პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „ჯაშუშური კანონი“ (ყოველკვირეული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, 27 აგვისტო, 2009 წ.)

shpionski_zakonnnnnnnnძვირფასო მკითხველო, როგორც უკვე იცით, საქართველოს პარლამენტი უახლოეს ხანში კიდევ ერთხელ შეუდგება საქართველოს კანონის ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოებისა შესახებ (ლუსტრაციის კანონის) განხილვას. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლუსტრაციის აუცი­ლებლობის შესახებ ჯერ კიდევ 1990 წლიდან ალაპარაკდნენ, მაგრამ კანონის მიღებამდე სხვადასხვა მიზეზის გამო (მისი სპეციფიკური ხასიათიდან, წარმოდგენილი კანონპროექტის არასრულყოფილების, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან და ა. შ. გამომდინარე) საქმე მაინც არ მისულა.

თქვენი მონამორჩილი – ტერმინ პოლიტბიუროს შვილები-ს და ამავე სახელწოდების პუბლიკაციის ავტორი – პრესით არა ერთხელ გამოსულა ლუსტრაციის მხარდასაჭერად, მაგრამ... ჩეხეთისა და ლიტვის ანალოგიური კანონპროექტების საფუძველზე შექმნილი კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ 19 წლის განმავლობაში ეს ჯერ კიდევ „მოუმწიფებელი“ ვარიანტი სავსეა წინააღმდეგობებით და თითქოსდა იმ მიზნითაა შექმნილი, რომ შელახოს გარკვეული, კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეთა უფლებები და ანგარიში გაუსწოროს მათ. სწორედ „ვიწრო“ მიმართულების (რაზეც თავად კანონპროექტის სახელწოდება მეტყველებს, - იხ. ზევით) გამოისობით, ძირითადი მიზანი, რომელიც მოქალაქეებს აღელვებს და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვაა, სექსოტ-სტუკაჩების, ნასედკა-ჩამშვებების, ჯაშუშ-აგენტების, შპიონ-რეზიდენტებისგან, შესაძლოა, არარეალიზებული აღმოჩნდეს, რადგან საპარლამენტო მოსმენებისას მიღებული უმნიშვნელო დამატება-ცვლილებები ვერ შეცვლის კანონის არსს.
თავად განსაჯეთ: კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყო:
სსრკ-, სსსრ-ისა და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის ხელმძღვანელი ან საიდუმლო თანამშრომელი (აგენტი, რეზიდენტი, კონფიდენტი, კონსპირაციული ბინის მფლობელი, შტატგარეშე თანამშრომელი);

– სსრკ-ის, სსსრ-ისა და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების სამინისტროს მაღალი რანგის ხელმძღვანელი მუშაკი, ოფიცერი ან რიგითი თანამშრომელი;
– საბჭოთა არმიის გენშტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი;
– სსსრ-ის კომპარტიის ცეკას წევრი, ქალაქკომისა და რაიკომის მდივანი;
– სსსრ-ის ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის ცეკას წევრი, ქალაქკომისა და რაიკომის მდივანი (საოლქო კომიტეტები, ორივე შემთხვევაში, რატომღაც დაავიწყდათ!);
– ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე,

უფლება არ აქვს, იყოს:
– წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრი, თანამდებობის პირი, რომლის არჩევითობა დადგენილია „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“;
– ზემო პუნქტში მითითებული ორგანოების მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული;
– საკონსტიტუციო, უმაღლესი, სააპელაციო, საერთო სასამართლოების მოსამართლე;
– პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის აპარატის, მთავრობის კანცელარიის თანამშრომელი;
– მინისტრთა კაბინეტის მაღალჩინოსანი თანამშრომელი;
– უშიშროების საბჭოს წევრი;
– საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების თავდაცვის სამინისტროს მუშაკი (ვიცეპოლკოვნიკი და ზემოთ);
– საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების შსს-ს ან ოპერატიული ქვეგანყოფილებების თანამშრომელი (ვიცეპოლკოვნიკი და ზემოთ);
– მაღალი თანამდებობის პირი უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში;
– სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი;
– საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის მაღალი თანამდებობის თანამშრომელი;
– ტელერადიომაუწყებლობის მარეგულირებელი საბჭოს წევრი.

