პოლიტიკა
პროვოკაცია მიზნად ისახავს, დარტყმა მიაყენოს ბოლო დროს ერთგვარად სტაბილიზებულ ურთიერთობებს თბილისსა და მოსკოვს შორის! - გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. „ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ 28 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ავალდებულებს, საქართველოს გადაუხადოს 130 მილიონი ევრო კომპენსაციის სახით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის გამო. ეს გადაწყვეტილება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რადგან ევრობიუროკრატიის სტრუქტურებმა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ, მშვენივრად უწყიან, რომ რუსეთი აღარ აღიარებს სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენციას და მის გადაწყვეტილებებს აპრიორი არ შეასრულებს. მაგრამ „ტაიმინგი“ შემთხვევით არ იქნა შერჩეული - პროვოკაცია მიზნად ისახავს, დარტყმა მიაყენოს ბოლო დროს ერთგვარად სტაბილიზებულ ურთიერთობებს თბილისსა და მოსკოვს შორის.

   ოდნავ უფრო ადრე, 24 აპრილს, ევრობიუროკრატიის საგარეო უწყების მეთაურმა, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა: „მე წარმოვადგინე გეგმა, რომელიც ცდება ყოველდღიური კრიზისების დარეგულირების ჩარჩოებს. ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ და ჩამოვაყალიბოთ სისტემური მიდგომა ქვეყნებთან, რომლებიც ისე არ აღიქვამენ და უყურებენ მსოფლიოს, როგორც ჩვენ /.../ არის ბევრი ადამიანი, რომელთაც არ სურთ რომელიმე მხარის დაკავება, მაგრამ მათ უნდა დაიკავონ პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომისა და მსოფლიოში ჩინეთის როლის ზრდის მიმართ. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტში, მსოფლიო არენაზე“.

ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, ევროკავშირმა დარტყმა მიაყენა მოლდავეთის ოპოზიციას, რომელიც დასავლეთის მიერ არ კონტროლდება. ბრიუსელის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ჩარჩო-პირობები სანქციების შემოსაღებად „იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მოლდავეთის დესტაბილიზაციას ახდენენ“. ევროპულმა საბჭომ გასულ პარასკევს გამოაცხადა, რომ საქმე ეხება მოქმედებებს, რომლებიც ამ საბჭოს მიერ განიხილება მოლდავეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის „საფრთხედ“. ევრობიუროკრატები მზად არიან, შემოიღონ შეზღუდვები ევროკავშირში შესვლაზე, მაგრამ ასევე გაყინონ დასავლეთისთვის მიუღებელი მოლდაველების ქონება. სანქციების ჩარჩოების შემუშავებას იმავე ბორელმა უწოდა „მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი ევროკავშირის მხრიდან მოლდავეთის მხარდაჭერის საქმეში“.

   ყველა ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ რიგში საქართველოა (და აუცილებლად მოხდება მასზე ზეწოლა!). ევროკავშირი, ისევე როგორც აშშ, არ მოითმენს თავისი ვასალების მხრიდან ურჩობას. „ოცნებისტების“ ევროპული ვოიაჟები საქმეს ვერ უშველის, ისევე, როგორც ვერ უშველის ვითომ-ანტიდასავლური მიტინგი, რომელიც თბილისში 30 აპრილს უნდა გაიმართოს. დასავლეთს ეს აქცია და მისი მონაწილეები ფეხებზე ჰკიდია! ერთადერთი საშუალება, თავი დავიცვათ გასრესისგან, მდგომარეობს იმაში, რომ დახმარებისთვის მივმართოთ ერთმორწმუნე რუსეთსა და მის ლიდერს. რაც უფრო ადრე მოვაცილებთ საქართველოს სხეულს დასავლური აგენტურის სახით არსებულ სიმსივნეს, მით უფრო მეტი შანსი იქნება ქვეყნის გადასარჩენად.

გულბაათ რცხილაძე