პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: ქვეყანა ან სუვერენულია, ან კოლონია, ხოლო კოლონიას გადარჩენის შანსი არ აქვს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. და იმისთვის, რომ რაიმე სახის ლიდერობაზე გქონდეს პრეტენზია, მე აღარ ვსაუბრობ გლობალურ ლიდერობაზე, არამედ რაღაცაში მაინც, მაშინ ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი, - განაცხადა გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრაზე, - იმიტომ, რომ შუალედური მდგომარეობა არ არსებობს - ქვეყანა ან არის სუვერენული, ან კოლონია, რაც არ უნდა ერქვას კოლონიას“.

თუ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს არ შეუძლია სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება, ის უკვე გარკვეულწილად კოლონიაა, კოლონიას კი არ აქვს ისტორიული პერსპექტივა, გადარჩენის შანსი ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ბრძოლაში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ არ სურდა კონკრეტული ქვეყნების დასახელება რათა ვინმეს არ ეწყინოს“ და დასძინა, რომ გეოპოლიტიკური ბრძოლა მუდამ მიმდინარეობდა.