ის ასევე ვალდებულია:
– ექვსი თვის განმავლობაში გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ შექმნილ კომისიაში ნებაყოფლობითი აღიარებისათვის (წერილობითი სახით), გადასცეს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რომლებიც მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება და, ასევე, ითანამშრომლოს კომისიასთან: შეატყობინოს ყველაფერი, რაც იცის იმ ორგანიზაციისა და თავისი ყოფილი კოლეგა-თანამშრომლების შესახებ, ვისთანაც მუშაობდა ან თანამშრომლობდა;
– თუ ნებისმიერ ზემოთ დასახელებულ თანამდებობაზე მუშაობს - ერთი თვის განმავლობაში დატოვოს სამსახური (გადადგეს);

წინააღმდეგ შემთხვევაში:
– მისი მონაცემები და საქართველოს შსს-ს მიერ კომისიისთვის გადაცემული ინფორმაცია მის შესახებ საჯაროდ გამოცხადდება (გამოქვეყნდება);
– ცრუ ინფორმაციისთვის (საკუთარი თავის ან კომისიისთვის საინტერესო პირების შესახებ) გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
– გათავისუფლდება სამსახურიდან მონაცემების შემდგომი საჯარო გამოცხადება-გამოქვეყნებით.

აქედან გამომდინარე, იბადება კითხვები:
1. რატომ ექვემდებარებიან ლუსტრაციას მხოლოდ სსრკ-ისა და სსსრ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები და არა - ყველა უცხოური სპეცსამსახურის Central Intelligence Agency (ცე-რე-), Secret Intelligence Service (მი-6), המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים (მოსადი) და სხვ. ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები? ამ ყველაფერს ორმაგი სტანდარტების სუნი ხომ არ უდის?
2.
გაუთანაბრდებიან თუ არა უცხოურ სპეცსამსახურებს სოროსის ფონდის, თავისუფლების ინსტიტუტის, აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის, კმარას საქართველოს ფილიალების აღსაზრდელები? საჯაროდ გამომზი­ურდება თუ არა მონაცემები ბოკერია-თარგამაძე-ლომაია-დარჩიაშვილი-ნოდია-რამიშვილი-კიწმარიშვილი-გაბაშვილი-იაკობაშვილი-ვაშაძის შესახებ? გაათავისუფლებენ თუ არა მათ დაკავებული თანამდებობებიდან, აუკრძალავენ თუ არა ძირგა­მომთხრელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას? მისცემენ თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ინფორმაციის დამახინჯების ან მისი დამალვის გამო?

3. აღიარებენ და გათავისუფლდებიან თუ არა დაკავებული მაღალი თანამდებობებიდან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი საიდუმლო თანამშრომლები, რომლებიც დღესაც მუშაობენ პრეზიდენტის ადმინიტრაცია­ში მრჩევლებად თუ თანაშემწეებად? შევიტყობთ თუ არა მათი საქმიანობის შესახებ გაზეთებიდან?
4. დატოვებს თუ არა დიპლომატიის აკადემიის რექტორის პოსტს საქართველოს კომპარტიის ცეკას ყოფილი ლექტორი პროქტოპოლიტოლოგიის მოჰიკანი სოსო ცინცაძე და მისი მსგავსნი, ყოველდღე რომ ტელეეკრანებიდან და გაზეთების ფურცლებიდან უტიფრად ატყუებენ ქართველ საზოგადოებას? გამოქვეყნდება თუ არა ინფორმაცია მოღალატე ექსპერტებსა და მათთვის ტელეეთერების დამთმობ სამეფო კარის სამსახურში მყოფ საქართველოს თითქმის ყველა ტელეარხის ხელმძღვანელებზე? “ჯიბისმედიის თანამშრომლებზე, რომლებსაც, ენა არ მოგიბრუნდება, ჟურნალისტები უწოდო?!

