უცხოეთი
ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას - არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირის კარი ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხო, გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, თბილისში, 20 ივნისს გამართულ აქციასთან „შინ ევროპისკენ“ დაკავშირებით განაცხადა.

"საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას! ეს არის ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლის მქონე ერი. არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია", - დაწერა ფონ კრამონმა "ტვიტერში".

ევროპარლამენტარმა ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ქართველები თავისუფლების მოყვარე ერი და ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები არიან.

„ძვირფასო ქართველებო, მიხარია, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგია ეს დიდი შეკრება. თქვენ შეიკრიბეთ ყველასთვის, ვინც ძლიერ უჭერს მხარს ევროპულ ღირებულებებს თქვენს ქვეყანაში. ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე. ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. თქვენ თავისუფლების მოყვარული ერი ხართ. თქვენ ევროპული ღირებულებების დიდი ხნის მხარდამჭერები ხართ, და ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით. ჩვენ მხარს გიჭერთ ყველა წამოწყებაში ამ გზაზე. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ევროპას!“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

interpressnews.ge