უცხოეთი
ბორის ჯონსონი - ბევრი სახელმწიფო ამბობს, რომ ეს ევროპული ომი არ არის საჭირო, ამიტომ ზეწოლა გაიზრდება, რათა უბიძგონ, აიძულონ უკრაინელები ცუდი მშვიდობისკენ

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ ომის ეკონომიკურმა შედეგებმა შესაძლოა, აიძულოს უკრაინა, რუსეთთან არახელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს.

„ძალიან ბევრი სახელმწიფო ამბობს, რომ ეს ევროპული ომი არ არის საჭირო, ამიტომ ზეწოლა გაიზრდება, რათა უბიძგონ, აიძულონ უკრაინელები ცუდი მშვიდობისკენ“, – ეს განცხადება ბორის ჯონსონმა რუანდაში ვიზიტის დრო გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ომში გამარჯვების შემთხვევაში საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საშიში შედეგი დადგება და ამას შესაძლოა, მოჰყვეს „გრძელვადნია ეკონომიკური კატასტროფა“.

1tv.ge