რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს მეგობრები არიან მისი სავაჭრო პარტნიორები - აზერბაიჯანი, ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი და არა აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა

   დღეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება ერთსა და იმავე მდგომარეობაშია – კოლექტიური დასავლეთის კრიტიკის სამიზნეში, – განაცხადა ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა NEWS FRONT-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, - ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ელოდნენ, რომ შემორჩენილი გვაქვს ამბიციები, ვიწოდებოდეთ ეროვნული ინტერესების მქონე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“.

- ბატონო არნო, პირველი შეკითხვა ეხება უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, როგორც ჩანს, აღარავის აინტერესებს - არც უკრაინაში და არც დასავლეთში, ის ყურადღების ცენტრშია მხოლოდ საქართველოში. რა ხდება დღეს ცეცხლოვან რევოლუციონერ-რეფორმატორთან დაკავშირებით, მართალია თუ არა ის, რომ ის შეიძლება ქართული ციხიდან გაუშვან საზღვარგარეთ - სამკურნალოდ, როგორც ამას მისი ოჯახის წევრები და ახლოესი გარემოცვა ითხოვენ?

- სააკაშვილის ახლო წრეშიც კი კამერის მიღმა ამბობენ, რომ მან თავისი ქმედებით დაიმსახურა ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა. რაც შეეხება სააკაშვილის ოჯახს, დედის გარდა, არავის აქტიურობა არ შეიმჩნევა. ახალი უკრაინელი ცოლი ლიზა იასკო ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა, ის საქართველოში გასული წლის ბოლოდან აღარ გამოჩენილა. ასევე არ ჩანს სააკაშვილის ოფიციალური მეუღლე, ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი და მათი ორი ვაჟი. სააკაშვილი მხოლოდ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ მოინახულა მათ ქალიშვილთან ერთად. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ზოგიერთი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ დუნე პროტესტს გამოხატავს, ძლივს მალავს სიხარულს, რომ ბოლოსდაბოლოს გათავისუფლდა დიქტატორისგან. ყველაზე აქტიურები არიან ქალთა მცირე ჯგუფები - არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი და ტელეწამყვანი, სააკაშვილის მდგომარეობით მუდმივ შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს ომბუდსმენი და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

- გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მისი მეტყველება და მოძრაობა უჭირს.

- ცუდი მადა აქვს, უკვე დაივიწყა უკრაინა და საკუთარ თავს ვერ პატიობს საბედისწერო შეცდომას, რომ საქართველოში დაბრუნდა. არც უკან დახევის გეგმამ გაამართლა - სააკაშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყოდა ზელენსკის მის უკან დაბრუნებაზე. პიონტკოვსკი - სააკაშვილის გეგმა, ანუ - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ივანიშვილის გაძევება, ძალაუფლების აღება და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა პირველ უკრაინულ ფრონტთან ერთად (რაზეც მე პირველად ჯერ 25 თებერვალს განვაცხადე) - ჩაფლავდა. რა მადაზეა საუბარი?! სააკაშვილი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ის არის, მართალია, პრივილეგირებული, მაგრამ პატიმარი, რომელიც, ამასთან, პოლიტიკური მოდიდან გამოსულია. გარდა ამისა, სააკაშვილს მშვენივრად ესმის, რომ რუსეთი ამოცანას 100%-ით შეასრულებს და სპეცოპერაცია უკრაინაში დასრულდება, და ვაითუ მოგვიანებით ის გაახსენდეთ, პასუხისგებაში მისცენ 2008 წელს ომის დანაშაულებისთვის! ამიტომ, სააკაშვილს ძალიან ეშინია საქართველოში ყოფნის და ძალიან უნდა, რომ „მშობლიურ“ პოლონეთში გაგზავნონ, სადაც თავს დაცულად გრძნობს.