5. მოინანიებენ თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში გამოაშკარავდება თუ არა მონაცემები საქართველოს მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობენ სპეცსამსახურებთან?
6. ლუსტრაციის შესახებ კანონის დასკვნითი დებულების თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ “მისი მიღების მიზეზია საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე ყოფილი სსრკ-ისა და მისი სამართალმემკვიდრეების სპეცსამსახურების თანამშ­რომლების ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა”. და განა საქართველოს შსს და სუკ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) არ წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების - სსრკ-ის შსს-სა და კა-გე-ბეს (КГБ СССР) - საერ­თო სისტემის შემადგენელ ნაწილებს? შესაბამისად, მათ სამართალმემკვიდრეებსაც? საქართველოს შსს- ხომ სსრკ-ის, შსს-სა და სუკ-ის სამართალმემკვიდრეა?! ამ შემთხვევაში, დაექვემდებარებიან თუ არა ლუსტრაციას საქარ­თველოს შსს მოქმედი საიდუმლო თანამშრომლები? განა საქართველოს შსს არ იყენებს ძველ, საბჭოთა ხანიდან “მემკვიდრეობით” ნარგებ აგენტურას?!

7. თუ საქართველოს შსს ფლობს ინფორმაციასსაქართველოს საშინაო პოლიტიკაზე ჯერ კიდევ ძლიერი გავლენის მქონე” სპეცსამსახურთა საიდუმლო თანამშრომლებზე, რატომ არ აღკვეთს მათ საქმიანობას კანონის მიღებამდე? ხოლო თუ არ ფლობს - ნუთუ იმედოვნებს, რომ ისინი ნებაყოფლობით გამოცხადდებიან და გულწრფელად მოინანიებენ, როგორც ეს განსახილველი კანონპროექტითაა გათვალისწინებული?
8. რა პრინციპით გაუთანაბრეს კანონში სპეცსამსახურთა გადაბირებული საიდუმლო თანამშრომლები (ზოგჯერ - დაბადებით ორგული და მოწოდებით მოღალატე, ხშირად - უბედური, სუსტი ნებისყოფის ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში ერთხელ წაიფორხილეს, სამართალდამცავთა წნეხსა და შანტაჟს ვერ გაუძლეს და ხელწერილი დადეს თანამშრომლობის შესახებ...) სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრებს, რომლებიც თავად გადაიბირებდნენ აგენტურას სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში? განა ჯერ კიდევ გუშინ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სამსახური ჩვენს საზოგადოებაში პრესტიჟულად არ მიიჩნეოდა? განა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (თავისი არსებობის ბოლო დღემდე!) არ იყო ყველაზე არაკორუმპირებული, შსს-სა და თვით პარტიულ ორგანოებთან შედარებით? განა იქ ყვაოდა პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი იმ მოცულობით, რა მოცულობითაც სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში? განა . . ჩეკისტებად არ იღებდნენ მუშათა და გლეხთა ხელმოკლე, მაგრამ ყველაზე წესიერ ოჯახიშვილებს, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და საკანდიდატო ერთწლიანი სტაჟისას გულდასმით შესწავლის შემდეგ? განა მათი გათანაბრება ყველა ჯურის „ჩამშვებებთან“ არ შელახავს ჩვენი მოქალაქეების თავმოყვარეობას, რომლებმაც მთელი ცხოვრება ვერ დააგროვეს ქონება სახელმწიფო სამსახურში (ბევრისგან განსხვავებით!), მაგრამ ერთგულად, დაუღალავად ემსახურებოდნენ სამშობლოს?!

9. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და სამხედრო დაზვერვაში სამსახურის დაწყებისას ოფიცრები სამშობლოს - საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის - წინაშე დებდნენ ფიცს, რომ არასდროს გათქვამდნენ სახელმწიფო და სამსახურებრივ საიდუმლოებას. აქვს კი უფლება სპეციალურ, სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებულ კომისიას, ანუ არაპროფესიონალებს, მოსთხოვოს მათ ფიცის დარღვევა და სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოს გამჟღავნება? სად არის იმის გარანტია, რომ ამის გამო მათ შემდგომში პასუხს არ მოსთხოვენ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცემენ?
1
0. რა მორალური უფლებით უთანაბრებს სულ რაღაც 6 წლის განმავლობაში არსებული ხელისუფლება აგენტებს, რეზიდენტებს, ჯაშუშებსა და მოღალატეებს 60 წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში მყოფ კომპარტიისა და კომკავშირის ლიდერებს? განა მათ შორის არ იყვნენ პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც კაბინეტებზე მეტ დროს ყანებსა და საწარმოებში მუშაობდნენ? განა მათ მიერ აშენებულ საქართველოში არ ვცხოვრობთ დღესაც? თვით ლენინიც კი იყენებდა “ძველ” კადრებს, თავად გამსახურდია არ უგულებელყოფდა პროფესიონალ თანამშრომლებს! არავინ დაობს შეცდომებზე - მათ რომ დიდი შეცდომები არ დაეშვათ, დღესაც ხელისუფლების სათავეში იქნებოდნენ! მაგრამ განა შეიძ­ლება ყველას ერთ ტაფაში მოხრაკვა? შემდგომში, მომდევნო ხელისუფლებისას, ამ კანონში რომ პატარა შესწორება შეიტანონ და კედელთან მიაკუდონნაცმოძრაობადღეს არსებულ ალასანია-უსუფაშვილი-გამყრელიძე-თარგამაძე-ბურჯანაძის პროამერიკულ პარტიებთან ერთად, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები?! რით იყო მათზე უკეთესი შევარდნაძე-ჟვანიასმოქალაქეთა კავშირი”, რომელშიც დაფრთიანდა მთელი დღევანდელი პოლიტისტებლიშმენტი - ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც?!
1
1. ლუსტრაციის შესახებ კანონის დასკვნითი დებულების თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „კანონი მიიღება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვის, ასევე, კანონში მოხსენიებულ პირთა რეესტრის (ჩამონათვალისა და რეგისტრაციის) შექმნისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მათთვის სამსახურებრივი შეზღუდვების დაწესების მიზნით“. ჰუმანურია... მაგრამ რამდენად ჰუმანურია, აღსარებისკენ მოუწოდო ხან­დაზმულ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება ისედაც შიშში გაატარეს?! აღსარებისთვის ხომ მღვდელი და ეკლესიაა საჭირო და არა კომისია და პარლამენტარები?! გაუძლებს კი ამ ხანდაზმული, უმეტესწილად, მძიმედ დაავადებული ადამიანების გულები ამ დაჟინებულ დაკითხვას?! რატომ დავამციროთ ისინი აპრიორში, და არც კი გავარკვიოთ - რა ვითარებაში გადაიბირეს, რა ვნება მიაყენეს ამით (ცალკეულ შემთხვევებში!) სახელმწიფოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს სიტყვაძუნწ გმირ მზვერავებზე? მერე მათ წინაშე ბოდიშის მოხდა, ხოლო პრეზიდენტს მათი ორდენებით დაჯილდოება რომ არ მოუხდეს!
12.
რა მოტივაცია უდევს საფუძვლად პარტიული და კომკავშირული ლიდერების რეესტრს - განა პატარა საქართველოში უამისოდაც ყველაფერი არ იციან? მათ შორის - ელიტამაც, ინტელიგენციამაც, რომელთათვისაც მათი მმარ­თველობის პერიოდში არ ჩამოურთმევიათ მწერლებისა და კომპოზიტორების სახლები, არ ჰქონიათ ბინებთან, საგზურებთან, ავტომანქანებთან, პრემიებთან პრობლემები... და განა დღემდე შემონახული არ არის საქართველოს კომპარტიისა და ლენინური კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის, საოლქო კომიტეტების, ქალაქკომებისა და რაიკომების ტელეფონებისა და სხვა ცნობარები ყველა თანამშრომლის ჩამონათვალითურთ?
