღუდული კონტინგენტი სპეცოპერაციას ატარებს. დღეს რუსების წინააღმდეგ იბრძვიან შთამომავლები ცოცხლად გადარჩენილი უკრაინელი ნაცისტების - პოლიცაების, ბანდერას და შუხევიჩის მიმდევრებისა, რომლებიც ებრძოდნენ სსრკ-ის ყველა ხალხს. პლუს, რა თქმა უნდა, ათასობით დაქირავებული მებრძოლი - აშშ-დან და ევროპიდან, ისრაელიდან და საქართველოდან. რაც შეეხება სტუმრებს: დღევანდელი აღლუმი თავისი მნიშვნელობით ჯერ არ არის გამარჯვების აღლუმი, ესაა უფრო 1941 წლის 7 ნოემბრის აღლუმია მოსკოვში, რომლის შემდეგაც წითელი არმიის ქვედანაყოფები წითელი მოედნიდან პირდაპირ ფრონტზე გაეშურნენ და ნაცისტებს მთელი გზა სდიეს ბერლინამდე! ვგულისხმობ, რომ დღეს ყველაზე რთული და გარდამტეხი მომენტია, როდესაც რუსეთის ყველა „მეგობარმა“ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და მტერზე უკეთესი როდი აღმოჩნდა! ისინი ვინც არ მიიწვიეს რუსეთის ხელმძღვანელები თავიანთ ცრუ დღესასწაულებზე, დასავლური კოალიციის ქვეყნებია, რომლებმაც მაშინ ბოლო მომენტამდე არ გახსნეს მეორე ფრონტი, რათა მეტი ჩვენი მამა და ბაბუა დაღუპულიყო! ხოლო როცა დარწმუნდნენ, რომ ჩვენები იმარჯვებდნენ, გახსნეს მეორე ფრონტი, რათა ჩვენი გამარჯვების წილი მიეტაცათ, გერმანიის დაყოფიდან! ახლა ისინი ზეიმობენ ყალბ გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც, თურმე, მათ გაიმარჯვეს და არა სსრკ-მ - აბა, როგორ შეიძლება დაესწრო ასეთ სპექტაკლებს?! რუსეთის ხელმძღვანელობა რომც მიეწვიათ, როგორ უნდა ესტუმრო მათ, ვინც დღეს შენს წინააღმდეგ იბრძვის?! აშშ და ევროპის ქვეყნები დღეს რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, ამიტომ მათი ლიდერების ფეხი წითელ მოედანზე არ უნდა იყოს! და რუსებიც არ უნდა ჩავიდეთ მათ დედაქალაქებში!

- მაგრამ განა დღეს რუსი ახალგაზრდები არ იღუპებიან, დაე როგორც თქვენ ამბობთ - "ნეოფაშისტებთან სამართლიან ბრძოლაში"? ესეც სახალისოა?! განა ეადვილებათ ამის გადატანა „ნორმალურ ადამიანებს“, რომლებსაც ნაპირები არ არევიათ?

