რედაქტორისგან
არ გამოვიდა საქართველოში? ცდილობენ ყარაბაღში! ხიდირბეგიშვილის პროგნოზი გამართლდა - უკრაინაში გასამარჯვებლად დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში მეორე ანტირუსული ფრონტი სჭირდება

      „მას შემდეგ, რაც საქართველო ვერ აიძულეს ეომა რუსეთთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ანგლოსაქსები გეგმავენ ახალი ომის პროვოცირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში, სადაც მხარეებს რუსი სამშვიდობოები მიჯნავენ. გარდა ამისა, გიუმრიში უწინდებურად დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა. მარტო უკრაინა, როგორც ჩანს, არ კმარა - აშშ-და დიდ ბრიტანეთს სჭირდება რუსეთთან ომები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც მეტ-ნაკლებად ამის წინაპირობები არსებობს. „ცერეუს“ (CIA) დირექტორის, ბერნსის თბილი დახვედრა, რომელიც ერევანში ანონსის გარეშე და რამდენიმე საათით ჩაფრინდა, ერთ რამეზე მოწმობს - აშშ-ის საელჩოს სომხეთში, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, „ფარდას ხდიან“ და აქცენტი ურჩი საქართველოდან ერევანზე გადადის”, - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 17 ივლისის პუბლიკაციიდან „უკრაინა არ კმარა - ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ომი სჭირდება“.

   ვაშინგტონთან შეთანხმებული (თუ არა მისი ინიციატივით) ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი ბაქოში „ცერეუს“ (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ერევანში ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ, ადასტურებს ჩემს გუშინდელ პროგნოზს - ანუ იმედგაცრუებული საქართველოსგან, რომელმაც უარი თქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსი მესაზღვრეების ბაზაზე თავდასხმაზე, ორპირ დასავლეთს ყურადღების აქცენტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადააქვს. თუმცა საქართველოზე „დაფუფქულებმა“, რომელზეც ხისტმა წნეხმა მკვეთრად საპირისპირო შეუქცევადი შედეგი გამოიღო (ანტიპათია გამოიწვია ქართველ ხალხში ყველაფერ დასავლურთან მიმართებაში), სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ გამოიყენეს „თაფლაკვერის“ პოლიტიკა, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მაიდანზე უკრაინელებს ურიგებდა და თან რუსების მოსაკლავად აგზავნიდა. ანუ, ზამთრის მოლოდინში მოცახცახე ევროკავშირი აზერბაიჯანს ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, ნახშირწყალბადების ორჯერ გაზრდილი მიწოდებით მიღებული „ფანტასტიკური შემოსავლით“ აცდუნებს და აზერბაიჯანული მილსადენების გაფართოებასაც კი საკუთარ თავზე იღებს; ხოლო სომხეთს შეერთებულმა შტატებმა, სომხური დიასპორის „საპატივსაცემოდ“, სტატუს-კვოს შეცვლას დაჰპირდნენ, რომელიც ყარაბაღის ზავის შემდეგ სომხეთის სასარგებლოდ როდი დადგინდა, თითქოსდა რუსეთის ღალატის წყალობით, რომელმაც არ შეასრულა თავისი ვალდებულებები “ოდეკაბეს“ (ОДКБ) ფარგლებში... მთიან ყარაბაღში მოხდება ახალი კონფლიქტის პროვოცირება, რომელშიც რუსეთი იქნება ჩათრეული, და იძულებული გახდება, უკვე ორ ფრონტზე იბრძოლოს (კონფლიქტის მხარეების გამყოფი რუსი მშვიდობისმყოფლები უმალ ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებიან) - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის 2022 წლის 19 ივლისის პუბლიკაციიდან „რატომ ეწვია ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს „ცერეუს“ დირექტორის ერევანში ვიზიტის კვალდაკვალ“.

