აქტუალური
ურსულა ფონ დერ ლაიენი: შეძრული ვარ კიევზე ხისტი თავდასხმის გამო, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ მხარს უჭერს ტერორს

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ კიევზე ხისტი თავდასხმის გამო, შოკირებული და შეძრულია.

ამის შესახებ განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რუსეთ-ესტონეთის საზღვართან გააკეთა.

„შოკირებული და შეძრული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე ხისტი თავდასხმის გამო. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რას უჭერს მხარს – ესაა ტერორი და სისასტიკე. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ვგლოვობთ დაღუპულებს და ვუგზავნი სამძიმარს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ვიცი, რომ უკრაინელებს ვერ დააშინებენ და მათ იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.