პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: მერკელმა საქართველოს უარი უთხრა ნატოზე, მაკრონმა საქართველოს უარი უთხრა ევროკავშირზე - ევროპა საქართველოს ნეობოლშევიზმისკენ უბიძგებს

     საქართველოს რუსეთთან დაახლოების პროცესი ნაკარნახევია არა პოლიტიკური კონიუნქტურით, არამედ ორი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით“, - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა NEWS FRONT-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, - გეოპოლიტიკის გაუქმება ჯერ ვერავინ შეძლო, ღმერთმა უბრძანა მეზობლებს, მეგობრულად ეცხოვრათ, ხოლო როცა მეზობლები ომობენ, ეს ეშმაკისგანაა“.

- თქვენი პროგნოზი, რომელიც დასაბუთებულია ბოლო სტატიების სერიაში (იხ. ქვემოთ), მართლდება - საქართველო გააკრიტიკეს როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციაში, იხელმძღვანელებს რა ამ ორი დოკუმენტით, ევროკავშირის სამიტი დამდეგ პარასკევს საქართველოს უარს ეტყვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და “შეცდომების გამოსწორების“ ვადას მისცემს წლის ბოლომდე. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი პრაქტიკულად გააუქმა დიდი პომპეზურობითა და იმედებით შექმნილი ასოცირებული ტრიო და ყირიმის პლატფორმა, გამოყო საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან, როგორც „სხვა გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში“ მყოფი და დასძინა, რომ ომი რომ არა, უკრაინაც ვერ ნახავდა სტატუსს“, რომელიც, სხვათა შორის, ნებისმიერ დროს შეიძლება დაკარგოს. რატომ მოხდა ასე?

- ამ კითხვას ხშირად მისვამენ. თითქოსდა თბილისსა და პარიზს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ უნდა იყოს, საქართველოს პრეზიდენტი - ქართული წარმომავლობის ფრანგი სალომე ზურაბიშვილი - ხშირად დაფრინავდა ვიზიტებით პარიზში, მაკრონთან, ექსპრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სორბონი დაამთავრა. ნუთუ ბოლო წუთამდე ლოდინი იყო საჭირო, რათა საქართველოსთვის ეცნობებინათ „სიახლე“, რომ ის „თურმე“ სამხრეთ კავკასიაშია, და არა ევროპაში?! არ მჯერა, რომ მაკრონს ეს არასოდეს უთქვამს ზურაბიშვილისთვის და ჩვენ არ ვიცით, სთხოვა თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასა და თანამემამულეს აზრის შეცვლა? ან იქნებ, მმართველი პარტიისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მისი ანტიპათიის გათვალისწინებით, სულაც საპირისპირო რამ სთხოვა?! რაზე ისაუბრეს მაკრონმა და ზურაბიშვილმა, თუ არა ამ თემაზე?

   პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში ნულოვანი რეიტინგი აქვს - გასულ შაბათს, მისი მოწოდების საპასუხოდ, რომ ქართველი ხალხი შეიკრიბოს საერთო ეროვნულ მიტინგზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მხარდასაჭერად, მხოლოდ ორიოდე დასავლელი ელჩი და დისკრედიტებული პენსიონერი პოლიტიკოსი ვიდა. ამიტომ, მას სტანჯავს თავმოყვარეობა, რომ ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, პრეზიდენტად "გაათრიეს" და ისიც - მხოლოდ მეორე ტურში. „მადლიერების“ ნიშნად სალომე მათ მუდმივად „ჯოხებს ურჭობს ბორბლებში“ სადაც კი შეუძლია, საქართველოშიდა მის ფარგლებს გარეთაც.

   დღეს მაკრონმა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის სტკიცა, ზუსტად ისეთივე როლი შეასრულა, როგორიც მერკელმა, რომელმაც 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე საქართველოს უარი უთხრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივაზე. ანუ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, როგორც მაშინ გერმანიის კანცლერმა, გულწრფელად გააჟღერა „ძველი ევროპის“ - ევროკავშირის ლიდერი ქვეყნების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, და მაკრონის ამ პოზიციას იზიარებენ, სულ მცირე, გერმანიის კანცლერი შოლცი და იტალიის პრემიერ მინისტრი დრაგი.

