სამართალი
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება მეტყველებს კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც ევროპარლამენტშია

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ჩვენთვის ეს ფაქტი უკიდურესად მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის აქვს სასჯელი მისჯილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე უნდა იმსჯელონ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება ევროპარლამენტში არსებულ კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს.

მისი პოლიტპატიმართა შორის მოხსენიება იმ კორუფციულ პრობლემებზე მეტყველებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს ევროპარლამენტში არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.