აქტუალური
ზურაბ ადეიშვილი მრჩევლის რანგში ახლდა უკრაინის გენპროკურორ ანდრეი კოსტინს, როცა ის ევროპის საბჭოში იმყოფებოდა

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „ის უკრაინამ მიიყვანა შეხვედრაზე და ევროპამ მიიღო - სრულიად გაუგებარი შეურაცხყოფაა“, - ასე ეხმაურება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ევროპის საჭოში უკრაინის გენერალურ პროკურერ ანდრეი კოსიტინთან ერთად და მისი მრჩევლის, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის სტუმრობას.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც უკრაინას ეხებოდა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა და მისმა მრჩეველმა ზურაბ ადეიშვილმა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიტოვიჩთან განხილული იქნა ის ერთობლივი ქმედებები, რომლებიც საჭიროა აგრესორის დაუსჯელობის დასასრულებლად.

ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩერი, რომელმაც გააზიარა უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ჩანს ადეიშვილი, „ტვიტერში“ წერს, რომ უკრაინა-საქართველოს განხეთქილებას უფრო ღრმა, არაგეოპოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ბევრი რიგითი ქართველი დაზარალდა ზურაბ ადეიშივლის დროს და მისი რეაბილიტაცია შოკია“.

ადეიშვილის ევროსაბჭოში გამოჩნას მძიმე მოვლენა უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ადეიშვილი არა მხოლოდ ბრალდებულია კონკრეტულ დანაშაულებში, არამედ ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი გასულ წლებში.

მძიმე მოვლენაა, როდესაც ასეთი ადამიანი საერთაშორისო სტრუქტურებაში უკრაინის ხელისუფლების სახელით დადის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და 2021 წლის 28 დეკემბერს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს ინტერსები დიდი ხანია დასაცავი იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უკრიანის ხელისუფლებამ შეიფარა საქართველოს მოსახლოების მიერ არჩევნების გზით გაშვებული პიროვნებები, შემდეგ ძებნილები და მაღალ თანამდეობებზე დანიშნა. ზელენსკიმ ეს გააგრძელა, მაგრამ საქართველო გაჩუმდა იმის გამო, რომ ქვეყანა ომშია და ანგარიშსწორებას თავი აარიდა.

უკრაინა არ დაკმაყოფილდა ამით და, როგორც ჩანს, ცდილობს ევროპა ჩართოს შეურაცყოფის მექანიზმში. ევროპულ შეხედრაზე მიიყვანა ადამიანი, რომელიც იყო ყველა იმ რეპრესიული ქმდებების დირიჟორი, რომელიც მაშინ საქართველოში ხდებოდა, ევროპამ კი მიიღო.

გაუგონარი შეურცყოფაა და ამ შემთხვევაში არა უკრაინის, არამედ იმ ევროპული სტრუქტურების მხრიდან, ვინც დაუშვა ამ შეხვეჟრაზე ადეიშვილი. სიტუაციის ნორმალიზებისთვის, ვფიქრობ, ევროპულმა სტურქტურამ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს. ამ ფაქტს საქართველოს მხრიდან უნდა ჰქონდეს გამოძახილი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

წყარო: resonancedaily.com