რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ არ გახსნა უკრაინამ მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში

   2019 წლის 12 აპრილს საქინფორმმა მიულოცა დენის გონჩარს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის (სამხრეთ კავკასიის საკითხების) დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვრწმენა, რომ იგი საკუთარ წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებაში, ვინაიდან გონჩარმა საქართველოში ფ-ის საელჩოში დიპლომატიური სამსახურის დროს თავი პროფესიონალიზმით გამოიჩინა.

   2022 წლის 10 დეკემბერს, დენის გონჩარმა სპეციალური ინტერვიუ მისცა ТАСС-ს, სადაც ისაუბრა მოსკოვის როლზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დარეგულირების საქმეში, უპასუხა კითხვებს თბილისთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ და ასევე მიუთითა კიევის პროვოკაციულ მოწოდებებზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

   ჩვენ ვთხოვეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს კომენტარი გაეკეთებინა რუსი მაღალჩინოსანი დიპლომატის ინტერვიუს ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტზე, რომელიც სამ წელზე მეტია სამხრეთ კავკასიის, მათ შორის - საქართველოს პრობლემებით არის დაკავებული.

   - ბატონო არნო, დენის გონჩარის ინტერვიუდან თეზისების უმეტესობაზე კომენტარს არ გთხოვთ, რადგან არ გიყვართ თქვენ მიერ არაერთხელ ნათქვამისა და გამოქვეყნებულის გამეორება. მე მხოლოდ აღვნიშნავ თქვენი პოზიციების დამთხვევას რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების სრულად განბლოკვის, ენერგეტიკული შესაძლებლობების გამოყენებისა და 3 + 3 პლატფორმის პერსპექტივების გამოყენების შესახებ, ასევე დასავლეთის მცდელობებს, სოლი ჩაასოს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის და გააძევოს რუსეთის რეგიონიდან, ამჯერად სომხეთის გამოყენებით, რომელმაც ეუთოს და ევროკავშირის მისიები მიიწვია. სხვა, მაგრამ ასევე გასაგები მიზეზით, არ გეკითხებით მოსკოვსა და სოხუმს, მოსკოვსა და ცხინვალს შორის მიღწევების შესახებ, რასაც ბატონი გონჩარი გვამცნობს.

   გკითხავთ მხოლოდ რუსეთ-ქართულ კავშირებზე, რომლებიც, გონჩარის აზრით, „ერთ ადგილზე არ დგას“. კარასინ-აბაშიძის ფორმატის მნიშვნელობის, როგორც ორმხრივი დიალოგის ელემენტის აღნიშვნით სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებზე აქცენტით (კერძოდ, ქართული მხარე ახდენს ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობას, რუსული მხარე აფართოებს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს), რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გარედან პროვოკაციული მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მიჰყვება პრაგმატულ ხაზს“, როგორც დადებითი ეფექტი - „2022 წლის 10 თვეში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51%-ით გაიზარდა და რეკორდულ 2 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა; მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს რუსეთის თითქმის 1 მილიონი მოქალაქე ეწვია; 3,5-ჯერ - 1,4 მლრდ დოლარამდე - გაიზარდა მიმდინარე წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები. დიდწილად, საქართველოს შთამბეჭდავი შემოსავლის წყალობით შემომავალი ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებით და რუსეთთან ვაჭრობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლისთვის ორნიშნა ციფრამდე გაიზარდა“.

   ამ ამაღლებულ ფონზე, გონჩარი, ამავე დროს, აღნიშნავს: რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება - თბილისისთვის პირობები კარგად არის ცნობილი - არ გამოვრიცხავამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას“.

რას ფიქრობთ ამაზე, რამდენად რეალურია ეს, ბატონო არნო?