- რიცხვი „77“ შემთხვევით როდი ჰგავს ორ ლათინურ ასოს „ZZ“. დიახ, "77" დღეს არის " ZZ", რადგან ფაშიზმის წინააღმდეგ ომი ისევ გრძელდება! უკაცრავად და ვინ დაგვპირდა, რომ მხიარულება იქნებოდა?! მიდით და ჰკითხეთ იმ ვეტერანებს, ჯერ კიდევ ცოცხლები რომ არიან, მათთვის მაშინ ადვილი და სახალისო იყო?! და ვინ დაჰპირდა, რომ ადვილი იქნებოდა?! სტალინისთვისაც, ალბათ, ძალიან რთული იყო, მაგრამ ამის შესახებ უკვე ვეღარ ჰკითხავთ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ მოუსმინოთ მის ცნობილ გამოსვლებს, გაეცნოთ მის სტატიებსა და წერილებს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებისადმი, რომელთაგან რამდენიმეში ის აღნიშნავს, რომ ომში გამარჯვებამ ხელი უნდა შეუწყოს მისი განმეორების თავიდან აცილებაში სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივად მაინც. ციტატას არ მოვიყვან, რომ არ შევცდე, მაგრამ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ერთგან სტალინი აზუსტებს - 50 წლით მაინც. 77 წელი გავძელით! ასე რომ, არავინ დაგვპირებია, რომ ნაციზმი არასოდეს აღორძინდება და ეს სენი არასოდეს წამოსწევს თავს დასავლეთში. დიახ, და ჩვენ არასდროს გვქონია ამის ვარაუდის საფუძველი - ფაშიზმზე გამარჯვებისთანავე დასავლეთმა გამოგვიცხადა "ცივი ომი", დივერსია და საბოტაჟი ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა, შემდეგ დაიწყო ე.წ. „შეიარაღების რბოლა“ და, სტალინის წყალობით, მაშინ არ შეექმნათ ატომური და შემდგომ - წყალბადის ბომბი, არ დაწყებულიყო კოსმოსის ათვისება, ახლა ალბათ ვერ ვისაუბრებდით! შემდეგ კი დასავლეთმა დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეიქმნა ვარშავის შეთანხმების საპირწონედ და ლოგიკით მასთან ერთად უნდა გამქრალიყო. გორბაჩოვ-შევარდნაძე ან შეგნებულად მოტყუევდნენ, ან მოატყუეს, როცა ისინი გერმანიის გაერთიანებაზე დათანხმდნენ. შედეგად, ნატო არა მარტო არ ლიკვიდირებულა, არამედ აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, სსრკ-ს ხელმძღვანელობის ასეთი „გულუბრყვილობის“ დანახვისას, დაიწყო აღმოსავლეთით გაფართოება. დანარჩენი უკვე ცნობილია ახალგაზრდა თაობისთვის, დანარჩენი დღეს ხდება თქვენს თვალწინ, უკრაინაში.

- მაგრამ თუ, თქვენი აზრით, დღეს მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი მარტო იბრძვის და არა საბჭოთა კავშირის ოდესღაც მოძმე ხალხთა გაერთიანებულ ოჯახთან ერთად, შეუძლია კი გაიმარჯვოს?

- ჯერ ერთი, რუსეთი კი არ იბრძვის, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტინგენტი სპეცოპერაციას ატარებს. ჯერ არ არის საჭირო, რომ მთელი რუსეთი სასიკვდილო ბრძოლისთვის ადგეს. რუსეთს რომ აშშ-სა და ნატო-ს მეთოდებით ებრძოლა, ომი დამთავრდებოდა იმავე დღეს, 24 თებერვალს. მაგრამ რუსეთი უკრაინელებისა და უკრაინის კი არა, ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვის, რომლებიც უბედური უკრაინელების უკან იმალებიან. მეორეც, ვერც პოლონეთი და ვერც სხვა ქვეყნები ვერ მიიღებენ უკრაინისგან ვერც ლვოვს, ვერც დასავლეთ ტერიტორიებს, და ვერც მეტრს, აი სპეცოპერაცია კი შესაძლოა ომში გადაიზარდოს, თუ პოლონეთი და სხვა ქვეყნები არ შეწყვეტენ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას. ესეც თქვენ მეორე ასო „Z“... დიახ, რუსეთი დღეს დასავლეთს ებრძვის დანარჩენი 14 საკავშირო რესპუბლიკის გარეშე, მაგრამ რუსეთის ფედერაციაც აღარ არის «РСФСР». რუსეთის შეიარაღებული ძალები დღეს მსოფლიოს ყველა არმიაზე ძლიერია. ხედავთ, რა საინტერესოა - ტექნიკა ვითარდება, მაგრამ ადამიანი, ჯარისკაცი იგივე რჩება, რუსი ჯარისკაცი კი უძლეველია. ხალხი, მათ შორის პოლიტიკოსები, არ იცვლებიან, ან დეგრადირებენ, ამიტომ არაფერი იცვლება პოლიტიკაშიც. ამიტომ სტალინი ყოველთვის იქნება უდიდესი პოლიტიკოსი და მისი ფენომენი არასოდეს მოძველდება, უბრალოდ, გუშინ იყო „კატიუშა“, დღეს კი – „გრადი“, განსხვავება სულ ესაა.

