სამართალი
იენს სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას.

ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაუმართლებელი აგრესიისა და ომის სამიზნე გახდნენ. ჩვენ ვხედავთ ომის აქტებს, თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და ნგრევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვინახავს. ჩვენ გულგრილები ვერ ვიქნებით. ეს ასევე ჩვენს ინტერესებშია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს საკუთარ ამბიციებში უკრაინის მიმართ. სამყარო, სადაც პუტინი მიიღებს სასურველს სამხედრო ძალის გამოყენებით, უფრო სახიფათოა ჩვენთვის. თუ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ომში, პუტინი მიიღებს დასტურს, რომ ძალადობა მუშაობს. მაშინ მეზობელი ქვეყნებიც შეიძლება, გახდნენ შემდეგი სამიზნე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს კიდევ ერთი მიზანია, რომ უკრაინის ომი არ გაფართოვდეს.

ნატო-მეორე მიზანი არის ომის გაფართოების პრევენცია. ჩვენ ამას ვაკეთებთ ორი გზით. პირველ რიგში, ჩვენ არ ვართ ამ ომში ჩართულები – ჩვენ არ შევდივართ უკრაინაში სამხედროებით. და ასევე, მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ ნატო-სახელმწიფოზე თავდასხმას მოჰყვება პასუხი მთელი ალიანსისგან. სწორედ ამ მიზნით ვზრდით სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.