პუბლიკაციები
რუსმა ჯარისკაცმა - უნიტაზი, დასავლეთმა კი ქართველი ხალხის სული მოიპარა! - საქინფორმის განცხადება

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გუშინ თავის Facebook-გვერდზე აშშ-ის საელჩომ საქართველოში შემდეგი განცხადება განათავსა:

„რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.

ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“.

   აშშ-ს საელჩოს განცხადებას თანდართული აქვს ფოტოსურათი, რომელზეც ქართულად აწერია: რუსი სამხედროები მოპარული უნიტაზით საქართველო 2008 წელი“ და წითელი ისარი, რომელიც მიუთითებს ამ უნიტაზზე.

   როგორც ჩანს, ამერიკის საელჩო დაემსგავსა სააკაშვილის ტელეკომპანია მთავარ არხს“, რომლისთვისაც უხამსი გამონათქვამები პირდაპირ ეთერში ნორმაა. ელჩი კელი დეგნანი, დიპლომატიის მთელი მარაგის ამოწურვის შემდეგ, გადაერთო უხეში პროპაგანდის ენაზე, რომელიც, კოლექტივიზაციის ხანის სოფლის კლუბს თუ შეეფერება, დაივიწყა რა დიპლომატიური ეთიკის შესახებ. როდესაც ელჩი „სახეს კარგავს“ და საელჩო უწესობის ფსკერზე ეშვება, აქვეყნებს რა უნიტაზის ფოტოებს, ეს არცხვენს იმ ქვეყანას, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, რაც იწვევს ადგილობრიივ მოსახლეობის ზიზღს.

   რაც შეეხება ჯავშანტრანსპორტიორის ბორტზე ატანილ უნიტაზს, რომელიც 2008 წლის შემდეგ პროპაგანდისტულ ილეთად გადაიქცა (უნიტაზები თბილისში რუსეთის საელჩოსთან მიტინგებზეც კი მოჰქონდათ), საქინფორმი იმისათვის, ​​რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ ამოწუროს, იუწყება შემდეგს:

- დიახ, 58-არმიის რუსმა ჯარისკაცებმა ქართული არმიის მიერ მიტოვებული სამხედრო ყაზარმიდან უნიტაზი აიღეს, რათა ქართველმოსახლეობა არ შეეწუხებინათ და საველე პირობებში მინიმალური კომფორტით საპირფარეშო მოეწყოთ, რუსეთში ეს უნიტაზი არ წაუღიათ;

- რუსეთში რუსმა ჯარისკაცმა რამდენიმე სამხედრო სატვირთო მანქანით წაიღეს ჯართი - ყაზარმებიდან ცენტრალური გათბობის მოჭრილი ბატარეები, ძველი მილები, გათბობის ქვაბები;

- მაროდიორობისათვის რუსმა ოფიცრებმა ომის კანონით დახვრიტეს 8 თუ 12 ჯარისკაცი, ამიტომ მათ მიერ ოკუპირებულსაქართველოდან რუს ჯარისკაცებს მეტი არაფერი „მოუპარავთ“.

   ვფიქრობთ, ზედმეტია იმის ახსნა, რომ რამდენიმე სატვირთო მანქანა ჯართით და უნიტაზით, რომელიც რუსეთმა „მოპარა“ საქართველოან, წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც დასავლეთმა მოჰპარა საქართველოს - ქართული სული, თავს მოახვია საკუთარი ღირებულებები, რის შემდეგაც ქართველების ურთიერთდაპირისპირება არ წყდება! რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნებოს” ხელისუფლება, საქართველოში ახალი სამოქალაქო ომი დიდი ხანია დაწყებული იქნებოდა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ამიტომ, განცხადების ბოლო ორი წინადადება ყველაზე გასაკვირია, თუმცა ის მთლიანად, თავიდან ბოლომდე სიცრუეა! აი, ისიც:

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს“.

   უკაცრავად, მაგრამ განა საქართველო და უკრაინა „ფეხზე დგანან“, განა დღეს ისინი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნები არიან?! არა, საქართველომ და უკრაინამ დაკარგეს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დამოკიდებულნი არიან აშშ-ზე! დღეს საქართველო ცდილობს დაძლიოს ეს დამოკიდებულება, რამაც გამოიწვია აშშ-ის საელჩოს ზემომოყვანილი უხეში განცხადება!

   რაც შეეხება მეორე წინადადებას - რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს, საქართველოში ყველამ გაიგო, რას ნიშნავს ეს - აშშ არასოდეს დატოვებს საქართველოს, ყოველთვის მისი მბრძანებელი იქნება, როგორც არ უნდა გააღიზიანოს ამან რუსეთი და თავად ქართველებიც!

საქინფორმი