   - კარგია, რომ ბატონი გონჩარი უწინდებურად კითხულობს საქინფორმს, თუმცა დღეს საქართველოში რუსულად წასაკითხი მეტი არაფერია... პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დენის გონჩარის მკაფიო მესიჯები, ოპტიმისტური თუ ნაკლებად ოპტიმისტური, ეს არის გახმოვანებული რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა ენთუზიასტების - ორივე მხარის მოხალისეების დილეტანტური მცდელობის ფონზე (რაც საბოლოოდ არასოდეს ამართლებს თავს და მხოლოდ ვარაუდებს და დაბნეულობას იწვევს).

რაც შეეხება პირდაპირ ავიარეისებს და უვიზო მიმოსვლას, ეს არის კოჭები“, რომლებიც პერიოდულად ჩნდება სხვადასხვა ადგილას, ან რუსეთის ქართულდიასპორის, ანაც ე.წ. სახალხო დიპლომატიისდა არასამთავრობო ორგანიზაციებიმეშვეობით, და როგორც წესი, არც მეტი არც ნაკლები, ორი ქვეყნის პრეზიდენტებისადმი მიმართებით სრულდება. შესაბამისად, დროთა განმავლობაში იცვლება მოსკოვისთვის საჭირო წინაპირობებიც. რადგან ასეთი მაღალი დონის დიპლომატმა ისინი არ ჩამოთვალა, მეც თავს შევიკავებ, მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს გამოვთქვამ.

პირველი: მოსკოვის მიერ წამოყენებული მოთხოვნები არარეალურია ოფიციალური თბილისისთვის, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში;

მეორე: მინდა შეგახსენოთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობა და სავიზო რეჟიმი წარმოადგენს ნაკლებ ეფექტიან სადამსჯელო ღონისძიებას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ რუსეთის მოქალაქეების - ვიზიტორების წინააღმდეგ. თუ არაპირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ დისკომფორტს ქმნის, რუსეთის ვიზები
(
როდესაც საქართველომ, ჯერ პრეზიდენტსააკაშვილის ბრძანებულებით, ცალმხრივად გააუქმა რუსებისთვის შემოსვლის ვიზები), აშკარად არ მუშაობს რუსეთის იმიჯზე. ჩნდება კითხვა: ისთვის სჭირდება მოსკოვს ეს შავი პიარი?

და მესამე: ჯობრუსეთმა ეს ორი ნაბიჯიყოველგვარი წინაპირობის გარეშე გადმოდგას, სანამ ეს პირდაპირი რეისები ჯერ კიდევ ვინმეს სჭირდება, საქართველოში ხომ მასობრივად უვიზოდ დადიან ევროპაში.

   - გამოვტოვებ ფრაგმენტს ТАСС-ის ინტერვიუდან ამიერკავკასიაში ბიოუსაფრთხოების შესახებ, სადაც ბატონი გონჩარი ამბობს, რომ რუსეთი კვლავაც ელოდება ქართული მხარის მოწვევას ლუგარის ლაბორატორიაში და დავსვამ მეორე კითხვას პირდაპირ საქართველოსთან დაკავშირებით: დენის გონჩარმა დაადანაშაულა გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეები, რომლებმაც „ვერ უზრუნველყვეს ჟენევის ფორმატის უწინდელი სამუშაო რიტმის აღდგენა“, ამიტომ 2022 წელს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ოთხის ნაცვლად მხოლოდ ერთხელ გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მკაფიო ახსნა-განმარტება არ არის, ჩვენ აშკარად ვხედავთ მომხდარის ჭეშმარიტ სარჩულს: ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან გაუჩნდათ ცდუნება, მოეყვანათ გეოპოლიტიკა ამიერკავკასიის მიმართულებითაც. ჩვენი მხრივ, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჟენევის დისკუსიებზე მოთხოვნა მხოლოდ იზრდება. თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის რეგულარული კონტაქტების იმპერატივობა აშკარა ხდება კიევისა და დასავლეთის ცალკეული დედაქალაქების პროვოკაციული მოწოდებების ფონზე საქართველოს ხელისუფლებისადმი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ამ პირობებში პრიორიტეტულ ხასიათს იძენს მოსკოვისა და მისი აფხაზი და სამხრეთ ოს მოკავშირეების მიერ წამოჭრილი, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების საკითხები, ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და მათი შემდგომი დემარკაცია“, - განაცხადა გონჩარმა.

