უცხოეთი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ასევე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

1tv.ge