საქართველო, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ცდილობდა მისი ხელისუფლება ბოლო წლებში, აეყვანა მისი სტატუსი რეგიონულ დონეზე, ექციათ იგი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშე, რომელიც აშენებს "აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას" (ფლოტის გარეშე, სამაგიეროდ საზღვაო პორტებით - გახსოვთ შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფცია?), უწინდებურად დარჩა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სამიდან ერთ-ერთ ქვეყნად, რადგან გეოპოლიტიკის გაუქმება ჯერ ვერავინ შეძლო, მას არ ირჩევენ. ვერ მოხერხდა საქართველოს ხელოვნურად მოკვეთა მეზობლების - სომხეთდა აზერბაიჯანისგან და მისი მიბმა უკრაინასა და მოლდოვაზე, რომლებიც სხვა პოლიტიკურ განზომილებაში, სხვა გეოპოლიტიკურ არეალში იმყოფებიან. სწორედ ეს რეალიები ჰქონდა მხედველობაში მაკრონს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთი და იმავე პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილეები არიან, რომლებიც უწინ დატოვეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ბელარუსმა. თუმცა, ღმერთი ხომ ხედავს - საქართველო ძალიან ცდილობდა, როგორც ნატოს შემთხვევაში, სადაც ის იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი - არა ალიანსის წევრი ერაყსა და ავღანეთში, ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტის იმავე პროცენტს შეიარაღებაზე, რასაც წევრი ქვეყნები და სხვ. აი, მაგალითად, საქართველოს რუსეთთან დაახლოების პროცესი, ევროკავშირისკენ საქართველოს მისწრაფების პროცესისგან განსხვავებით, ნაკარნახევია არა პოლიტიკური კონიუნქტურითდა არა მათი პოლიტიკური ელიტების სიმპათიებით, არამედ ორი მეზობელი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, აი ასეთი მყარი გეოპოლიტიკური საფუძველია.

   ეს რა შეეხება ობიექტურ მიზეზებს, თუმცა კულუარებში ასახელებენ სუბიექტურსაც - მაგალითად, ის გარემოება, რომ საქართველომ უარი თქვა რუსეთთან ომზე უკრაინასთან ერთად. საქართველოში „მეორე უკრაინის“ მოწყობა ვერ მოხერხდა, მაგრამ დიდი ალბათობით წარმატებას მიაღწევს მოლდოვაში, ამიტომ მას მიენიჭება სტატუსი, რადგან მოლდოვაში ყველა წინაპირობა თვალსაჩინოა - სუსტი მთავრობა „ფლიუგერი“ სანდუს ხელმძღვანელობით, ტერიტორიული პრობლემები დნესტრისპირეთთან, ღრმა ეკონომიკური კრიზისი, ზღვა ლტოლვილები უკრაინიდან…

სახეზეა ორმაგი სტანდარტები: თუ საქართველო არ მიიღეს ნატოში, რადგან მისი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და, მან რომ ორგანიზაციის მე-5 პარაგრაფის საფუძველზე, არ აიძულოს ალიანსი, ეომოს რუსეთაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად; დღეს საქართველოს არ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ მშვიდობიანი გზა და არ აპირებს რუსეთთან ომს, უკრაინისგან განსხვავებით!

ორმაგი სტანდარტებია, როდესაც საქართველოარ იღებენ იმიტომ, რომ არ ექვემდებარება ევროკავშირის წესებს, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მიიღება წმინდა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით - აღმოსავლეთისკენ გაფართოების მიზნით რუსეთის წინააღმდეგ!

ვოლუნტარიზმია, როცა კანდიდატის სტატუსს ანიჭებენ უკრაინას, რომელიც უკვე 9 წელია „შავხვრელია“ - სადაც კანონი არ ოქმედებს და ბატონობს ყველა, ვისაც არ ეზარება, სადაც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, სადაც ყვავის ბანდიტიზმი და ნაციზმი, კორუფცია და საეკლესიო განხეთქილება; და ამავე დროს უარს ეუბნებიან საქართველოს, რომელსაც მთელი რიგი პარამეტრებით ვერ შეედრება არათუ უკრაინა და მოლდოვა, არამედ ევროკავშირის ლიდერქვეყნებც! თუმცა, აგიმხელთ "დიდ საიდუმლოს" - რა სტატუსიც არ უნდა მიენიჭოს დღეს უკრაინასა და მოლდოვას, ისინი ვერასოდეს გახდებიან ევროკავშირის წევრებ.

- როგორია ის პარამეტრები, რის მიხედვითაც, როგორც თქვენ ამბობთ, საქართველო უსწრებს დანარჩენ პლანეტას?