13.
როცა ადამიანს მისი ისტორიით, წინაპრებით სიამაყის გრძნობას უსპობ, მისით მანიპულირება ძალიან იოლია. ეს სავსებით არაბუნებრივი და პატრიარქალური მართლმადიდებელი ცნობიერებისთვის შემზარავი მოვლენაა. ქართველ და რუს საზოგადოებაში ვერ გამოძებნით ვერავის, ვისაც ჰკითხავთ, როგორი იყვნენ შენი მშობლები, ბებია-ბაბუა და ვინც გიპასუხებთ: ჩემი მშობლები ნაძირლები, ხოლო ბებია-ბაბუა არამზადები იყვნენ, ასეთ ადამიანს ვერ ნახავთ. წინა თაობების ლაფში ამოსვრა იმ ადამიანების ნამოქმედარია, რომლებიც ამაში გვარიან თანხას იღებენ. ადამინებს ტვინში უნდა ჩაუბეჭდო, რომ მათი მამა-პაპანი - ნაძირლები და არამზადები, ვერაგ საზოგადოებას აშენებდნენ. მე, მაგალითად, ძალიან მწყინს იმის მოსმენა, რომ მამაჩემსა და დედაჩემს ჯალათისა და სულთამხუთავის სწამდათ (სტალინის, – . .)! თაობათა მემკვიდრეობითობის რღვევა ერის განადგურების ტოლფასია. ერი არის წინა, ამჟამინდელი და მომავალი თაობების ერთიანობა. მათ შორის შუღლის ჩამოგდება იმათი ამოცანაა, რომლებიც ამაზე ბეჯითად მუშაობენ მრავალი წლის განმავლობაში, - სამართლიანად აღნიშნა პოლი­ტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ Аргументы и Факты-ში გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე 2009 წლის 7 აგვისტოს. მაშ, გმირებად ან მოღალატეებად უნდა მიიჩნიონ თავიანთი მამა-პაპანი ВЧК, OГПУ, СМЕРШ, НКВД, МГБ, КГБ, МВД- თანამშრომლების შვილებმა და შვილთაშვილებმა - იმ თანამშრომლებისა, გმირულად რომ გაწირეს სიცოცხლე დიდი სამამულო ომის წლებში, ხოლო მშვიდობიან პერიოდში წესრიგის დაც­ვის სადარაჯოზე იდგნენ და ბანდიტებისა და დამნაშავეების ხელით დაიღუპნენ?! განა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას, რომლის აუცილებლობაზეც დღეს ლაპარაკობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამგვარი სეგ­რეგაცია - თავისიანებად და უცხოებად, წმინდანებად და მოკვეთილებად, ცუდ მამებად და კარგ შვილებად დაყოფა, რომლებიც მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენ, ეს ხელს შეუწყობს?! სხვათაშორის, ბოლო სიტყვები, როგორც იცით, სტალინს ეკუთვნის, რომლის ძეგლის აღებაც ხელისუფლებას სურს... ან, იქნებ, ამ გზით ოსებისა და აფხაზების სიმპათიის დამსახურება გვსურს?! ვეჭვობ, უფრო პირიქით მგონია...

14. თუ კანონი მოწოდებულია დამსმენობის, მოღალატეობის ფენომენი და სპეცსამსახურებთან ფარული თანამშრომლობის ინსტიტუტი გაკიცხოს, მაშინ რაღად ვაიძულებთ ადამიანებს, კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ ჩაუშვან თავიანთი ახლობლები და ყოფილი კოლეგები (იხ. ზემოთ)? და განა იმ სახელმწიფოს პირობებში, სადაც ვერ შეძლეს სასამართლო რეფორმის განხორციელება და ვერ მიაღწიეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სპეციალური კომისიები ობიექტურად და მიუკერძოებლად იმოქმედებენ?! ამას, ისევე, როგორც მოცემული კანონპროექტის სრულყოფას, დილეტანტები კი არა, პროფესიონალები სჭირდება! დიახ, სწორედ ის პროფესიონალები, რომლებსაც „ლუსტრაციის კანონი“ საზოგადოებისგან მოკვეთილად აქცევს...

 

 

 

http://geworld.net/politics/327.html 

(ქვეყნდება ცვლილებების გარეშე)

http://geworld.net/ru/history/418.html