უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის პატივს სცემს რუსეთის განცხადებას, რომ რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე არ ჩამოვარდნილა. ერდოღანის თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან კავშირი არ აქვს.

„რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ერდოღანმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებული სიტუაცია გამოძიებას საჭიროებს. ერდოღანის განცხადებით, ინდონეზიიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გეგმავს საუბარს. თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდება.

1tv.ge