- მაგალითად - კორუფციის სრული არარსებობა ყველა დონეზე. შეგიძლიათ დამისახელოთ ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის? საქართველოს გარდა, სხვა ასეთ ქვეყანას არ ვიცნობ, თუმცა ცალკეული პრეცედენტები ხდება და კანონით მკაცრადაც ისჯება.

კიდევ ერთი პარამეტრი - იდეალური პოლიციაა. თავაზიანი და ლამაზ ფორმაში კოპწიად გამოწყობილი, უცხო ენებზე მოლაპარაკე ახალგაზრდები, შუშის შენობებში, სადაც გამორიცხულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფიზიკური ძალადობა. მიმაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებაში გადააჭარბეს კიდეც - ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, სამართალდამცავების მხრიდან ასეთი კორექტულობის შემჩნევით, რომლებზეც, ამასთან, მედია ნადირობს, კვლავ ღიად გამოხატავს სიმპათიას ე.წ. ქუჩური მენტალიტეტისადმი. დიდი ხნის მივიწყებული შეკრებები ქუჩებში ჩაცუცქვები და სროლები, ქურდული გარჩევები - აი ქართველი საზოგადოების მთავარი პრობლემა ნარკომანიასთან ერთად!

მესამე პარამეტრი არის დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის ზოგადად კრიტიკულ რეკომენდაციაშიც კი (ციტატა): ეკონომიკური კრიტერიუმების თვალსაზრისით, საქართველომ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ ხარისხს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს გამოისობით“ და ა.შ. უკრაინასა და მოლდოვას არც დაესიზმრებათ მსგავი რამ, და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეწინააღმდეგა დასავლეთსა და კიევის ხელისუფლებას - არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციებს და არ გახსნა „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ!

   ამავდროულად, რეკომენდაციები მოუწოდებენ საქართველოს დეოლიგარქიზაციისკენ“ (ციტატა): შეასრულოს დეოლიგარქიზაციის ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კონკრეტული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით“. ანუ, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ქართველებმა უნდა დაისაჯონ მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თურმე „ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე“ (?!) დახარჯა საკუთარი 3 მილიარდი დოლარი საქართველოზე; რომელმაც 2012 წელს გადაარჩინა ქართველი ხალხი სააკაშისტების ტერორისგან; 2013 წელს კი აღადგინა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, რითაც იხსნა ქვეყანა დეფოლტისგან, შიმშილისა და ქაოსისგან! როგორ მოგწონთ მოთხოვნები?!

დღეს - "დეოლიგარქიზაცია", საიდანაც ერთი ნაბიჯია - კოლექტივიზაცისა და ექსპროპრიაციამდე: სად მიიყვანს ევროკავშირის ასეთი პოლიტიკა საქართველოს, უკან სმოლნისკენ“?! ნუთევროკავშირი საქართველოს ნეობოლშევიზმისკენ უბიძგებს?! ქართველებს ეშმაკისთვის სულის მიყიდვას სთავაზობენ, ვის რა თავში სახლელად უნდა ასეთი „დანაის ევროპული ძღვენი“?! შემთხვევითი როდია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების რიცხვი საქართველოსთვის - ზუსტად ცამეტია, ეშმაკის დუჟინა! და საერთოდაც, ღმერთმა უბრძანა მეზობლებს, მეგობრულად ეცხოვრათ, ხოლო როცა მეზობლები ომობენ, ეს ეშმაკისგანაა!

- სწორედ მათზე მინდა გკითხოთ - „დეოლიგარქიზაციის“ გარდა, ევროკომისია რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ სხვა მოთხოვნებსაც აყენებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში წლის ბოლომდე, ან უფრო ადრე, კვლავაც დააყენებს თვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს დღის წესრიგში, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტურსულა ფონ დერ ლაიენშეგვპირდა. რა მოთხოვნებია ეს, შესაძლებელია თუ არა მათი შესრულება?

- ისევ ვოლუნტარიზმი, როგორც იტყოდა „კავკასიის ტყვე ქალის“ ლეგენდარული გმირი. რეკომენდაციებში საქართველოს უწოდებენ „ევროპულ ქვეყანას“, მაგრამ ამავდროულად, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის შეასრულებს აპრიორი შეუძლებელ პირობებს. ეს პრიორიტეტები - კრიტერიუმები გულისხმობს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელთა შესრულებასაც თვალყურს ადევნებს ნაცოპოზიცია და ბრიუსელს მოახსენებს, სწორედ ამას ნიშნავს დაპირებული „ევროკომისიის მიერ მათი განხორციელების მონიტორინგი“!

