საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი: მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში სამიდან სამივე გაანადგურეს.

“სალივანის და ბლინკენის ძალიან მკაცრი გაფრთხილების, რომ ამერიკა მომენტალურად უპასუხებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობას, შემდეგ რუსეთის პროპაგანდისტებმა და პოლიტიკოსებმა ფირფიტა გადაატრიალეს. აშკარად ბევრად ნაკლებად ისმის ბირთვული იარაღით მუქარა.

როგორც იქნა უკრაინელებმა ისწავლეს ირანული დრონების ჩამოგდება, ოდესაში დღეს სამიდან სამივე გაანადგურეს, იგივე მოხდა ნიკოლაევში. ბლინკენმა ასევე პირველად განაცხადა რომ ამერიკა იხილავს 500კმ-ის რადიუსის მქონე ატაკამსის რაკეტების გადაცემას, რაც ნიშნავს, რომ ისინი სულ მალე უკრაინაში აღმოჩნდება. მათ ასევე მიყვება ნასამსის მძიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რაც მკვეთრად გააძლიერებს ჩვენების პოზიციებს. უკრაინელები ძალიან მშვიდად ხვდებიან რუსულ მობილიზაციას, ვინაიდან ჯერ ერთი, ახლა უკრაინელებს ორი ერთზე უპირატესობა აქვთ ცოცხალ ძალაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ ომში მსხვერპლის 93% არტილერიამ გამოიწვია და ჯარებს ახლო შეხება თითქმის არა აქვთ და რა თქმა უნდა, როგორც ზალუჟნიმ უწოდა “მოყვარული არმიის”, რომელიც ახლა შეჰყავთ მოტივაცია და მორალი ძალიან დაბალია და მათ შეიძლება გაძლიერების ნაცვლად მკვეთრად შეასუსტონ რუსული პოზიციები. მე ვიმყოფები მუდმივ კონტაქტში უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან და მათი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის“,- წერს სააკაშვილი.