აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან „ოფიციალურ შეხვედრას“.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.