რაც შეეხება მის შესაძლო გათავისუფლებას. დღეს სააკაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით, იმყოფება თბილისის კერძო მრავალპროფილურ კლინიკაში, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სასჯელის მოხდად, “ვივა მედი“ არ არის პენიტენციური დაწესებულება. ამიტომ საქართველოში იმკურნალობს, თუ საზღვარგარეთ, მაგალითად - პოლონეთში, ამით არსი არ იცვლება. რაც მეტად ხმაურობენ მისი კერპთაყვანისმცემლები, მით უფრო ართულებენ ვითარებას, ვერ ხვდებიან, რომ გინდაც ხელისუფლება არ წინააღმდეგებოდეს სააკაშვილის სამუდამოდ თავიდან მოშორებას, საზღვარგარეთ გამგზავრებას და ანაც, დასავლეთის მადლიერების მიღებას გამოვლენილი ჰუმანურობისთვის, ის არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს კანონრადიკალური ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ, რომელსაც დღეს გაცილებით მეტად აწუხებს პარტიული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას იმავე ციხეში ყურყუტი. სააკაშვილის ბედს გაიზიარებენ მისი უკრაინელი მეგობრები, რომლებიც დღეს ნარკოტიკებით ცდილობენ პანიკური შიშის ჩახშობას, რაც შესამჩნევია მათ გამოსვლებში.

- დიახ, ბრწყინვალე კარიერის სევდიანი დასასრული, მაგრამ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიებაზე განაცხადი შეავსეს. მიიღებს თუ არა მათ ევროკავშირი, როგორ ფიქრობთ?

- მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ორიგინალურ პოლიტიკას ატარებს. ის წინ არ უსწრებს მოვლენებს, უარს არაფერზე ამბობს და ასრულებს გაწევრების ყველა პირობას, რითაც ევროკავშირს აძლევს შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც ეს მოხდა ნატოს შემთხვევაში. მიიღებენ ევროკავშირში - კარგია, უარს იტყვიან, როგორც უარი უთხრეს ნატოში, მით უკეთესი, აღარ იქნება საჭირო საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება, რომელთაგან თითოეული რუსეთთან კონფლიქტის საფრთხეს ატარებს; არ იქნება საჭირო ახალ „ავღანეთში“ ქართული კონტინგენტის გაგზავნა - ქართველების სიცოცსლის ფასად MAP-ის მოპოვება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ღია კარში“ შესასვლელად; ჯაველინების ყიდვა, როდესაც ბიუჯეტი ისედაც მწირია! თავისთავად დადგება საქართველოში ნატოსა და აშშ-ის სამხედრო ცენტრების, ასევე პენტაგონის ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიის დახურვის საკითხი. მთავარია, რომ უარს იტყვის არა თბილისი, არამედ თბილისს ეტყვიან უარს ბრიუსელში და არავინ გაკიცხავს, ​​რომ რუსეთმა აიძულა საქართველო უარი ეთქვა ნატოსა და ევროკავშირზე.

- საქართველოს ჰყავს ასობით ათასი ქართველი ლტოლვილი და უმუშევარი, მაგრამ უკრაინელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს...

