პუბლიკაციები
საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. 29 წლის გიორგი ქანთარია, დაზვერვის ოფიცრის, მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი, რომელმაც მიხაილ ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, მოხალისე გახდა და მიემგზავრება დონბასში რუსული არმიის დასახმარებლად. ახალგაზრდა კაცმა ახსნა, თუ რამ უბიძგა მას სპეცოპერაციის ზონაში წასვლისკენ: „პირველ რიგში, გვარის გამო, რადგან სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად სომხეთსა და საქართველოში გამგზავრებაც კი შემომთავაზეს. მაგრამ მე აქ დავიბადე, სამხედრო სამსახური გავიარე რუსეთში და ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობენ. ამიტომ გადავწყვიტე მოხალისეობა“ (სრული ვიდეო იხილეთ აქ).