საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. „მიწისძვრა თურქეთში უმალ მოჰყვა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის უპრეცედენტოდ მკვეთრ განცხადებას, რომელმაც დაადანაშაულა აშშ, მისი ყველა ელჩი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ეროვნული ორიენტაციის (საქართველოს ამჟამინდელი მთავრობასავით) მქონე ერდოღანის ხელისუფლების დასამხობად: „ის თავს უყრის სხვა ელჩებს და ცდილობს მათ რჩევა მისცეს. მე ვეუბნები ამერიკის ელჩს, ვიცი, რომელ ჟურნალისტებს კარნახობთ: მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები თურქეთს! ვიცი, რაც გააკეთეთ და რა ნაბიჯები გადადგით უკვე, როგორ გინდათ თურქეთში არეულობა. მოაშორეთ თურქეთს თქვენი ბინძური ხელები და ღიმილიანი ნიღბიანი სახეები!“ - მიმართა შს მინისრმა სულეიმან სოილუმ ანკარაში აშშ-ის ელჩს ჯეფ ფლეიკს 3 თებერვალს, ხოლო 6 თებერვალს თურქეთი საშინელმა მიწისძვრამ შეაზანზარა…
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩებთან და აშშ-ის დოტაციაზე მყოფ რამდენიმე ქართულ ტელეკომპანიასთან ერთად ასევე სხვა არაფრით არიან დაკავებული, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებით საქართველოში...“ (დაწვრილებით წაიკითხეთ ორშაბათს საქინფორმზე და გაზეთ „ასავალ-დასავალში“) - წერას თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.