რედაქტორისგან
აფხაზები და ოსები მიჩვეული არიან ცხოვრებას რუსეთთანაც და საქართველოსთანაც. სააკაშვილს ყველაზე ახლობლები კლავენ! - ხიდირბეგიშვილი

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ ვთხოვეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს პასუხი სამ კითხვაზე, რომელსაც ქართველი Facebook-მომხმარებლები ყველაზე ხშირად განიხილავენ მისი ამასწინანდელი პუბლიკაციების წაკითხვის შემდეგ, ესენია - „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ, დაბლოკილი კონტაქტები თბილისსა და მოსკოვს, თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის და სააკაშვილთან დაკავშირებული ტრაგიკომიკური სიტუაცი.

- საქართველოში რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს გიჩივლოთ ცილისწამებისთვის - თქვენ ირწმუნებით, რომ ევროპელდა ამერიკელპოლიტიკოსებდა დიპლომატებმი, რადიკალურ ქართულ ოპოზიციასთან უნისონში, უბიძგებდნენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნისკენ.

- დღესაც უბიძგებენ! ტერმინი „მეორე ფრონტი“ მართლაც პირველმა გამოვიყენე, და არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 26 თებერვალს, სპეცოპერაციის დაწყების მეორე დღეს ვივარაუდე, რომ საქართველოს მოეთხოვებოდა რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნა და მართალი აღმოვჩნდი - ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ განაცხადეს კიევის ხელისუფლების ლიდერებმა და პიონტკოვსკიმ, შემდეგ - საქართველოს დასავლელი "მეგობრების" ჯგუფმა აშშ-სა და ევროკავშირიდან - პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ლობისტებმა. მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებმა ეს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, მარტის ბოლოს, ან კიდევ უფრო გვიან დააფიქსირეს.

   დიახ, მე ინფორმირებული ვარ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმების შესახებ ჩემს მიმართ - ეს არის დასავლური ფონდების, ინსტიტუტებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლობების ჯგუფი საქართველოში, რომელიც საკუთარ თავს „სამოქალაქო სექტორს“ უწოდებს და კოლექტიურად აწერს ხელს სხვადასხვა პეტიციას, ზოგადად - შეთანხმებულად მოქმედებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტები ასობით ათას დოლარსა და ევროს შეადგენს, ტელეკომპანიებთან ერთად, ესენი არიან დასავლეთის აგრესიული წრეების გავლენის აგენტები საქართველოში, ტყუილუბრალოდ როდი ხვდებიან მათ ყოველთვის თბილისში ვიზიტით ჩამოსული აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერები, ზოგჯერ უფრო ადრეც, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლებს! ამასწინათ მათ მიიღეს უზარმაზარი გრანტი მიფიური რუსული პროპაგანდისა და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, და ახლა ამ ფულს მთელი ძალისხმევით გამოიმუშავებენ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასამართლომ მიიღოს მათი სარჩელი, მაგრამ თუ ის გაიმართება, მაშინ იქცევა პლატფორმად, სადაც წარმოვადგენ ათობით ციტატასა და ფაქტს - როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, სამხედრო დახმარება გაეწია კიევისთვის, მოითხოვდნენ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსულ ბაზებზე იერიშის მიტანას საგანგებოდ ამ მიზნით საქართველოსთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში მოწოდებული “Javelin”-ებით, რათა ცოტა ხნით მაინც შეეკავებინათ რუსული არმიის ძალები, მოითხოვდნენ საქართველოსგან მსხვერპლად შეწირვას უკრაინის დასახმარებლად! საქართველოს საყვედურობდნენ, რომ უმადურია, არ სურს უკრაინელების ვალის გადახდა 2008 წლის აგვისტოსთვის, როცა ისინი სააკაშვილს დაეხმარნენ, საქართველოს მთავრობას არცხვენდნენ გაუბედაობის, ღალატისა და დასავლეთის თანამეგობრობისა და იდეალების ღალატისთვის... დიახ, უკრაინელი ნაციონალისტების ომი რუსებთან მაშინ - 2008 წლის მაისში დაიწყო და არა ახლა! დიახ, მაშინ მთავარი ზიანი რუსეთის არმიას მიაყენეს უკრაინელმა დაქირავებულებმა - საკადრო სამხედროებმა, ინსტრუქტორებმა, რომლებიც უკრაინიდან ჩამოვიდნენ თავიანთი ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით „Точка У“.

- ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში თქვენ ირწმუნებით, რომ აშშ და ევროკავშირი ბლოკავენ პირდაპირ მოლაპარაკებებს თბილისსა და მოსკოვს, თბილისი - სოხუმსა და ცხინვალს შორის, რათა, "ღმერთმა ნუ ქნას", საქმე მათ შორის დარეგულირებით არ დასრულდეს. თქვენ ირწმუნებით, რომ დასავლეთს აწყობს სტატუს კვო: ჟენევისა და პრაღის ფორმალური ფორმატები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო რუსეთია, დანარჩენი საქართველო - აშშ და ნატო.