- ქართველები ამბობენ - "ციხე შიგნიდან ტყდება", ანუ ღალატის გამოო. რაც შეეხება მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს ავად რუსეთში, ისინიც ყველანი მტრები არიან? ბოლოს და ბოლოს, 77 წელიც ყველაფერი რიგზე როდი იყო, ამაშუ მაინც დამეთანხმეთ!

- ტელეგრამ-არხზე ხუმრობენ - აქაოდა, როგორ შეიცვალა დროება პუტინის მმართველობისას, თუ ადრე რუსეთიდან გარბოდნენ მეცნიერები - ფიზიკოსები - ბირთვული იარაღის სპეციალისტები, კონსტრუქტორ-ინჟინრები, დღეს მხოლოდ ჰომოსექსუალები გარბიან! მიმაჩნია, რომ დამთავრდა სხვადასხვა ცნობილი ადამიანის, „ელიტის“ მიმართ რევერანსების, მოთაფვლის პოლიტიკის დრო. ხომ ყველამ დაინახა, როგორ მოახდინეს წამყვანი რუსული არხების ოკუპაცია უნიჭო ჰომოსექსუალებმა, რომელთა მემუარებიცა და შემოქმედებაც დიდი ხანია აღარავის იზიდავს. ყველამ დაინახა, როგორ გაქსუვდნენ რუსი მინისტრები და მათი შვილები, რა უძრავ ქონებას ფლობენ ისინი დასავლეთში! აი, მაგალითად, იყო ასეთი პროექტი - კონფერენციების სერია "ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება", რომელიც ტარდებოდა ყველა გმირ ქალაქში. ჰოდა, ჩვენი გამარჯვების შესახებ მორიგე სტერეოტიპული გამოსვლების, ომის წლების სიმღერების, ექსპოზიციების, გვირგვინებით შემკობისა და ბანკეტების ფონზე, დისონანსად ჟღერდა კონფერენციების მუდმივი მონაწილის - გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭიას გამოსვლები, რომელიც აფრთხილებდა ისტორიის გაყალბებისა და ფაშიზმის განდიდების დაუშვებლობაზე. უყურეთ და წაიკითხეთ ინტერნეტში, როგორ მოჰყავდა ჭაჭიას რუსული ფილმების კონკრეტული მაგალითები, სადაც "ელეგანტური" ესეს-ელები და გესტაპოელები გაცილებით სიმპათიურად გამოიყურებიან, ვიდრე „ჯალათი“ ჩეკისტები და წითელი მეთაურები, სადაც სტალინი არა მარტო გათანაბრებულია ჰიტლერთან, ხოლო სსრკ - ფაშისტურ გერმანიასთან, არამედ ასევე გამოყვანილია როგორც ჯიუტი დესპოტი კავკასიური აქცენტით! დიდი სამამულო ომის ისტორიის იშვიათი მცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი ჭაჭია თავის გამოსვლებში ასახელებდა ვაი-პოლიტოლოგებს, მეცნიერებს, ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ საავტორო გადაცემებსა და თოქ-შოუებში ამახინჯებდნენენ არა მხოლოდ იმ ომის ფაქტებს, არამედ რუსეთის ისტორიასაც! კონფერენციის მონაწილეები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვეტერანები იყვნენ, ჭაჭიას სოლიდარობის ნიშნად ყოველთვის მხურვალე აპლოდისმენტებით აჯილდოებდნენ, მაგრამ ყველაფერი ამით სრულდებოდა... და აი დღეს მოღალატეთა მთელი ეს კოჰორტა, რომელზეც ჭაჭია საუბრობდა, ერთბაშად მიაწყდა დასავლეთს, საიდანაც ლაფს ესვრის რუსეთსა და მის პრეზიდენტს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 9 მაისი
საქართველო, თბილისი