რედაქტორისგან
საქართველოს არ განუხორციელებია „დისკრიმინაციული ქმედებები და აშკარა რეპრესიები“ რუსული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ - ღია წერილი რფ-ის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვასილი პისკარევს

     პატივცემულო ვასილი ივანეს ძევ!

   ხომ არ გეჩვენებათ, რომ ადამიანის გონებრივი და შემოქმედებითი შესაძლებლობები სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უკუპროპორციულად ვითარდება? ამჟამინდელი პოლიტიკოსებისა და პოლიტტექნოლოგების შედარებისას წარსულის დიდ რევოლუციონერებთან, რომლებიც მართავდნენ მასებს ინტერნეტის, მობილური კავშირისა და ტელევიზიის გარეშე, რწმუნდები, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ხალხი მნიშვნელოვნად დაწვრილმანდა. ლენინმა და სტალინმა მსოფლიო შეცვალეს და თავიანთ შთამომავლებს დაუტოვეს სამეცნიერო ნაშრომების, პუბლიკაციების, გამოსვლებისა და წერილების ათობით ტომი, დღეს კი დე გოლის, ჩერჩილისა და რუზველტის სამშობლოში ზედაპირულად განათლებულ სააკაშვილს თვლიან გამოჩენილ რეფორმატორად და „დემოკრატიის შუქურად“, რომელზეც მოგონება მხოლოდ სასამართლოს არქივის სისხლის სამართლის საქმეების ტომებში შემორჩება.

მოგმართავთ, როგორც რუსეთის საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეს, რომლის ყურადღების ცენტრში მასმედიის პრობლემებია. გახსოვთ კლასიკური ლენინური - "დავიკავოთ და ნებისმიერი დანაკლისის ფასად შევინარჩუნოთ ტელეფონი, ტელეგრაფი, რკინიგზის სადგურები და ხიდები"? ლენინი შემთხვევით როდი ანიჭებდა უდიდეს მნიშვნელობას კომუნიკაციებს. როგორც მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, რომლის გვარიც (ხიდირბეგიშვილი) შეტანილია გეორგიევსკის ტრაქტატს თანდართული საქართველოს თავადების სიაში და სიტყვა „ხიდი“ უდევს ფუძედ, აღვნიშნავ, რომ 21-ე საუკუნეში სადგურებმა და ხიდებმა შეინარჩუნეს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ხოლო ტელეფონი და ტელეგრაფი ინტერნეტის გამოჩენისთანავე მობილური გახდა. გარდა ამისა, დაიწყო მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების (ტელეფონები, მობილური აპლიკაციები - მესენჯერები, ელექტრონული ფოსტა) შერწყმმასობრივი ინფორმაციის ტრადიციულ საშუალებებთან (ტელევიზია, ინტერნეტ-გამოცემები და ბეჭდური მედია), რის გამოც ადამიანთა შორის ნებისმიერი ხიდების მნიშვნელობა მხოლოდ გაიზარდა. თუმცა დროის უქონლობის გამო, ობივატელმა შეწყვიტა გრძელი ტექსტების კითხვა, ამჯობინა მოკლე რეზიუმეები სხვისი ანალიზის საფუძველზე, ხოლო პირისპირ შეხვედრები შეცვალა სოცქსელებმა, ინტერაქტიულმა კომუნიკაცია ინტერნეტის - ჩეთები, ხმოვანი და ვიდეოკავშირის მეშვეობით. ზემოხსენებული მასების მართვაც კი, მაგალითად, „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზება, ხდება Facebook-ის საშუალებით, ჰიბრიდული ომები მიმდინარეობს მედია საშუალებების მთელი არსენალის მეშვეობით, ხოლო Telegram, რომელიც მყისიერი შეტყობინებების საშუალებას იძლევა ერთ ან მრავალ აბონენტთან ერთდროულად (მოძველებული ტელეგრაფისგან განსხვავებით), წამყვან პოზიციას იკავებს. ანუ, შემდეგი ეტაპია მესნჯერები, რომლებიც თავიანთი სიმარტივით და ხელმისაწვდომობით კონკურენციას უწევენ სოცქსელებს და ტრადიციულ მედიას, რადგან იძლევა კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, რის გამოც მომხმარებლების მზარდი რაოდენობა უპირატესობას მათ ანიჭებს.

