აქტუალური
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში რეგიონების ტერორისტებისგან გაწმენდის მიზნით, თურქეთის საჰაერო ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში რეგიონების ტერორისტებისგან გაწმენდის მიზნით, მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას ყველაზე ხელსაყრელ დროს დაიწყებს.

ჩვენი ოპერაციები თვითმფრინავებით, არტილერიითა და უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდებით, მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ტერორისტებს სახმელეთო ოპერაციით ყველაზე ხელსაყრელ დროს დავამარცხებთ. თურქეთი სირიის საზღვრებთან დაკავშირებით დაპირებების ერთგული დარჩა. ჩვენი თანამოსაუბრეები თუ ვერ შეასრულებენ ხელშეკრულების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ძალებმა, რომლებიც იძლეოდნენ გარანტიას, რომ სირიაში მათი კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ დაემუქრებოდა, ვერ შეასრულეს დანაპირები. ჩვენი გზავნილი მათთვის, ვინც კვლავ ცდილობს თურქეთის დაჩოქებას მზაკვრული მეთოდებით, ნათელია: ეს არ გამოგივათ“, – თქვა ერდოღანმა.