უცხოეთი
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - იანვრიდან ჩვენ ვაკვირდებით სავაჭრო ბრუნვის უდიდეს ზრდას საქართველოსთან - თითქმის 70 %-ით 2022 წელთან შედარებით

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, 2022 წელს რუსეთი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, რომლის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 16%-ს გადააჭარბა.

„ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომლის სახელწოდებაა „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

„2023 წლის იანვრიდან ჩვენ ვაკვირდებით სავაჭრო ბრუნვის უდიდეს ზრდას - თითქმის 70%-ით 2022 წელთან შედარებით. ექსპორტი გაიზარდა 85%-ით, იმპორტი - 40%-ით. სხვადასხვა ხარისხით სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსთან მხარს უჭერს რუსეთის 71 რეგიონი, რაც ცოტა არ არის. ვფიქრობ, ასეთი რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთქმედების მონაწილეთა რაოდენობა მზარდი იქნება. ცალკე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, რუსეთი პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის 16%-ზე მეტი წილით, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ამ სტატისტიკის ლიდერი - თურქეთი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, 2022 წელს საქართველოში რუსული ექსპორტის სტრუქტურა მოიცავდა მინერალურ პროდუქტებს, ნავთობპროდუქტებს, გაზს, საკვებ პროდუქტებს, ქიმიურ პროდუქტებს, ლითონებს, მანქანა-დანადგარებს.

„წინა წლებთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ დაახლოებას, რამაც შეიძლება შექმნას საფუძველი უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. აქ უკვე მოსალოდნელი საკმაოდ სწორი ნაბიჯები იდგმება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

interpressnews.ge