აქტუალური
ქართული პარადოქსი: დოლარი და ევრო იაფდება, ბენზინი კი ძვირდება და 1 ლიტრის ფასი უწინდებურად 4 ლარია

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7100 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7729 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7662 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

რაც შეეხება ბენზინს, მისი ფასი უწინდებურად 1 ლიტრზე 4 ლარის ფარგლებში რჩება - ანუ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაიაფებული დოლარის ფონზე, ის „რატომღაც“ ძვირდება. სახეზეა ბენზინგასამართი სადგურების ქსელების მფლობელთა კომპანიების სპეკულაციები, რომლებიც, ფასებზე სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტების არარსებობისა და კარტელური შეთქმულების გამოისობით, ზემოგებას იღებენ.