ეს ტენდენციები შესაბამისად აისახა გაჯეტებზეც: სტაციონარული კომპიუტერებმა ჯერ ადგილი დაუთმეს პორტატულებს - ლეპტოპებს, მათ, თავის მხრივ, ნოუთბუქებს, რომლებიც სწრაფად გადავიდნენ მოდიდან და ახლა ახალი თაობა ირჩევს მობილურ ტელეფონებს, რომლებიც აერთიანებს ყველა ფუნქციას ერთ მოწყობილობაში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა ოციუმის სხვადასხვა ჯგუფს შორის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კომუნიკაციის/ინფორმაციის მიღების სხვადასხვა საშუალებას, საკმაოდ დიდია, რადგან ბევრი მათგანი გადაიქცარბილი ძალისდა ხისტი პროპაგანდის იარაღად ჰიბრიდული ომისსაწარმოებლად. მაგალითად, Facebook-ის ადმინისტრაციამ შექმნა ცენზორთა ჯგუფი საქართველოდან (ე.წ. "fact checking"-ის ექსპერტების) სააკაშვილთან აფილირებული რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერებისგან, რომლებიც ბლოკავენ მთავარი შემკვეთისთვის არასასურველ კონტენტს მის განმათავსებელ მომხმარებელთან ერთად.

   მეორე მხრივ, მათ, ვისზეც მასების ბედია დამოკიდებული, ვინც ქმნის საზოგადოებრივ აზრს, უნდა იგრძნონ მაქსიმალური პასუხისმგებლობა ყოველ წარმოთქმულ სიტყვაზე. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, ხალხის რჩეულები და ჟურნალისტები, რადგან მათი ნებისმიერი სიტყვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით შექმნილ მედიასივრცეში მყისიერად და შეუქცევად ვრცელდება. სოციალურ ქსელებში საჯარო განცხადებების მოდა შემოიღო აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პროფესიონალმა შოუმენმა გამოიყენა ბლოგების უპირატესობა, კერძოდ, მის საყვარელ Twitter-ზე, რომელსაც ვერ შეედრება პრესკონფერენცია, სატელევიზიო შოუ, ან საგაზეთო პუბლიკაცია ეფექტიანობისა და აუდიტორიის მოცვის თვალსაზრისით. თუმცა როდესაც აშშ-მა ჩათვალა, რომ ტრამპის ტვიტები ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, ტრამპი "აbanოში გააგზავნეს“.

   დღეს ტრამპის ბედს იზიარებს რუსეთი, რომელიც დაბლოკილია Facebook-სა და YouTube-ზე, რათა ინფორმაცია უკრაინის ომის შესახებ მხოლოდ ცენზურის ქვეშ მყოფმა წყაროებმა გაავრცელონ. რუსეთის მიერ დღეს განახლებული ალტერნატიული რესურსებიდან, იქნება ეს „В контакте“, „Rutube“, „Instagram“ თუ სხვ., საქართველოში ყველაზე მეტ პოპულარობას „Telegram”-ი იძენს. ამიტომაც არ შემეძლო უგულებელმეყო ქვემოთ მოყვანილი 23 მაისის განცხადება თქვენს Telegram-არხზე.

   „რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებრი ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე.

სახელმწიფო დუმის საგარეო ჩარევის კომისიამ გააანალიზა ბოლო 5 წლის ინფორმაცია საზღვარგარეთ რუსული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებისა და პირდაპირი რეპრესიების შესახებ. როგორც გაირკვა, ყველაზე აგრესიულად იქცევა 13 ქვეყანა (ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი). ინციდენტების რაოდენობით ლიდერები არიან ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი.

