აქტუალური
ჯოზეფ ბორელი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმას მოჰყვება ისეთი მძლავრი სამხედრო პასუხი, რომ რუსეთის არმია განადგურდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუგეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არის ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან ბლეფი არ არის. მას არ შუძლია, საკუთარ თავს ბლეფის უფლება მისცეს. უნდა იყოს მკაფიო, რომ არც უკრაინის მხარდამჭერი ხალხის, ევროკავშირის და მისი წევრების, აშშ-ის და ნატო-მხრიდან არ არის ბლეფი. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შექმნის პასუხს, თუმცა არა ბირთვულ პასუხს, არამედ ისეთ მძლავრ პასუხს სამხედრო მხრიდან, რომ რუსეთის არმია განადგურდება, და პუტინმა არ უნდა მიმართოს ბლეფს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთს ერთიანობა, სიძლიერე და სიმტკიცე უნდა აჩვენონ.

ეს არის სერიოზული მომენტი ჩვენს ისტორიაში და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, სიძლიერე და სიმტკიცე, სრული სიმტკიცე“, – აღნიშნა ბორელმა.