უცხოეთი
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1tv.ge