რამდენიმე წელია დასავლეთი აწარმოებს მასირებულ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის აუტანელი პირობების შესაქმნელად. საუბარია როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციაზე უარის თქმასა და საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნაზე, მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე საზღვარზე დაკავებებსა და ჟურნალისტების დაპატიმრებებზე და სისხლისსამართლებრივ დევნაზეც კი მათი პროფესიული საქმიანობისა და რუსული მედიისადმი კუთვნილების გამო.

სწორედ ასე გაატარა წელიწად-ნახევარი გისოსებს მიღმა უკრაინაში ყალბი ბრალდებების გამო კირილ ვიშინსკიმ, „РИА Новости — Украина“- პორტალის მთავარმა რედაქტორმა, ხოლო ელენა ჩერიშევამ, „Sputnik Media”- საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელმა - შინა პატიმრობაში.

დასავლეთი, მართალი სიტყვის შიშით, დღეს არა მხოლოდ კრძალავს ჩვენს მედიას მათ ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, უბლოკავს რუსეთის მოქალაქეებს რუსულსავე მედიაზე წვდომას სოცქსელებში და YouTube-ის ვიდეო სერვისზე.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზომები, მათ შორის უცხოური მედიის რეგისტრაციისა და ლიცენზიის გაუქმების შესაძლებლობა, თუ ისინი ავრცელებენ მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციას, ესაა ადეკვატური და მკაცრი პასუხი, მაგრამ ისინი ბევრად უფრო ჰუმანურად და ცივილიზებულად გამოიყურება, ვიდრე საინფორმაციო ომი, რომელიც დღეს ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

პატივცემულო ვასილი ივანეს ძევ!

უპირველეს ყოვლისა, გატყობინებთ, რომ საქართველოში წვდომა ყველა რუსულ ვებსაიტზე ღიაა, ხოლო ქართულ პროვაიდერებსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს არ შეუზღუდავთ წვდომა რუსულ ტელეარხებზე, მიუხედავად რადიკალური, სააკაშვილთან აფილირებული პოლიტიკური ოპოზიციისა და საქართველოს თვითგამოცხადებული დასავლელი კურატორების უკმაყოფილებისა. ამავდროულად, რუსეთს არ გაუწვევია სააკაშვილთან დაკავშირებული არცერთი ტელეკომპანიის რეგისტრაცია - აკრედიტაცია - ლიცენზია პროპაგანდისტული ტელეარხებისა, რომლებიც, სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობით, რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან. მაგალითად, ქართველი მაყურებელი გაკვირვებით უყურებს, როგორ ლაღად გრძნობენ თავსმთავარი არხის“ ჟურნალისტები რუსეთის ხელისუფლების დერეფნებში და კითხვებს უსვამენ რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელებს.

საქართველოში აკრედიტებული ყველა რუსული მედიის წარმომადგენლობა უწინდებურად ფუნქციონირებს და ერთადერთი, რაც მათ საქმიანობას შეაჩერებს, არის მოსკოვის მორიგი განკარგულება ბიუჯეტის, შტატების შემცირების, ანდა „მიზანშეუწონლობის“ გამო სრული დახურვის შესახებ. საქინფორმი სხვა ინფორმაციას არ ფლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საქართველოში რუსი ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაცია და რეპრესიები განხორციელდებოდა, მათზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა მყისვე განაცხადებდა.

მაშ რატომ მოხვდა საქართველო იმ 13 ქვეყანას შორის - „ეშმაკის დუჟინაში“, რომლებიც რუსული მედიის მიმართრეპრესიებსა და დისკრიმინაციასახორციელებენ? რა ფაქტები გაქვთ, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდითბოლო 5 წლის ინფორმაციის გაანალიზებისას“, როგორც წერთ Telegram-არხზე განთავსებულ განცხადებაში? ვასილი ივანეს ძევ, გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ, რათა შევატყობინოთ საქართველოს მთავრობას და მივიღოთ პრევენციული ზომები სამომავლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება გონივრული ეჭვი ვიფიქროთ, რომ ხართ დეზინფორმაციის მსხვერპლი ან ადგილი ჰქონდა გაუგებრობას.