   - ინტერნეტი ტყუილ თქმის საშუალებას არ მომცემს - მე პირველმა გამოვიყენე ტერმინი "მეორე ფრონტი", როგორც დიდი სამამულო ომის მეორე ფრონტთან საპირისპირო ანალოგია. 26 თებერვალს, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან მეორე დღეს, ვივარაუდე, რომ საქართველოს მოთხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნადა მართალიაღმოვჩნდი - ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით განაცხადეს კიევის ხელისუფლების ლიდერებმა და პიონტკოვსკიმ, შემდეგ საქართველოს დასავლელი „მეგობრების“ ჯგუფმა აშშ-დან და ევროკავშირიდან, 21 მარტს კი მეორე ფრონტის გახსნა აშშ-ელჩმა კელი დეგნანმა ფარულად მოითხოვა.

საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა უარი თქვა სააკაშვილის ექსტრადირებაზე, რომ ზელენსკიმ მას ამორალური უწოდა, ხოლო არახამია და არესტოვიჩი თბილისში ჯარის გამოსმით დამუქრნენ მის შესაცვლელად (არესტოვიჩმა გუშინწინ განაცხადა, რომ სააკაშვილი ისეთი წონიანი ფიგურაა, რომ თუ მას სასწორის ერთ პინაზე დადებთ, მეორეზე კი - მთელ საქართველოს, სააკაშვილი გადაწონის), საქართველომ უკრაინას უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე მტკიცე "არა" თქვა - არა მეორე ფრონტსა და იარაღის მიწოდებაქართული არმიის საწყობებიდან.

   თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მოაწეროს ხელი „შეთანხმებას საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და ასევე დაეთანხმოს „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციას მათი შემდგომი დემარკაციით“. სწორედ ეს არის მთავარი საკითხები და არა ის, თუ როგორ ვიფრენთ მოსკოვში - ერევნის გავლით, თუ პირდაპირ, ვიზის საფასურის გადახდით, თუ უფასოდ!

   ვისარგებლებ შემთხვევით და გავიმეორებ, რომ საქართველო უკრაინისგან არაფრიდავალებულარ არის, უფრო - პირიქით. 2008 წლის აგვისტომდე უკრაინა აწვდიდა საქართველოს შეიარაღებადა გზავნიდა ინსტრუქტორებს, რადგან ჯერ კიდევ მაშინ სურდა დაერტყა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიიდან! რატომ არ გახსნა უკრაინამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი თვისი, ანუ უკრაინის ტერიტორიიდან?! იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის თავდაცვის მინისტრებუკრაინისგან იარაღგაბერილფასებით ძენდნენ და კიევს უყოფდნენ „ატატებს“, რომელთა ნაწილი პირდაპირ სააკაშვილის ჯიბეში ჩაედინებოდა; ამ იარაღის ნაწილაწვდიდნენ მესამე ქვეყნებსაც, ტერორისტულ რეჟიმებს, ხოლო ანაკლისის ჩამოწერის მიზნით, 08.08.08 5-დღიანი ავანტიურა მოაწყვეს. 2006 წელს სააკაშვილის მსგავსად უცხოელზე დაქორწინებულმა იუშჩენკომ მონათლა სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზი, ხოლო 2003 წლის დეკემბერში - 2004 წლის იანვარში, სააკაშვილი, რომელმაც ის-ის იყო"ვარდისფერი" სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ახალი არჩევნებიკარზე ჰქონდა მომდგარი, მაინც ხშირად მიფრინავდა კიევში თავის გარემოცვასთან ერთად, რათა მოეწყო "ნარინჯისფერი რევოლუცია" მაიდანზე და მოეყვანა იუშჩენკო ხელისუფლებაში! ასე რომ, დღეს კიევს აღარაფერი აქვს მოსათხოვი "უმადური ქართველებისთვის"!

