აქტუალური
პრემიერი ოპოზიციას epp-ის განცხადებაზე: თქვენი მომზადებული ტექსტი იყო ყველა ის უსამართლო და სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. თქვენ უკიჟინებდით და თქვენი დალობირებულია, თქვენი მომზადებული ტექსტი იყო ყველა ის ჩანაწერი, ის უსამართლო და სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას პარლამენტში მიმართა, სადაც წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, რომ იმავე პირობებით მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, როგორც მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ.

ბატონი ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვა. ე.ი.რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო იგივე პირობებით სტატუსი კანდიდატის, რა პირობითაც მიიღო უკრაინამ და მოლდოვამ. ბატონო ალექსანდრე, გარწმუნებთ, რომ ჩვენ მართლაც მაქსიმუმი გავაკეთეთ, პირადად მე. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა პრაქტიკულად ყველა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, მე ვესაუბრე ძალიან ბევრი მათ შორის სკეპტიკოსი ქვეყნების ლიდერებს, პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს. მქონდა ზარებიც და ფიზიკური შეხვედრებიც და რაც მთავარია, მქონდა ძალიან ბევრი მათ შორის ფიზიკური შეხვედრები ბრიუსელში. და სიტუაციას ვფლობდით თავიდან ბოლომდე, ძალიან კარგად ვიცოდი, რა ხდებოდა, რა განწყობები იყო და ა.შ. მე შემთხვევით და აქ იმისთვის არ გავაკეთე განმარტებები, რომ თავი ვიმართლო. ჩვენ ხალხს ველაპარაკებით სიმართლეს. ის რაც მოვყევი ახლა მართლა ამათი ბრალი კი არ არის ახლა სტატუსი, ერთ-ერთი მონაწილეები არიან ესენი, ერთ-ერთი მონაწილეები არიან ამ პროცესში, ამ მავნებლურ საქმიანობაში ესენი, ევროპის სახალხო პარტია, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, პირდაპირ, ღიად ვადებ ხელს, დიახაც, მე მითხრეს ევროპელმა კოლეგებმა, რომ ისინი ითხოვდნენ დაჟინებით, რომ საქართველოს არ მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ესაა ფაქტი, რაც მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან და არა თქვენს მიერ დაქირავებული ლობისტებისგან. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, ძალიან ბევრს, მილიონობით აქვთ წაღებული ბიუჯეტიდან ფული, ჩვენი ბიუჯეტიდან. ამათი ჯიბიდან კი არა, მოპარული ფულიდან, ბიუჯეტიდან აქვთ წაღებული ფული, რომლებიც დღეს გამოდიან და გვმოძღვრავენ ჩვენ, გვეუბნებიან, რომ რაღაც „ბექსლაიდინგი“ და ათას ეპითეტებს იყენებენ, რომ რაღაც დაბნეულობა და განცდები შექმნან საქართველოსთან მიმართებაში. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს ავუხსნა, მე თავიდან, შეგნებულად როცა რეიტინგები მოვიყვანე, თავიდან ბოლომდე დეტალურად ჩავატიე 10 წლის მუშაობის შედეგი. მედია-თავისუფლება, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების ინდექსი, თუ უამრავი სხვა, რაშიც ტოპ ხუთეულში ვართ და ა.შ. თქვენ რა გააკეთეთ მაგალითად იმაში, რომ ასეთი მავნებლური, ანტი-სახელმწიფოებრივი რეზოლუცია არ მიეღო თქვენს პარტნიორ პარტიას, ევროპის სახალხო პარტიას? პირიქით, თქვენ უკიჟინებდით და თქვენი დალობირებულია, თქვენი მომზადებული ტექსტი იყო ყველა ის ჩანაწერი, ის უსამართლო და სამარცხვინო ჩანაწერი, რომელიც შეეხებოდა ჩვენს ქვეყანას. ამას ქვია მავნებლობა. როცა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ამ დროს ესეთი მავნებლური, მტრული გადაწყვეტილება გამოაქვს შენს ვითომ ასე ვთქვათ პარტნიორ პარტიას, სახალხო პარტიას და შენ არაფერს აკეთებ, რომ გაანეიტრალო, დადგე შენს პირად ეგოზე მაღლა და რაღაც სახელმწიფოებრივი მაინც გააკეთო, ერთხელ მაინც, ამას ქვია მავნებლობა, მტრობა ქვია ჩვენი ქვეყნის, მეგობრებო. ახლა ჩემი გამონათქვამი რაღაც ერთ-ერთი, მუდმივი ასე ვთქვათ გაყალბება ფაქტების, ციტატების და ა.“, - განაცხადა პრემიერმა.