პუბლიკაციები
ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების გზებს არ განსაზღვრავს...

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ ტელეკომპანია “როსია 1”- თან [«Россия 24»] ინტერვიუში საქართველოს საკითხზე საუბრობს და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქებს.

“დღესდღეობით საქართველოში, პრეზიდენტის პარალელურად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზებს და ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს, არსებობს მთავრობა”, რომელიც, ლავროვის თქმით, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, სანქციებს მიუერთდეს და მეორე ფრონტი გახსნას, ეროვნული ინტერესებით ხელძღვანელობს”. აქვე ლავროვს ამასთან დაკავშირებით მოჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის წინააღმდეგაც გამოვიდა.