   ცნობისთვის: ქართულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ "საქინფორმი" არაერთხელ გააპროტესტა თქვენს განცხადებაში ნახსენები რუსი ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები, რადგან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა არის სიტყვის თავისუფლების - დასავლური დემოკრატიის ქვაკუთხედის, შელახვა. საქართველოში კონსტიტუციაში შეიტანეს ჩანაწერი სახელმწიფოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსის შესახებ, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სამართლიანობის მრავალწლიანი ქართული ოცნების განხორციელების იმედით, და არა სხვა დასავლური ღირებულებების, მაგალითად, ლგბტ იდეალების ერთგულების გამო.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის უპრეცედენტო შევიწროებას, ისევე როგორც უპრეცედენტო ანტირუსული სანქციებს, სათავე დაუდო სწორედ ზემოხსენებულმა დონალდ ტრამპმა, პირველმა ბლოგერმა - პრეზიდენტმა. ასეთი ორიგინალური გზით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს სურდა უარეყო მის მიმართ ბრალდებები კრემლთან კავშირში, რომლის მხარდაჭერითაც თურმე საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო!

ან ეგებ თქვენც ტრამპის ტაქტიკა აირჩიედა თქვენი განცხადება საქართველოსთვის დარტყმა კი არა, პიარია?! იქნებ თქვენ, ვასილი ივანეს ძევ, განგებ დაადანაშაულეთ საქართველოს ხელისუფლება რუსი ჟურნალისტებისდისკრიმინაციასა და რეპრესიაში“, რათა გააქარწყლოთ არაჯანსაღი ეჭვი საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის ურთიერთსიმპათიაში, რაც ასე აწამებთ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას და მათ მიერ დაქირავებულ დასავლელ ლობისტებს?! საქართველოს ხსენებისას თქვენ ხომ მის ხელისუფლებას გულისხმობდით, ასე არაა? საქართველოს ხელისუფლება კი, მოგეხსენებათ, დღეს რადიკალური ოპოზიციისა და ზემოხსენებული დასავლელი მენტორების ჯგუფის (რომლებიც თავსსაქართველოს მეგობრებადპოზიციონირებენ) კრიტიკის ცეცხლის ქვეშაა სწორედრუსეთის მიმართ ზედმეტად ლოიალური პოლიტიკისდარუსეთის ინტერესების წახალისების“ გამო. საქართველოს ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველო ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა და არ გაგზავნა ჯარი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად; უარი თქვა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე; აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტერიტორიული პრობლემების უალტერნატივოდ მშვიდობიანი გადაწყვეტის გამოცხადებისთვის! და აი, ამ ცილისწამებლური კამპანიის პიკზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დამატებით დაადანაშაულეს ოპოზიციური ტელეარხების რეპრესიებში, ზემოხსენებული სააკაშვილის მთავარი ტელეკომპანიის მენეჯერის დაპატიმრების (განსაკუთრებით მასშტაბური კორუფციისთვის) საბაბად გამოყენებით, რადიკალური ქართული ოპოზიციის გოდებასთან უნისონში, ბრალდება გაისმა რუსეთიდან! და თან, არა რიგითი დეპუტატის, არამედ პარლამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ვასილი ივანეს ძე პისკარევისგან. ვინ, თუ არა თქვენ, სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქციაЕдиная Россия“-ს წევრმა, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მიუხედავად ყველა უთანხმოებისა, ატარებს საქართველოს მიმართ თავშეკავებისა და გაგების პოლიტიკას?!

   პატივცემულო ვასილი ივანეს ძევ!

   ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ რუსებისთვის საქართველო მხოლოდ ხაჭაპური, „მუკუზანი“ და „ბატკანი“ იყოს, ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და პოლიტოლოგის, ხიდირბეგიშვილის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის განადგურებული „ხიდის“ აღდგენას მიეძღვნა. ამიტომ, რუსთაველის სამშობლოში მოუთმენლად ელის თქვენგან პასუხს თქვენთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი

საქართველო, თბილისი
2022 წლის 30 მაისი