პოლიტიკა
აშშ მხარს უჭერს საარჩევნო გარემოს შექმნას, სადაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი
basi2საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი საკუთარი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას უჭერს მხარს, რომლის ფარგლებშიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი.
ამასთან, ბასი კვლავ აცხადებს, რომ „აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირსა და პარტიას, არამედ საქართველოს, ქვეყნის საზოგადოებას და მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ნების გამოხატვა იქნება უზრუნველყოფილი“. „მიგვაჩნია, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელისუფლება და ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აწერს ხელს, წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ნაწილობრივ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ ეუთოს მიერ გამოხატულ შეშფოთებასაც პასუხობს. ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ რას ვფიქრობ მე ან აშშ, მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობა. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში პროცესი გააქტიურდება და ის ძალები, რომლებიც ხელმოწერის მონაწილე არ გახდნენ, ხელისუფლებასთან საერთო ენის გამოძებნის მიზნით გააქტიურდებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა.