პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

პრეზიდენტის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას.

„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.