- ძალიან კარგია, რომ კიევის უმადური ხელისუფლება განაწყენდა საქართველოს ხელისუფლებაზე და გაიწვია თავისი ელჩი იმიტომ, რომ საქართველომ აქ მეორე ფრონტი არ გახსნა, არ დაარტყა რუსულ ბაზებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ ქართველებმა არ დაუწყეს სროლა აფხაზებსა და ოსებს; რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს; არ გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს ელიტური დანაყოფები, რომლებმაც ერაყი და ავღანეთი გამოიარეს, დონბასის სასაკლაოზე; და რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ შეიწყალა ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული სააკაშვილი და არ დააბრუნეს ის უკრაინაში ზელენსკის პირველივე მოთხოვნისთანავე! დღეს ჯოჯოხეთში მიმავალი კიევის რეჟიმისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი, მსოფლიო ყოველდღე იგებს ნეონაცისტების, თავად უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიერ მონაყოლ საშინელ დანაშაულებს, რომლებიც რუსებმა გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნეს და რუსულ ჰოსპიტალებში მკურნალობენ. სასამართლო პროცესები მალე დაიწყება და დასავლეთი „შეძრწუნდება“, როგორც 2012 წელს „შეშფოთდა“ სააკაშვილის მმართველობის წლებში საქართველოში წამების ამსახველი ათასობით ვიდეომასალით! მაგრამ დასავლეთმა მაშინ ბოდიში არ მოიხადა, რომ სააკაშვილს პოსტსაბჭოთა სივრცეში "დემოკრატიის შუქურა" უწოდა და იარაღით, ფულით და ინსტრუქტორებით დაეხმარა! ბოდიშს არ მოიხდის უკრაინის გამოც, რომელიც იარაღით გაავსო, ათეულობით მილიარდი დოლარი და ევრო გამოყო! იმას, რაც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს 5 დღეში გააკეთა - „გრადებით“ დაბომბა თავისი ქვეყნის ტერიტორია და მოქალაქეები, შემდეგ კი ჯარისკაცების გვამები ტყეებში გასახრწნელად დატოვა, უკრაინა 8 წელი და 3 თვეა აკეთებს! ცხინვალის ტყეებიდან ქართველი ჯარისკაცების ცხედრები საქართველოს პატრიარქმა გამოასვენა, უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებს კი რუსი ჯარისკაცებმა აგროვებენ და კრძალავენ.

რაც შეეხება „მიგვიღებენ - არ მიგვიღებენ“, ჯერ ერთი, კანდიდატის განაცხადის შევსება ევროკავშირში შესვლის გარანტიას არ იძლევა, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, წლები გავა, ეს პროცედურაა და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება. დღეს უკრაინა ძალიან ჰგავს სირიას, რომლის ნაწილს მართავდა ადეკვატური ხელისუფლება, ხოლო დანარჩენ ტერიტორიას აკონტროლებდნენ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები, რომლებიც ყიდდნენ ნავთობს იარაღის შესაძენად, ხოლო მათ უკრაინელ მოძმეებს იმავე მიზნით მარცვლეულის გაყიდვა სურთ, სწირავენ უკრაინის გოლოდომორისთვის, როგორც 1932-33 წლებში! აყვავებული თურქეთიც კი არ მიიღეს ევროკავშირში, ამიტომ არარეალურია ლაპარაკი მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემების მქონე საქართველოსა და მით უმეტეს უკრაინის მიღებაზე.

   „ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მხარდაჭერას გაეროს კენჭისყრაში, გვესმის, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ ჩვენ ასევე ვთხოვთ სანქციების აღსრულების უზრუნველყოფას, რათა მათ ეფექტურობა არ დაკარგონ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებში ჟოსეპ ბორელმა. უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს "სანქციების აღსრულების უზრუნველყოფა", თუ არა იმას, რომ საქართველოს ღიად იყოლიებენ მათ შეერთებაზე?! და ამას ამბობენ საქართველოს „მეგობრები“, რომლებიც წყვეტენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს! საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი, ჩინეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, საქართველოსთვის უმსხვილეს იმპორტიორ-ექსპორტიორთა „ოთხეულშია“?! ამიტომაც რუსული რუბლი და ქართული ლარი დოლართან მიმართებაში სინქრონულად მყარდება! ღმერთის გეშინოდეთ, ქალბატონებო და ბატონებო! საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები - აზერბაიჯანი, ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი და არავითარ შემთხვევაში აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა! ნათელია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო არ დათმობს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს კოლექტიური დასავლეთის გულისთვის და ეს, „პოლიტიკური ოპონენტების“ დევნის და „თავისუფალი მედიის“ შევიწროების ცრუ ბრალდებებთან ერთად, გამოყენებული იქნება საქართველოსთვის ევროპული სტანდარტების შეუსატყვისობის“ გამოცხადებისთვის.

- როგორ იმოქმედებს ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებაზე? რუსული საიტებით თუ ვიმსჯელებთ, სადაც ქართული რეკლამა ყველგანაა, იქნება ეს ტურიზმი, ტვირთგადაზიდვა, უძრავი ქონება, სამზარეულო და მრავალი სხვა, დადებითი ტენდენციები შესამჩნევია, არა?