- ამიტომაც, კოლექტიური დასავლეთი ძალიან ნერვიულობს, რომ რუსეთმა არ აღიარა რეფერენდუმი მასთან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეერთების შესახებ, აფხაზეთში კი ასეთი სურვილი არავის გამოუთქვამს. დასავლელი პოლიტტექნოლოგები, პოლიტიკოსები და დიპლომატები ვერაფრით ვერ ხვდებიან, რომ აფხაზები და ოსები ყოველთვის ცხოვრობდნენ ერთდროულად ორ სიბრტყეში - მოსკოვთანაც და თბილისთანაც. სოჭსა და სოხუმს, ვლადიკავკაზსა და ცხინვალს შორის კომუნიკაცია ყოველთვის არანაკლებ ცოცხალი იყო ვიდრე თბილისთან! აფხაზეთში, სანატორიუმების გარდა, მუშაობდა რუსული ინსტიტუტები, საიდუმლო სამეცნიერო ობიექტები (ახალი ათონის სეისმოლოგიური ლაბორატორია, ფიზიკოსთა ინსტიტუტი აგუძერაში, რომელიც ლავრენტი ბერიამ დიდი სამამულო ომის შემდეგ შექმნა და სხვ.) ხოლო ცხინვალის რეგიონი იყო ხალხმრავალი რუსულ-ქართული სავაჭრო ცენტრი (ერგნეთის ბაზარი). ამიტომ იქ უწინდელი ცხოვრება არ დაბრუნდება, სანამ ქართველი ლტოლვილები არ დაბრუნდებიან. რუსებიც და ქართველებიც, როგორც ყოველთვის იყო, აფხაზებიცა და ოსებიც მიჩვეული არ არიან ერთის, ან მეორის გარეშე ცხოვრებას. ამიტომ არ არის საჭირო საკუთარი თავის მოტყუება და ხელოვნურად გაღატაკება! თბილისმა, საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტი - რეზიდენტი - აგენტი ზურაბიშვილის გამოკლებით, დღეს მიიღო დასავლეთის გამოწვევა და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, ამას ხედავენ სოხუმშიც და ცხინვალშიც. ჩვენ შორის ბოლო დაბრკოლებაც მალე მოისპობა...

- და ბოლო კითხვა: რა ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით და მის გარშემო? თუ ის მართლა ძალიან ავადაა, მაშინ - ის გამო, ის ხომ არ შიმშილობს? კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებს ის სასჯელის მოხდას კერძო სამოქალაქო კლინიკაში, როგორც ამბობენ, თანაპარტიელების მიერ მიტოვებული?

- ეს სპექტაკლია, რათა ციხეში არ დააბრუნონ, რისიც მას პანიკურად ეშინია. მას ეშინია, რომ ისევე მოექცევიან, როგორც პატიმრებს ექცეოდნენ მისი 9-წლიანი რეჟიმის განმავლობაში. სააკაშვილს შეგნებულად კლავენ მისი ყველაზე ახლობლები - ისინი, ვინც იგი არ მიატოვა, ესაა ექიმების, ადვოკატების, უფლებადამცველების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების პატარა ჯგუფი, მისი უახლოესი გარემოცვა. დუმილის ნაცვლად, ისინი გამუდმებით აღიზიანებენ ხელისუფლებას, უჩივიან დასავლეთში, ითხოვენ სამედიცინო კვლევებსა და ექსპერტიზებს. საკითხავია - რისთვის? ნუთუ მართლა იმედოვნებენ, რომ თუ სააკაშვილის შარდის ანალიზის პასუხებს გაუგზავნიან აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ისინი დაურეკავენ ღარიბაშვილს და ის სააკაშვილს ევროპაში "სამკურნალოდ" გაუშვებს?! რა თქმაუნდა, არა, მიზანია მისი მოკვლა რაც შეიძლება მალე, რადგან თვით ძალიან ჯანმრთელი ადამიანიც კი, რომელსაც ყოველდღიურად აუღებენ ამდენ სისხლს ანალიზებისთვის და რომელიც მუდმივი ტომოგრაფიისა და რენტგენის რადიაციის ამხელა დოზას მიიღებს, ავად გახდება! სწორედ ამიტომ გაქრა ლიზა იასკო - ისევე მოულოდნელად, როგორც გამოჩნდა - სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, მეტად აღარ ჩარეულიყო, სააკაშვილის მისია დასრულდა! მომხდარისგან განზე გადგა ბიძამისი თემურიც. ზოგადად, ეს ძალიან უცნაური ოჯახია - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, ქართული და სომხური ფესვებით, სპეცსამსახურების მიერ მისთვის მიგზავნილი უკრაინელი - მისი მეორე არშემდგარი ცოლი, ბიძა - აშშ-ის მოქალაქე, კაგებე-ს ყოფილი პოლკოვნიკი, დედა - საქართველოსა და თურქეთის მოქალაქე, მქადაგებელი გიულენის ყოფილი სატრფო და საქმიანი პარტნიორი, რომელიც ასაკის შეუსაბამოდ, გამომწვევად იცვამს და მესამედ აპირებს სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფის წევრ ექიმზე მითხოვებას... ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას მასთან საქმის დაჭერა არ უნდა.

ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა

2022 წლის 24 ივლისი
საქართველო, თბილისი