- ბატონო არნო, ჩვენი საუბრის დასასრულს, მინდა გთხოვოთ კომენტარი გააკეთოთ კვირის სკანდალზე - ანგელა მერკელის განცხადებაზე, რომ, აქაოდა, გერმანია და საფრანგეთი აპრიორი არ აპირებდნენ მათ მიერ ხელმოწერილი მინსკის შეთანხმებების შესრულებას და მხოლოდ მოტყუებით სურდათ დროის მოგება, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის უკრაინის მოსამზადებლად, უკრაინის არმიის შესაიარაღებლად და საწვრთნელად.

რასთან გვაქვს საქმე - პიარ ფეიკთან, როგორც დარწმუნებულია პრეზიდენტი ლუკაშენკო, თუ ეს სიმართლეა? თქვენ მაშინ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატი ზუსტად ისეთივე ბლეფია, როგორიც ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის საკითხში, რომელიც აუცილებლად ომით დასრულდება. თქვენი პროგნოზები დადასტურდა. ყირგიზეთში ვიზიტის დასასრულს, პრეზიდენტმა პუტინმა, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, აღიარა, რომ მაშინ რუსეთის მოტყუება მოხერხდა და სინანული გამოთქვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია ცოტა ადრე არ დაიწყეს: „ეტყობა, ჩვენ გვიან მოვახდინეთ ორიენტირება, სიმართლე რომ ითქვას. ეგებ უფრო ადრე უნდა დაგვეწყო ეს ყველაფერი...“

   - მას შემდეგ, რაც 2008 წლის 2-4 აპრილს ბუქარესტში ნატოს სამიტზე გერმანია და საფრანგეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი გამოვიდნენ („რომ არ დაირღვეულიყო ბალანსი ევროპასა და რუსეთს შორის“), პრეზიდენტი სააკაშვილი ვიწრო წრეში მერკელს სხვაგვარად არ მოიხსენიებდა, თუ არა "ბებერი ძუკნა" და "რუსების მონა". ამიტომაც, ერთი თვის შემდეგ, ფსიქიკურად არასტაბილური სააკაშვილი, მერკელისა და სარკოზის ჯინაზე, თავპირისმტვრევით შევარდა ცხინვალში! ამბიციურსა და აღზნებულ სააკაშვილს არშეეძლო და არსურდა ეფიქრა, რომ აშშ მას ფარულად იყენებდა – ისევე, როგორც დღეს აშშ „იყენებს ზელენსკის. ფინალი - ერთწლიანი ტყვეობის განმავლობაში პატიმარმა სააკაშვილმა წონის ნახევარი დაკარგა, უმწეოდ აგდია საავადმყოფოს საწოლში და უძლურებისგან სხეულს სისხლამდე იხოკავს...

   ამიტომ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროში და პრეზიდენტლუკაშენკო კარგად უნდა დაფიქრდნენ მანამ, სანამ მერკელის განცხადებას „ბილწსა“ და „ამაზრზენს“ უწოდებენ. ქალბატონი მერკელი იტყუება თუ სიმართლეს ამბობს (ის კი სიმართლეს ამბობს!), ორივე შემთხვევაში მან სამეფო საჩუქარი გაუკეთა რუსეთს ევროპის ლიდერების, მათ შორის საკუთარი თავის დადანაშაულებით ტყუილსა და თვალთმაქცობაში! მაშასადამე გამოდის, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებ ნდობა, რომლებმაც შეგნებულად მოაწერეს ხელი ტყუილს, არ შეიძლება - რაკიღა ერთხელ მოიტყუეს, არ არსებობს გარანტია, რომ უწინაც არ იტყუებოდნენ და მომავალშიც არ მოტყუებიან! მაშინვე ჩნდება კითხვები - იყვნენ კი გულწრფელები ფრანგები და გერმანელები სხვა შემთხვევებში, როცა მედიატორობდნენ, მაგალითად, ბაქოსა და ერევანს შორის ყარაბაღის საკითხში, ანდა მოსკოვსა და თბილისს შორის ("მედვედევ-სარკოზის შეთანხმება")?

ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა - სპეციალურად საქინფორმისთვის

2022 წლის 10 დეკემბერი
საქართველო, თბილისი