საზოგადოება
იენს სტოლტენბერგი: თუ ვლადიმერ პუტინი გაიფიქრებს, რომ ნატო-ს ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს გამარჯვების უფლება არ უნდა მისცენ.

მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს გაუკეთებს იგივეს, რაც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, ამ შემთხვევაში ამ პროცესებში სრულიად ნატო იქნება ჩართული.

ჩვენს ინტერესებშია, რომ ასეთი ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას არ მიაღწიოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და ნატო-შორის იქნება. ეს არის ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში ვითარება. თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაიფიქრებს მაინც, რომ ნატო-ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, შემდეგ სრულიად ნატო დაუყოვნებლივ იქნება ჩართული. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და სამყაროს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.