საზოგადოება
„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტის გადახედვის მიზნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

tavisufali_saqarTvelo6„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკურმა პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სახელმწიფო პენსიის 100 $ ეკვივალენტით ლარებში გაზრდის შესახებ; საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის შესახებ; ამის პარალელურად კი, პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის გადახედვასთან დაკავშირებით.

„გაუქმდეს დაუსაბუთებელი და კორუფციული ხარჯები, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები მიემართოს ქუთაისში უმძიმესი სოციალური პრობლემების მოგვარებისაკენ და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ძვირფასო ქუთათურებო, მოგიწოდებთ, მხარი დაგვიჭიროთ ხელმოწერების შეგროვებაში და წვლილი შეიტანოთ თქვენი ოჯახებისა და ქუთაისის გადარჩენაში. ეს ქალაქი ყველა ჩვენგანისაა!“ – ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის განცხადებაში.