- დაებითი ტენდენციები შეინიშნება ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მიეცეს ორგანიზებული ხასიათი და გამჭვირვალე ფორმა, დღეს მიზანშეწონილი იქნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ეკონომიკური საბჭოს შექმნა ქართულ-რუსული ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ასეთი სტრუქტურა, მაგრამ უფრო ფართო ჩარჩოებში - დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, შეიქმნა პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, მაგრამ რეალურად მუშაობის დაწყება ვერ მოასწრო. მე აქტიური მონაწილეობა მივიღე მისი წესდების შედგენაში. ორივე მხარის ბიზნესმენებმა უნდა იცოდნენ, ვის და სად მიმართონ თავიანთი წინადადებებით, ვინ დაეხმარება მათ პროდუქციის ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში, წინადადება უამრავია, მათი კლასიფიკაციისთვის საჭიროა მონაცემთა ბაზის შექმნა, დახმარება რეკლამის განთავსებაში და ა.შ.

რაც შეეხება პოლიტიკას, დღეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება მსგავს მდგომარეობაშია - კოლექტიური დასავლეთის კრიტიკის სამიზნეში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენ, თურმე, კიდევ შემოგვრჩა ამბიციები, ვიწოდებოდეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რომლებიც იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოება! და ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ უცხოელი მენტორები რუსეთსა და საქართველოში თანამოაზრეებს პოულობენ. ზოგი, როგორც მოღალატეების ჯგუფი რუსეთის შემოქმედებითი ინტელიგენციიდან, წერს კოლექტიურ წერილებს, სხვებმა ფურთხით დატოვეს რუსეთი და დღეს უკან დაბრუნება სურთ, რადგან ნაფურთხი თავად აღმოჩნდნენ, ზოგი კი, როგორც საქართველოში, ადგილზე ეწევა დივერსიებსა და საბოტაჟს მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.

   გადახედეთ გასული კვირის ორ განცხადებას - დიმიტრი პესკოვისა და ანდრეი რუდენკოსი. თუ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ე.შ. “სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე 17 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთში ამასთან დაკავშირებით არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს“, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აქ აუცილებელია ფაქტორების ერთიანობის, მათ შორის არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ამ გადაწყვეტილების დროულობისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინება სწორედ დღეს“. ეს ნიშნავს, რომ თუ მაინც მოხერხდება საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში ომის პარტია მოვა, რუსეთი ღადაელოდება მეორე ფრონტის გახსნას და ამ რეფერენდუმის შედეგები რეალურად განხორციელდება.

- და ბოლო შეკითხვა: ერთმა ქართველმა მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ეს კოლექტიური ფონ კრამონები, ფოტიგები, რიშები, კელები და ჟიგიმანტისები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს ნატოსდა ევროკავშირის, გერმანელების, ფრანგების, პოლონელების და სხვა ხალხებიაზრად გვასაღებენ, სინამდვილეში უცხოელი „ნაცების“ მცირე ჯგუფია, რომელსაც სურს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, იან კელის ძალიან არ უყვარდა საქართველო და ყველა ისინი დღეში რამდენჯერმე შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ჭკუას არიგებდნენ როგორნული კლასის მოსწავლეებს. ამ მინისტრმა ასევე აღიარა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალიცაა, რომელიც 2021 წლამდე ვერ ბედავდა დასავლელპოლიტიკოსებისთვის ეთქვათ, რომ საქართველო სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამიტომ უნდა დაშოშმინდნენ. „მართალია ეს უცხოელები, როცა მათ შეუტევ, - აღნიშნა ქართველმა მინისტრმა, - პასუხობენ, რომ უყვართ საქართველო, მაგრამ მთავარია, რას გულისხმობენ საქართველოში, სააკაშვილსა და „ნაცებს“? ასე რუსსაც ეგონა, რომ საქართველო ხაჭაპურია "...

- ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”... „კარგი დასავლეთი - ცუდი დასავლეთი, კარგი რუსეთი - ცუდი რუსეთი" - ეს დილეტანტთა ემოციებია ვესტერნის - "კარგი, ცუდი, ბოროტი" სტილში. რას ნიშნავს "საქართველოს მეგობრები"?! არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპარლამენტში და აშშ-ის კონგრესში?! როგორ შეიძლება ოფიციალურ დასავლურ სტრუქტურებში იფუნქციონიროს დეპუტატთა ჯგუფებმა, რომლებიც ოფიციალურისაგან განსხვავებულ პოლიტიკას ახორციელებენ?! პრემიერ-მინისტრი ჟვანია თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებდა საქართველოს მეგობრებს“, მაგრამ მისი მკვლელობისას მათ კრინტიც არ დაუძრავთ! არის სიმართლის თქმის დრო, და არის დუმილის დროც“ - აი რას ნიშნავს რუსთაველის სიტყვები და პოლიტიკოსს, რომელიც ზეპირად კითხულობს “ვეფხისტყაოსანს", უნდა ესმოდეს, რომ არასწორ დროს ნათქვამი სიმართლე შეიძლება საზიანო იყოს! თუკი 10 წელი საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავდა დასავლელკურატორებსა და ელჩებთვის პირში სიმართლის თქმას, მაშასადამე, შარშანდლამდე საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა, ხო?! ხოლო სუვერენული საქართველო დღემდე არ არის და როდის იქნება - უცნობია. დიახ, ეს სიმართლეა, მაგრამ დღეს ამის თქმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლოთუ საზიანო?

შემდგომ: რა განსხვავებაა აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი იანსა და ამჟამინდელ კელი დეგნანს შორის? მას რა, მართლა უყვარს საქართველო?! არა, ის ყოველდღიურად აწარმოებს მიმოწერას და ურეკავს თავის წინამორბედს, იღებს მისგან რჩევის წერილებს, იან კელი აშშ-ის არაფორმალური ელჩია საქართველოში, დეგნანის საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან მან იკისრა მისი მეურვეობა. ნუთუ ეს სიახლეა ხელისუფლებისთვის?! ამიტომაც კელი პირველსა და კელი მეორეს შორის არანაირი განსხვავება არაა, ისინი საქართველოს ერთად მართავენ!

ან რითია უკეთესიი ზომოდხსენებული ჟოზეფ ბორელი იმავე პავილიონისსა და სხვა „პავიანესბისგან”, რომლებიც ქართველებს სამოქალაქო ომისკენ უბიძგებენ საკუთარი კარიერის გულისთვის?! რა განსხვავდება ვიოლა ფონ კრამონი ურსულა ფონ დერ ლეიენისგან, მარია კალიურანდი ანა ფოტიგასგან?! ყველა ისინი საქართველოს ერთნაირად „ხნავენ“, ნუთუ კიდევ 10 წელი უნდა გავიდეს ამის აღიარებისთვის?!

თუმცა იმის თქმა, რომ რუსეგონა, რომ საქართველო ხაჭაპურია“, არ არის მხოლოდ კულტურის პრობლემა. პოლიტიკოსი და დემოკრატი არასოდეს შეურაცხყოფს არცერთ სახელმწიფოს ან ერს, განსაკუთრებით მეზობელს, ბირთვულ ზესახელმწიფოს, ერთმორწმუნე ერს, მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფოს უმდიდრესი კულტურითა და უძველესი ისტორიით, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურული კავშირები აქვს მის სამშობლოსთან. მხოლოდ ველურს შეიძლება საქართველო ხაჭაპური ეგონოს, რუსები კი ველურები არ არიან. და როცა სხვებს შეურაცხყოფ, მზად იყავი, რომ შენც შეურაცხგყოფენ.

ინტერვიუ სპეციალურად NEWS FRONT-ისთვის თბილისიდან მოამზადა მაია ჯავახიშვილმა

2022 წლის 21 მაისი