საზოგადოება
მიხაილ პოდოლიაკი - ირაკლი ღარიბაშვილს: უკრაინა იხდის საზარელ ფასს ევროპული დემოკრატიის არჩევანისთვის, თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, განაცხადის ნომერი?

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

როგორც პოდოლიაკი წერს, უკრაინა იხდის საზარელ ფასს არჩევანისთვის, გახდეს ევროპული დემოკრატია და აღნიშნავს, რომ ფასეულობები სარგებელზე მნიშვნელოვანია.

მიხაილ პოდოლიაკი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.

„ნებაყოფლობით არავინ დგება რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის რიგში. უკრაინა იხდის საზარელ ფასს არჩევანისთვის, გახდეს ევროპული დემოკრატია. ევროკავშირი იხდის დიდ ფასს მისი ცივილიზაციის დაცვისთვის. ფასეულობები სარგებელზე მნიშვნელოვანია. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“, – წერს პოდოლიაკი.