იმისათვის, რომ საქართველოს ევოკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს, ხელისუფლებამ რატომღაც ნებაყოფლობით უნდა დაუთმოს საკუთარი ადგილი ოპოზიციას - სააკაშვილის ექსმმართველ პარტიასდა მის სატელიტებს და, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, აღიაროს საყოველთაოდ, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მიერ სამართლიანად ცნობილ, შარშანწინ - 2020 წელს ჩატარებული არჩევნები უსამართლოდ, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!

ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობის - საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნება, როგორც GORBI-ბოლო გამოკითხვამ ჩვენა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას რუსეთის მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკისთვის, უნდა შეეწიროს მოქალაქეების დაახლოებით 15%-ს (საერთო ოპოზიციური ელექტორატი) და ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ რევანშისტები, მრავალდანაშაულით ხელგასვრილი სააკაშვილის რეჟიმის მეთაურები - როგორიცაა ბოკერია, უგულავა, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ბარამიძე და ბევრი, ბევრი სხვა!

ეს ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გადაწეროს კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი ისე, რომ ეს ხელს აძლევს ოპოზიციასდა დასავლელ კურატორებს OSCE/ODIHR-დან, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიიდან, რომლებიც მიერიდან მიიღებენ ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენისა და მოსამართლეთა დანიშვნის ოფიციალურ ბერკეტს.

ეს ნიშნავს, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა აღიაროს თავისი „შეცდომები“ და ციხიდან გაათავისუფლოს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი და მისი მმართველობის ხანაში საქართველოს გენპროკურორის ყოფილი მოადგილე, სააკაშვილიტელეკომპანიის გენდირექტორი გვარამია, რომელმაც ტელეკომპანიის კუთვნილი რამდენიმე მილიონი დოლარი მოპარა!

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დაუბრკოლებლად უნდა გამართოს გეი-აღლუმები და დარეგისტრირდეს ერთსქესიანთა ქორწინებები, ასევე საქართველო ყველაფერში დაემორჩილოს დასავლეთის მიერ დანიშნულ ომბუდსმენს, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ეს ნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დეფორმირებას და უცხოელი კურატორების კომპეტენციაში მის დაბრუნებას.

- და რას მოიმოქმედებს საქართველო? რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ოფიციალური თბილისისგან?

- საქართველოსთვის ევროპაზე უარი დააახლოებს მას აშშ-სთან. ნახეთ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობდა მეგობრობას ნატოსთან, ევროკავშირსა და აშშ-თან. ნატოსა და ევროკავშირთან მეგობრობამ არ გაამართლა, ახლა ყველა ძალისხმევას ერთი მიმართულება ექნება - ვაშინგტონი გახდება ერთადერთი "ქოლგა" "ნაწყენი" საქართველოსთვის ყველა საკითხში, სამი პატრონის ნაცვლად გვეყოლება ერთი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“ ჩრდილში გადავა და წინა პლანზე გადმოვა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“. საქმე ისაა, რომ აშშ-ს და ევროკავშირს უკრაინაში დიამეტრალურად საპირისპირო ინტერესები აქვთ, აშშ დაინტერესებულია ომის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებით, რათა მაქსიმალურად დაასუსტოს ევროკავშირი, ამავე მიზეზით ევროკავშირის ქვეყნებიც დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის სწრაფ დასრულებაში, რომელიც ანგრევს მათ ეკონომიკას. და საქართველო შეეცდება ისარგებლოს ამ წინააღმდეგობით, დივიდენდები მონაცვლეობით მიიღოს ვაშინგტონსა და ბრიუსელიდან.

2022 წლის 18 ივნისი

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:

ქუდს ვიხდი ივანიშვილის წინაშე, თუ ეს ყველაფერი, ასე ელეგანტურად, სადმე და რაიმეში გამოჩენის გარეშე, მან შეძლო!

„FAILED UNION“ - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროკავშირის უნიათობის ნათელი მაჩვენებელი გახდება

საქართველომ სუვერენიტეტისკენ შემობრუნება დაიწყო

ბიძინა ივანიშვილის ცილისმწამებლებმა თავი ცუგცვანგში ჩაიგდეს