   10 დღის შემდეგ - 2022 წლის 30 ივლისს - ცეცხლი გახსნეს ლბაჯარის რაიონში (ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა 2020 წლის შემოდგომის ომის შემდეგ. მანამდე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა მთიანი ყარაბაღის შაუმიანისა და მართაკერტის რაიონებს), რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებები ტრადიციულად ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. სამხედრო მოქმედებები 3 აგვისტოს ლაჩინის მიმართულებით გაგრძელდა და ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია. ამგვარად, საქინფორმის მთავარი რედაქტორის პროგნოზი დადასტურდა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე კომენტარი ვთხოვეთ.

   არნო ხიდირბეგიშვილი: „კომენტარს მე კი არა, CIA-ს დირექტორსა და ევროკომისიის თავმჯდომარეს უნდა სთხოვდეთ, რომლებიც შეთანხმებულად გაფრინდნენ ერევანსა და ბაქოში! სამხრეთ კავკასიაში ძნელად დამყარებული მშვიდობა არ ჯდება ორპირი დასავლეთის, ანგლო-საქსებისა და ნეონაცისტების დესტრუქციულ გეგმებში. და კიდევ, მათ გულში დანასავით მოხვდათ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი იმპროვიზებული ვიზიტი თბილისში, პრემიერ ღარიბაშვილთან, თანაც, ერევანსა და ბაქოში მათ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე - 16 ივლისს. ეს როგორ?! - აღშფოთდნენ CIA-ს დირექტორი და ევროკომისიის თავმჯდომარე, - იმის ნაცვლად, რომ დაგვხვდროდნენ და ჩვენს კითხვებზე პასუხი გაეცათ, ისინი თბილისში გაფრინდნენ?!“. ეს უკვე მეორე პრეცედენტი იყო, როდესაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, საქართველო ხდება არა მხოლოდ მოდერატორი, არამედ მედიატორიც სამხრეთ კავკასიაში (პირველად, ღარიბაშვილის მაქოს დიპლომატიის წყალობით, აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გადასცა სომხეთს ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ). ხოლო საქართველო, მისი მთავრობა და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს დასავლეთის წყალობას არ იმსახურებენ, რადგან არ მოისურვეს რუსებთან ბრძოლა და მათი თუნდაც მცირე ძალების თავისკენ მიზიდვა მაინც! ვინძლო, საქართველო უფრო შორსაც წავიდეს და შეუერთდეს „კავკასიურ პლატფორმას“ 3+3 (რუსეთი, თურქეთი, ირანი + საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)?!“ - ღელავს დასავლეთი.

   სწორედ ამიტომ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში „პოზიტიურ ნაბიჯად“ შეაფასა, ეს ჩემი უნდობლობა გამოიწვია, ეს ხომ საპირისპიროს - აშშ-ს უკიდურეს გაღიზიანებას ნიშნავდა! აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრით დადებითი ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოგვარების ყველაზე საიმედო გზაა“, - სპეციალურად დააფიქსირა ბლინკენმა «Twitter»-ში , რომ 10 დღეში ყარაბაღში ახალ შეტაკებაში აშშ-ის ხელი ვერ დაენახათ.

   რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას: აშშ და ნატო რომ უშუალოდ ჩართულიყვნენ უკრაინის ომში და არა მარტო იარაღით დახმარებოდნენ, რუსეთს უკიდურესად გაუჭირდებოდა და იძულებული იქნებოდა გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. ახლა კი, რუსეთი გაიმარჯვებს, თუ სპეცოპერაცია დამუხრუჭდება, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიოში ახალი დაძაბულობის კერები ​​წარმოიქმნება, რათა რუსეთის ყურადღება უკრაინიდან გადაიტანონ. დასავლეთი შეეცდება, ან გაამყაროს საკუთარი წარმატება, ან მოახდინოს უკრაინაში წარუმატებლობის კომპენსირება. ის შეეცდება ამის გაკეთებას ყველგან, სადაც რაიმე წინაპირობები, ანუ ტერიტორიული პრეტენზიები მაინც არსებობს - სერბეთსა და კოსოვოში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ყაზახეთში თუ ტაივანში, არ აქვს მნიშვნელობა.

2022 წლის 5 აგვისტო
საქართველო, თბილისი