აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: Adani Group-ის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განვიხილეთ

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს.

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.