უცხოეთი
ჯო ბაიდენი - ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, წინასწარ უნდა ვიფიქროთ

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, წინასწარ უნდა ვიფიქროთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, შემდგომ პანდემიასთან გასამკლავებლად ფინანსური რესურსები იქნება საჭირო.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ფული. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციებისთვის, საბოლოოდ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიისთვის, დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ გვჭირდება ფული“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge