რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინს გადაწყვეტილებები საზოგადოების მოთხოვნით რომ მიეღო, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებს ჯერ კიდევ 2009 წელს გააუქმებდა, რუსეთში ქართველთა კავშირის მიმართვის პასუხად

    „2019 წელს ვლადიმერ პუტინმა შეაჩერა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რადგან საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს - საპარლამენტო დელეგაციას დეპუტატი გავრილოვის ხელმძღვანელობით - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსოფობი ოპოზიციონერების ბრბომ. რატომ აღადგინა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები და გააუქმა სავიზო რეჟიმიც მისი მოქალაქეებისთვის, საშიშროება აქ ხომ უწინდებურად არსებობს? თვითმფრინავს მიტინგებით, პლაკატებითა და უმი კვერცხებით დახვდნენ, ლავროვის ქალიშვილის მაზლის ქორწილი კახეთში ისევე ჩაშალეს, როგორც პოზნერის დაბადების დღე 2021 წელს თბილისში, ცოტა ხნის წინ კი რუსულ ნომრებიან ავტობუსს საღებავი შეასხეს და რუსებს მოსთხოვეს რუსეთი ოკუპანტად ეღიარებინათ“, - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს, რომლის მესიჯ-ბოქსებსაც ქართველი პოლიტიკოსები და „ექსპერტები“ მოგვიანებით თეზისებად იყენებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინტერპრეტაციით განიხილავენ.

   - რუსულ ავტობუსთან დაკავშირებული პროვოკაციის მიზნები იმავე დღეს დავასახელე, ახლა დავამატებ, რომ ის შემთხვევით როდი იყო შერჩეული, რადგან მასში იჯდა რუსული დელეგაცია ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ლეონიდ დრაჩევსკის ხელმძღვანელობით. თბილისში, თუ არ ვცდები, არის ამ ფონდის ფილიალი, რომელთანაც .. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრია გახსნილი. მიუხედავად ხმამაღალი სახელწოდებისა, ესაა ჩვეულებრივი სამრეცხაო-არიფანა, სადაც ჩუმად ირეცხება რუსული გრანტები, რომლებიც წყალივით უმიზნოდ მიედინება... გაცხადებული საქმიანობის მოჩვენებითობას ქმნის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულთა ჯგუფის პერიოდული რიტუალური სტუმრობები მოსკოვში, რაც მედასავლეთე ტელეკომპანიებით გაბერილია „კრემლის შეთქმულების“ მასშტაბამდე. ამიტომ, ასეთი ბუნდოვანი სტრუქტურების არსებობა ქართული საზოგადოების თვალში რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების ტრენდის დისკრედიტაციას ახდენს.

   რუსეთსა და საქართველოს შორის დარეგულირების ტრენდი არანაკლებ დისკრედიტირებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივისტების მიერ, რომლებიც რუსეთის ან საქართველოს ხელისუფლების ყველა დამსახურებას საკუთარ თავს მიაწერენ. შეგახსენებთ, თუ ვინმეს დაავიწყდა: გალი პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით დაგვიბრუნა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის თხოვნით პუტინმა დაგვიბრუნა ახალგორი, მაგრამ სააკაშვილის ბაქიბუქის გამო - აქაოდა, პატრიარქმა ჩემი დავალება შეასრულაო! - რუსებმა ახალგორი უკან წაიღეს და ის ისევ ლენინგორი გახდა. დღეს ზუსტად ასე იკვეხნის ზოგიერთი ქართველი საზოგადო აქტივისტი, რომ სწორედ მათი თხოვნით პუტინმა აღადგინა პირდაპირი ავიამიმოსვლა და შემოიღო უვიზო რეჟიმი: პუტინს გადაწყვეტილებები საზოგადოების თხოვნით რომ მიეღო, ამას ჯერ კიდევ 2009 წელს გააკეთებდა, როდესაც პირველად ასეთი თხოვნით მიმართა მიხეილ ხუბუტიას საქართველოს ქართველთა კავშირის ყრილობამ - ძალიან წარმომადგენლობითმა დელეგატებისა და სტუმრების შემადგენლობით (მახსოვს, დარბაზში ისხდნენ ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის „სახეები“ არიან). ასევე შევახსენებ ყველას, ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს, რომ 2013 წელს პუტინმა გააუქმა ემბარგო ქართულ ექსპორტზე და დათანმხდა საქართველოსთან საავტომობილო, საჰაერო, სავაჭრო, ასევე ჰუმანიტარული კავშირების აღდგენას, როგორც ახალი მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის საპასუხო ნაბიჯს, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში სპეცწარმომადგენლის თანამდებობაც კი შექმნა. და დღეს პუტინმა აღადგინა ავიამიმოსვლა და გააუქმა ვიზები საქართველოს მთავრობის საქმიანობის დაფასების ნიშნად, რომლებიც აგრძელებს პრემიერ ივანიშვილი მიერ დაწყებულ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პოლიტიკას.

   რაც შეეხება საქართველოში ანტირუსული მოძრაობის დისკრედიტაციას, ამას ახდენენ არა „ქართული ოცნების“, არამედ მისივე ლიდერები - რადიკალური ოპოზიციონერები, ლიბერალ-ნაცისტები და უბრალოდ ქართველი ფაშისტები, მათი უკრაინელი თანამოძმეების სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი; დასავლური გავლენის აგენტები და დასავლური სპეცსამსახურების ლუსტრირებული ჯაშუშები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ტელეკომპანიები და „Tbilisi Pride“-ის - „სამოქალაქო სექტორის“ მძლავრი ცისფერი პლატფორმის ჰომოსექსუალები. ძალიან კარგია, რომ საქართველოში რუსოფობიის ავანგარდში დგანან ქართველ ხალხში ზიზღის, სიძულვილისა და სარკასტული სიცილის გამომწვევი უარყოფითი კარიკატურული პერსონაჟები ბნელი ბექგრაუნდით: მოსისინე სალო და ლЯქა, ზონდერ-ნიკანორი და „მედუზა გოგონა" დეგნანი, "ნიანგი" ვაშაძე, "ჩინგაჩგუკი" წითლიძე, "ნაბუქოდონოსორი" სამადაშვილი და პრიმიტიული სისხლის სამართლის დამნაშავეები - სააკაშვილის რეჟიმის ექს-მაღალჩინოსნები/ძალოვანები.

   2008 წელს მოსკოვმა იცოდა, რომ ქართველ ხალხს არ სურდა ომი, მაგრამ იძულებული გახდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, რადგან საქართველოს ოფიციალურად წარმოადგენდა/ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს მოსკოვმა იცის, რომ ზემოდ ჩამოთვლილი გეოფაშისტები/დასავლელი აგენტები არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა მეორე ფრონტი, მაგრამ შემხვედრ ნაბიჯს დგამს საქართველოსკენ, რადგან მას ოფიციალურად ხელმძღვანელობს/წარმოადგენს პრემიერი ღარიბაშვილი. ამაშია განსხვავება, თორემ კიდევ ბევრი რუსოფობიური პროვოკაცია და აქცია იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივ ფაშისტებს.

   რასაკვირველია, ის, თუ როგორ დახვდნენ „მოსკოვი-თბილისის“ პირველ რეისს აეროპორტში და როგორ ჩაშალეს ქორწილი კახეთში, საშინელი უკულტურობა და სირცხვილია ყველა ქართველისთვის! მაგრამ ქართველები უწინდებურად დაქსაქსული არიან და ეშინიათ რუსეთუმეობაში „მხილების“! და ზოგადადაც, კულტურასთან დაკავშირებით საქართველოში დიდი პრობლემებია, ისევე როგორც კულტურის სამინისტროსთან - ღარიბაშვილის მთავრობისა და მთლიანობაში - ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლად რგოლთან. აი, მაგალითად, ბიზნეს-შოუმენი „უცნობის“ თავყრილობაზე „ქართული ოცნების“ თხოვნით ათიათასობით მოქალაქე მივიდა - იღებდნენ სელფებს, ამბობდნენ სიმართლიან სიტყვებს, მაგრამ გასულ კვირას თავხედი ფაშისტი ჯგროს ასალაგმად გამოსვლა ვერავინ გაბედა! ისევ ქართულ პოლიციას მოხვდა, არადა, საქმე ეხებოდა, არც მეტი და არც ნაკლები, სახელმწიფო უსაფრთხოებას - თუ რუსები საქართველოში აღარ ჩამოვლენ, ხალხს შიმშილით ამოხდება სული. შემდგომი მოვლენების განჭვრეტა რთული არ არის: მშიერი ბუნტი - სახელმწიფო გადატრიალება - მენშევიკური მთავრობა - მეორე ფრონტი და რუსეთის ელვისებური პასუხი.

   დასკვნის სახით - თხოვნა იმ პოლიტიკოსებისა დაექსპერტებისადმი“, რომლებიც ჩემი პუბლიკაციებიდან ირჩევენ მათთვის გასაგებ ცალკეულ ციტატებს. უბედურება ის კი არ არის, რომ ქართულ ტელეარხებზე და ბეჭდურ მედიაში მათ თავიანთ მოსაზრებებად წარმოაჩენენ, სარგებლობენ რა იმით, რომ მოსახლეობა ცოტას კითხულობს და ტელევიზორის ყურებას ამჯობინებს. არამედ იმაში, რომ ისინი კონტექსტიდან ამოგლეჯილია - ანუ მოკლებულია იმ დასაბუთებებს, რასაც მე მათ ყოველთვის საფუძვლად ვუდებ, ამიტომ მათი აზრი მახინჯდება. შედეგად, მტრის პროპაგანდა დისკრედიტაციას უკეთებს რეალურ პროექტებს, რომლებიც პასუხობს საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ინტერესებს. გასულ კვირას ეს იყო ჩემი წინადადებები აფხაზეთის გავლით რუსეთთან -სარკინიგზო და ცხინვალი - როკის გვირაბის გავლით საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რომელსაც, როგორც ყოველთვის, სხვა ღონისძიებებთან ერთად, კომპლექსში განვიხილავდი.

ამიტომ, ახლა მათ ვაწვდი ორ ახალ იდეას, მაგრამ ყოველგვარი შესავლის გარეშე, დაე თავად მოახდინონ მათი ინტერპრეტაცია და დასაბუთება, თუ შეუძლიათ და თუ არ ეშინიათ. მაშ ასე, ყურადღება:

თეზისი პირველი: საქართველო უნდა შევიდეს ევროკავშირში, რათა დაეხმაროს რუსეთსა და ჩინეთს, გადალახონ აშშ- მიერ შექმნილი დაბრკოლებები და ამაში დიდი სარგებელი ნახოს - გახდეს სავაჭრო მედიატორი მათსა და ევროპას შორის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ერთდროულად - რუსეთსა და ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებით.

თეზისი მეორე: საქართველომ დღეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ ჯერ გამოიყენოს ისინი მოდერატორად - გარანტად აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პროცესში.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 21 მაისი