უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი - რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„პოლონეთის ფერმაზე უკრაინის მიერ სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება“, – წერს მედვედევი.

1tv.ge